მოსახლეობის ზრდის შეჩერებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარი უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

234
VIEWS

19 ივლისს ფეისბუქის ქართულ და უკრაინულენოვანმა მომხმარებლებმა გააზიარეს ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიდეო, აღწერით “ურსულა დეიდა ღიად საუბრობს მოსახლეობის ზრდის შეჩერების აუცილებლობაზე”. ვიდეოში, ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს 50 წლის წინ გამოცემული კვლევის “ზრდის ლიმიტის” შესახებ, რომლის მიხედვითაც მომავალში ჩვენი პლანეტა ვერ გადარჩება თუ არ შეწყდება ეკონომიკური და მოსახლეობის მაჩვენებლების ზრდა.

mosakhleobis zrdis shecherebaze evrokomisiis prezidentis komentari ukonteqstod vrtseldeba1 მოსახლეობის ზრდის შეჩერებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარი უკონტექსტოდ ვრცელდება

მტკიცება იმის შესახებ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი მოსახლეობის ზრდის შეჩერებაზე საუბრობს, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ სიტყვებით დაიწყო მისი გამოსვლა 2023 წელს გამართულ კონფერენციაზე, თუმცა მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კვლევის შედეგები ეხება ამოწურვად ენერგიაზე მორგებულ მოდელს, რომელიც ძალიან მოძველებულია. მისი სიტყვით გამოსვლის მთავარი იდეა ის არის, რომ მსოფლიო უნდა გადავიდეს განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა რესურსების გამოყენებაზე და ამაზე დამყარდეს ეკონომიკური ზრდის მოდელი და არა მოსახლეობის რაოდენობის კონტროლზე. 

გავრცელებული კადრები აღებულია 2023 წლის მაისში გამართული კონფერენციიდან “ზრდის მიღმა (Beyond Growth)”, სადაც ფონ დერ ლაიენი სიტყვით გამოვიდა. მან საუბარი სწორედ “რომის კლუბის” მიერ გამოცემულ კვლევაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მკვლევრების დასკვნები სრულიად სწორი იყო. თუმცა, მან ასევე განმარტა, რომ წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ზრდის მოდელი არის მოძველებული და შესაცვლელი. მისი აზრით, მთავარ საჭიროებას ეკონომიკის დეკარბონიზაცია წარმოადგენს, რისთვისაც პირველ რიგში განახლებად, სუფთა რესურსებზე გადასვლაა საჭირო. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “რომის კლუბმა” 50 წლის წინ ვერ შეძლო იმის გათვლა თუ რა პოტენციალი აქვს წყალბადს. მათ ასევე ვერ წარმოიდგინეს, რომ დღეს კაცობრიობა უკვე გამოიყენებდა ელექტროენეგიაზე მომუშავე ავტომობილებს და სხვა განახლებად რესურსებს. სწორედ ამ მიზეზების გამო, მათი დასკვნები მხოლოდ წიაღისეულ საწვავზე მიმაგრებული ეკონომიკის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს. შედეგად, ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვიდან გამომდინარეობს, რომ მსოფლიოს ზრდისათვის არა მოსახლეობის რაოდენობის კონტროლი, არამედ სუფთა და განახლებადი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება ესაჭიროება. 

“რომის კლუბის” და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა 1972 წელს წიგნის სახით გამოსცეს “ზრდის ლიმიტის” სახელით ცნობილი ანგარიში. კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ეკონომიკური და მოსახლეობრივი ზრდის ტემპების შენარჩუნება, ლიმიტირებული რესურსების ფონზე, რის დადგენასაც კომპიუტერული სიმულაციის ხარჯზე შეეცადნენ. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 5 ფაქტორი, რომელიც ზრდის მაჩვენებლებზე ახდენს გავლენას: მოსახლეობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოება; ბუნებრივი რესურსები; ინდუსტრიული წარმოება; გარემოს დაბინძურება. ანგარიშის დასკვნაში წერია, რომ რესურსების მოხმარების პროცესში სერიოზული ცვლილებების გარეშე ეკონომიკური ზრდის ლიმიტს პლანეტა მომდევნო 100 წელში მიაღწევს. შედეგად, ყველაზე სავარაუდოა, რომ ამას მოყვება ინდუსტრიული სიძლიერისა და მოსახლეობის რაოდენობის უკონტროლო კლება. 

mosakhleobis zrdis shecherebaze evrokomisiis prezidentis komentari ukonteqstod vrtseldeba2 მოსახლეობის ზრდის შეჩერებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარი უკონტექსტოდ ვრცელდება

კვლევის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ამ შედეგების თავიდან აცილება იმ შემთხვევაში თუ ზრდის ეს ტრენდები შეიცვლება და დამყარდება ეკოლოგიური და ეკონომიკურის სტაბილურობა, რომელიც ბევრად უფრო მდგრადი იქნება. მკვლევრების აზრით, მთავარი მიზანი უნდა გახდეს გლობალური ეკვილიბრიუმის სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს ნებისმიერი ადამიანისათვის ძირითადი საჭიროებების ხელმისაწვდომობას და ინდივიდუალური პოტენციალის გამოვლენის თანაბარ შესაძლებლობას.

mosakhleobis zrdis shecherebaze evrokomisiis prezidentis komentari ukonteqstod vrtseldeba3 მოსახლეობის ზრდის შეჩერებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარი უკონტექსტოდ ვრცელდება

კონფერენცია “ზრდის მიღმა (Beyond Growth)” ევროპარლამენტის დარბაზში გაიმართა და “რომის კლუბი” მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მომხსენებლთა სიაში კი ურსულა ფონ დერ ლაიენის გარდა, ევროკავშირის სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ. კონფერენციის მთავარი ფოკუსი  გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების ურთიერთკავშირის განხილვა და სამომავლო გეგმებზე საუბარი იყო. მისი მიმდინარეობისას არაერთხელ აღინიშნა, რომ მთავრ პრობლემას კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ამოწურვად რესურებზე დამოკიდებულება წარმოადგენს და დღევანდელი ეკონომიკური მოდელი მნიშვნელოვნად არის შესაცვლელი, რადგან ის დღევანდელ პრობლემებს სათანადოდ ვერ პასუხობს. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი ნინი ხუნდაძე “კონსერვატიული მოძრაობისა” და ტელეკომპანია ალტ-ინფოს მხარდამჭერია. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის მითების დეტექტორს არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3.)

mosakhleobis zrdis shecherebaze evrokomisiis prezidentis komentari ukonteqstod vrtseldeba4 მოსახლეობის ზრდის შეჩერებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარი უკონტექსტოდ ვრცელდება

ფეისბუქის უკრაინულენოვან მომხმარებელს “Olena Gotty” მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურად შემცირების შესახებ კონსპირაცია ადრეც გაუვრცელებია.

mosakhleobis zrdis shecherebaze evrokomisiis prezidentis komentari ukonteqstod vrtseldeba5 მოსახლეობის ზრდის შეჩერებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარი უკონტექსტოდ ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ევროკომისია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist