ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

146
VIEWS

20 და 21 ოქტომბერს ქართულ (1;2;3) და რუსულენოვან (1;2;3;4) ფეისბუქ-ანგარიშებსა და გვერდებზე (1;2) ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაწვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ვიდეოში, რომელიც პოსტებს თან ახლავს, ნაჩვენებია, როგორ ესვრის 20-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, “მოლოტოვის კოქტეილს” შენობას, რომელიც ცეცხლის ალში ეხვევა.

Screenshot 2023 10 24 130041 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს  Screenshot 2023 10 24 130155 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს 

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება. კადრები, რომლებიც ვიდეომანიპულაციის ავტორებმა გამოიყენეს, 2012 წლის ნოემბერში ბაჰრეინის კუნძულ სიტრაზე გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და მომიტინგეები არა ისრაელის საელჩოს, არამედ პოლიციის განყოფილებას ესხმიან თავს. შესაბამისად, ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომის პირობებში ისრაელის საელჩოზე თავდასხმას არ ასახავს. 

ვიდეოს კადრების უკუძიების მეთოდის გამოყენებით ვიგებთ, რომ 2012 წელს ბაჰრეინელმა მომიტინგეებმა “მოლოტოვის კოქტეილები” პოლიციის შენობას ესროლეს. 2012 წლის  30 დეკემბერს YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს თანახმად, ბაჰრეინში დემონსტრანტები კუნძულ სიტრაზე, დედაქალაქ მანამას სამხრეთით პოლიციის  განყოფილებას დაესხნენ თავს. Revolution Bahrain-ის აღწერის მიხედვით, მოლოტივის კოქტეილებით პოლიციის შენობაზე თავდასხმა 2012 წლის 3 ნოემბერს მას შემდეგ მოხდა, რაც პროფესორ ჰასან მუშაიმას ჯანმრთელობის მდგომარეობა ალ-ხალიფიას ციხეში გაუარესდა.

Screenshot 2023 10 24 130310 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს 
სქრინშოტი 2012 წლის ვიდეოდან

2012 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ United Press International-ის სტატიაში ნათქვამია, რომ დაახლოებით 60-მა ნიღბიანმა ახალგაზრდამ ბაჰრეინის რამდენიმე ქალაქში დააზიანა სახელმწიფო ქონება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიტინგები და საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა. სააგენტოს ცნობით, ზოგიერთმა ახალგაზრდამ სიტრას პოლიციის განყოფილებას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უცხოურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმაც (reuters.com; leadstories.com; afp.com) გადაამოწმეს. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა reuters-ს განუცხადა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ბაჰრეინში საელჩოს წინ საპროტესტო აქციები გაიმართა, მაგრამ შენობისთვის ცეცხლი არ წაუკიდებიათ.  ასევე, მისივე თქმით, მტკიცება, რომ ვიდეო ასახავს ისრაელის საელჩოს ბაჰრეინში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ისრაელის საელჩო ბაჰრეინში 2021 წლის სექტემბერში ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ხელმოწერილი აბრაამის შეთანხმების შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით გაიხსნა. ის დედაქალაქ მანამაში ცათამბჯენ “მსოფლიო სავაჭრო ცენტრის” 29-ე სართულზე მდებარეობს.

Screenshot 2023 10 24 130318 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს 
ბაჰრეინის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (Bahrain World Trade Center)

რაც შეეხება პოლიციის შენობას, რომელსაც მომიტინგეები მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს, ის მანამას სამხრეთით, კუნძულ სიტრაზეა განთავსებული და ბაჰრეინის დედაქალაქში მდებარე ისრაელის საელჩოსთან რაიმე სახის ვიზუალური მსგავსება და ფუნქციური კავშირი არ აქვს. 

Screenshot 2023 10 24 130328 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს 
წყარო: Google Maps

2023 წლის ოქტომბერში, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის სახელმწიფომ ბაჰრეინში, იორდანიასა და მაროკოში არაბულ ქვეყნებში მომატებული პროტესტების ფონზე საელჩოების ევაკუაცია განახორციელა. 2023 წლის 13 ოქტომბერს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ისრაელის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მართლაც გაიმართა, თუმცა მონაწილეებს შენობის გადაწვა არ უცდიათ.

წყაროების შესახებ:

ზნეობის” წევრ დავით ლორთქიფანიძის მიერ მისი ფეისბუქ-ანგარიშებით (1;2) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია. გარდა ამისა, სხვადასხვა ანგარიშით ის რამდენიმე დისკრედიტაციის კამპანიაშიც იყო ჩართული

Screenshot 2023 10 24 130349 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს 

ფეისბუკ გვერდი “მესამე მსოფლიო ომი”  2016 წლის 2 აგვისტოს შეიქმნა. გვერდი ამავე სახელის მქონე ტელეგრამის არხთან არის დაკავშირებული, რომელსაც, თავის მხრივ, პროფილის ბმულში სახელი aleksandretskitishvili აქვს მითითებული.

ფეისბუკ გვერდი ანტიდასავლური,  ანტიუკრაინული და ანტისემიტური შინაარსის პოსტებს რეგულარულად ავრცელებს. გარდა ამისა, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარსულში ფაქტჩეკერების მიერ არაერთხელ არის მცდარად მონიშნული.Screenshot 2023 10 24 130401 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს 

ფეისბუკ მომხმარებელი Валентина Кушнерева ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. მისი პოსტები უცხოურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს ყალბად წარსულშიც მოუნიშნავთ

Screenshot 2023 10 24 130423 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეები ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს დაესხნენ თავს 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist