სანქციებში თუ ომში ჩათრევა – ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

200
VIEWS

2022 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი – ტატე (ტიტე) მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი – ქეთევან ხარაიძე. სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე სავაჭრო ოპერაციები; რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი; უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა; ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა ეზღუდებათ.

“მითების დეტექტორი” 19-25 ოქტომბრის პერიოდში ფეისბუქ ანგარიშებს აკვირდებოდა, რა დროსაც მმართველი პარტიის, სახელისუფლებო ექსპერტების  და  ხელისუფლებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული გვერდების მხრიდან მოჰყვა გზავნილები, რომლებიც მომხდარს ისევ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას მანიპულაციურად უკავშირებდა. კერძოდ: 

  • მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ომში ჩართვაზე უარი განაცხადა, სანქციებით ოფიციალური კიევი შანტაჟის მეთოდს მიმართავს; 
  • უკრაინა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც საქართველო დაასანქცირა;
  • სანქციების უკან დასავლეთი და “ნაციონალური მოძრაობა” დგანან.

ზემოაღნიშნულ გზავნილებს შემდეგი აქტორები ავრცელებდნენ:

  • “ქართული ოცნების” წევრები: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ლევან ქარუმიძე, ირაკლი ზარქუა;
  • სახელისუფლებო ექსპერტები, ხელისუფლების მხარდამჭერი სხვა აქტორები: ედიშერ გვენეტაძე, ირაკლი ლატარია, ზაალ ანჯაფარიძე, ლევან ნიკოლეიშვილი; ვატო შაქარიშვილი (საზოგადოებრივი მოძრაობა “აი-ია”), ნანა კაკაბაძე (,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”), შალვა რამიშვილი  (PosTV). 
  • ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუკ გვერდები და ცალკეული ინდივიდუალური ყალბი ანგარიშები: სიმართლის დროა, პოლიტიკური სატირა / Political Satire, ტერენტი გლდანელი,   მიხეილ უკრაინოლოგი; GeoPress

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდების ნაწილი (აი ია, GeoPress, პოლიტიკური აბსურდი) ამ თემაზე გამოქვეყნებულ პოსტებს ასპონსორებდა კიდეც.

ფეისბუკ გვერდები

ივანიშვილის ნათესავებისთვის უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ სახელისუფლებო და ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ფეისბუკ გვერდმა “მიხეილ უკრაინოლოგი”  21 ოქტომბერს ვიდეოკოლაჟი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “როგორც ცდილობს უკრაინის მთავრობა საქართველოს ომში ჩათრევასომის დაწყებიდან დღემდე.” ვიდეოში ნაჩვენებია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი გუნდის მიერ საქართველოს შესახებ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები.

Screenshot 4 6 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ანტიოპოზიციურმა და ხელისუფლების მხარდამჭერმა ფეისბუკ ფეისბუკ გვერდებმა  ტერენტი გლდანელი პოლიტიკური აბსურდი, სიმართლის დროა   21 ოქტომბერს კოორდინირებულად გაავრცელეს ვიდეოკოლაჟი, რომელიც, მათი თქმით, უკრაინის ხელისუფლების, დასავლეთისა და ქართველი ოპოზიციონერების მიერ საქართველოს ომში ჩათრევი სურვილს ასახავდა. ვიდეოებს თან ახლდა შემდეგი წარწერები: “ომში ვერ ჩაგვითრიეს და ახლა სანქციებით გვაშინებენ?”; ომში ჩაერთეთ თორე დაგასანქცირებთო ეს არის უკრაინის ხელისუფლების პოზიცია”; “ჩვენი “კეთილის მსურველები”.  აღნიშნული კლიპის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება, არამედ საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ.

Screenshot 5 6 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ფეისბუკ გვერდმა “პოლიტიკური აბსურდი” 21 ოქტომბერს კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლება უკვე შანტაჟის გზით ცდილობს უცვლელი მიზნის მიღწევას, რაც საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობს.

Screenshot 6 6 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

დასპონსორებული პოსტები

საზოგადოებრივი მოძრაობის “აი ია” მიერ დასპონსორებული იყო ამავე მოძრაობის წარმომადგენლის, ვატო შაქარიშვილის მოსაზრება, რომელშიც უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციების მოწყობასა და სანქციების დაწესებაშია დადანაშაულებული.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან ქარუმიძისა და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადება დაასპონსორა ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდმა GeoPress, რომელიც საინფორმაციო სააგენტოდ პოზიციონირებს.
დაფინანსებული იყო ფეისბუკ გვერდის “პოლიტიკური აბსურდი” მიერ გამოქვეყნეული პოსტები, რომლებშიც  უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ შანტაჟსა და ომში ჩათრევის მცდელობაზეა აქცენტი გაკეთებული.

Screenshot 7 6 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

გზავნილები

  • სანქციები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის მცდელობაა: მმართველი პარტიის წევრები და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები ომში ჩათრევაზე უარის თქმის პასუხად დაუწესა. ერთ-ერთი სახელისუფლებო ექსპერტი კი ივანიშვილის ახლობლებისთვის განკუთვნილ სანქციების საქართველოზე დაწესებულ სანქციებად განიხილავდა.
მმართველი პარტია
1 2 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?
ირაკლი კობახიძე
, “ქართული ოცნების თავმჯდომარე”: „ეს არის შანტაჟის მცდელობა, რომ გახსნან მეორე ფრონტი და ჩაითრიონ ქვეყანა ომში. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა მე ასე მქონია. ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში დააფიქსირა, რომ იყო პირდაპირი მცდელობა შანტაჟის გზით დაებრუნებინათ პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში.”
2 1 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?
ირაკლი ზარქუა
, “ქართული ოცნების” წევრი:  „ბატონ ივანიშვილს ვერ გაუბედეს და ნათესავებზე გადავიდნენ, იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვუთხარით ბატონ დანილოვს, ვინც ეს სია შეადგინა. სამართლიანად მიიღო უარი იმიტომ, რომ საქართველოს ფრონტის გახსნა და ომი არ სჭირდება, ჩვენ ეს ვნახეთ, ვიომეთ უკვე 2008 წელს. ჩვენ სტაბილურობა და განვითარება გვინდა და მათ ასე გვიპასუხეს, დაგვაშანტაჟეს.”
3 1 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?
მამუკა მდინარაძე: “ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში… ამ ფაქტს, შემდეგ ამაზე უარს პასუხად მოყვა კონკრეტული საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა ამავდროულად შანტაჟია, რომ აწი მაინც, რამენაირად იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს ომში ჩართვა.” 
სახელისუფლებო ექსპერტები
4 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ედიშერ გვენეტაძე: „ზელენსკის ხროვამ მორიგი იაფასიანი ტრიუკი მოაწყო! ამ საცოდავებმა, იმის სანაცვლოდ, რომ ვერ მოახერხეს და საქართველო ვერ ჩაითრიეს ომში, საქართველოს სანქციები დაუწესეს! აი, ეს არის ნამდვილი სახე უკრაინის სახელისუფლებო ხროვის! აი, ეს არის ნამდვილი სახე იმ უბნელესი ძალების, რომლებიც ზელენსკის ხროვას ამას აკეთებინებს! ამის შემდეგ ვის მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩვენი მეგობარია?!”

Untitled 1 2 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ზაალ ანჯაფარიძე:  “უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქცირებულთა სიაში რომელიმე ქართველის მოხვედრა, თანაც მიზეზის მითითების გარეშე არის შანტაჟის და ქვეყნის ომში ჩართვის კიდევ ერთი მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სანქცირებულთა სია უშიშროების საბჭომ მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი დანილოვია. ეს ის დანილოვია, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, ხოლო აღნიშნული ე.წ. სანქციები არის მათი პასუხი ჩვენს უარზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება.”

ხელისუფლების მხარდამჭერი სხვა აქტორები
5 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

შალვა რამიშვილი, Pos Tv:  “ეს არის შანტაჟი. მე მგონი ეს არის გაფრთხილებაც, რომ თუ ამას არ დაყვები, თუ არ გამოაცხადებ მეორე ფრონტს, თუ არ ჩაებმები პროვოკაციაში, შეიძლება მასშტაბი გაიზარდოს.”

  • უკრაინა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც საქართველოს სანქციები დაუწესა: 

მმართველი პარტიის წამომადგენლები და პრო-სახელისუფლებო ექსპერტთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის დაწესებულ სანქციებს რუსეთის სანქციებს ადარებდა და აღნიშნავდა, რომ უკრაინა რუსეთის მერე მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს სანქციები დაუწესა

მმართველი პარტიის წარმომადგენლები
t სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ლევან ქარუმიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც სანქციები დაუწესა ქართველებს. რუსეთის შემდეგ მეორე.“

სახელისუფლებო ექსპერტები
4 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ედიშერ გვენეტაძე: “თქვენ დაუწესეთ ვითომ სანქცია ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში. ე.ი. თქვენ სანქციები დაუწესეთ საქართველოს მოსახლეობას!

ამდენად, იმ რუსეთის  ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს გაუხსნა ფრონტი და სანქციები დაუწესა, დაემატა უკრაინის ხელისუფლება!”

dts სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ლევან ნიკოლეიშვილი: “ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა – დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით, და ჩვენი საჯიშე გოგო-ბიჭები მიწაში არ ჩავაწვინეთ! ”

Untitled 1 2 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ზაალ ანჯაფარიძე: “საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქცია მსოფლიოში ორ ქვეყანას აქვს დაწესებული: უკრაინას და რუსეთს. ამით ყველაფერი ნათქვამია!“ 

ხელისუფლების მხარდამჭერი სხვა აქტორები
gphhqhqh სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ვატო შაქარიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა “აი ია”:  „საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ორი ქვეყანა ასანქცირებს – რუსეთი და ეხლა უკვე უკრაინა! ამის მერე, ვინმე კიდევ თვლის რომ უკრაინა მეგობარი სახელმწიფოა?! ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც არაერთი მოწოდების და პროვოკაციის მიუხედავად ვერ მოახერხა საქართველოს ომში ჩათრევა!

  • უკრაინის ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობასა და დასავლეთთან შეთანხმებით მოქმედებს:

პრო-სახელისუფლებო ექსპრტების თანახმად, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ კოორდინაციაშია როგორც “ქართული ოცნების ოპოზიციასთან”, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელებიც ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ. 

სახელისუფლებო ექსპერტები
4 სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ედიშერ გვენეტაძე: “უკრაინის ხელისუფლება არის ტიპური სახე და მეგობარი: სააკაშვილების, ბოკერიების, ჩერგოლეიშვილების, დეკანოიძეების, ჭიჭიკო ვაშაძეების… და მათი მსგავსი სხვა ორფეხა სამშობლოს მიღალატეების!

ხელისუფლების მხარდამჭერი სხვა აქტორები
rdphhdth სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ნანა კაკაბაძე, ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე:
“მთავარია  უკრაინის ხელისუფლების (და ალბათ მათ უკან მდგარი აშშ-ს) აშკარად გაუთვლელი და მათთვის უკუშედეგის მომტანი პოლიტიკა. „ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს ცემაო“ – ასეა ამათი საქმე. იქ მყოფი ქართველთმოძულე “ნაქართველარები” მუდმივად ტრიალებენ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების შორიახლოს, გასაკვირი არ არის, რომ ზელენსკის და მის გუნდს მართლა სჯეროდეს, რომ  ქართველი ხალხი ისწრაფვის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ (რაც ასე სჭირდება უკრაინას) მხოლოდ ბიძინა და მისი გუნდელები ამუხრუჭებენ. ამიტომ აქედან ელოდებოდნენ მასობრივ აღტაცებას და მხარდაჭერას.”

gphhqhqh სანქციებში თუ ომში ჩათრევა - ვინ მობილიზდა უკრაინის სანქციების საპასუხოდ ივანიშვილის ოჯახის დასაცავად?

ვატო შაქარიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა “აი ია”:ეს არის ანგარიშსწორება ივანიშვილის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ! პროექტი ძალაშია! საქართველოში ამერიკის ელჩი, ქვეყანაში მოქმედი მეხუთე კოლონა და უკრაინის მარიონეტი ხელისუფლება ერთობლივად მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ!”

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist