გააკეთა თუ არა გრეგოროვამ განცხადება დავით კეზერაშვილზე, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

238
VIEWS

9 ივნისს ფეისბუქ გვერდმა newsagency.ge გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მეგის ქარდავას, დავით კეზერაშვილს და და კოხტა კოდუას პოლიტიკურ დევნილებად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს საკითხი რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს. 

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს სახელისუფლებო ექსპერტი დავით ქართველიშვილიც, რომელიც ფეისბუქზე წერს, რომ მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუაზე ჩანაწერის ინიციატორი მარკეტა გრეგოროვაა.

Screenshot 5 6 გააკეთა თუ არა გრეგოროვამ განცხადება დავით კეზერაშვილზე, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუაზე?

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარკეტა გრეგოროვას სურს ევროპარლამენტის რეზოლუციაში მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი და კოხტა კოდუა პოლიტიკურ დევნილებად ჩაიწეროს, სიმართლეს არ შეესაბამება. გრეგოროვამ “მითების დეტექტორთან” კომენტარში მსგავსი განცხადების გაკეთება უარყო.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით “საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა”. რეზოლუციაში გაკრიტიკებულია ქვეყანაში მედიის თავისუფლების სფეროში არსებული მდგომარეობა და მოყვანილია რიგი საკითხები, რომლებიც დარღვევებზე მიუთითებს. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს ზემოაღნიშნული რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით დებატებში ევროპარლამენტის სხდომაზე მარკეტა გრეგოროვამ განცხადება გააკეთა და საქართველოს მთავრობას დემოკრატიის სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ მედიის თანამშრომელთა და მფლობელთა წინააღმდეგ ბევრი საქმეა აღძრული. განცხადებაში გრეგოროვას დავით კეზერაშვილი, მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა არ უხსენებია. მსგავსი განცხადება არ გვხვდება არც გრეგოროვას სოციალური მედიის ოფიციალურ არხებზე. 

“მითების დეტექტორი” მარკეტა გრეგოროვასაც დაუკავშირდა, რომელმაც წერილობით კომენტარში გვიპასუხა, რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და მეტიც, ეს სახელები და გვარები მას პირველად ესმის.

რაც შეეხება რეზოლუციას, მასში ჩანაწერი დავით კეზერაშვილის შესახებ მედიის მფლობელის კონტექსტშია გაკეთებული. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლო საქმეები აღძრულია კრიტიკული მედია-საშუალებების მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, კონკრეტულად საუბარია ტვ ფორმულას მფლობელ დავით კეზერაშვილსა და დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის ტვ პირველის დამფუძნებელ ვატო წერეთელზე.

Screenshot 4 6 გააკეთა თუ არა გრეგოროვამ განცხადება დავით კეზერაშვილზე, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუაზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist