“შუბლის ძარღვ გაწყვეტილები”, “დიდ ხარ შენ უფალო”, “ნარი მანი” და სხვები რიონის მცველების წინააღმდეგ

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

72
VIEWS

23 მაისს თბილისში ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეთა დიდი ნაწილი თბილისიდან სოფელ გუმათში 26 მაისის საღამოს დაბრუნდა. ამ პერიოდის განმავლობაში აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა კომენტარი კეთდებოდა.

“მითების დეტექტორმა” დაკვირვების პროცესში გამოავლინა სახელისფულებო და სპეციალურად ნამახვანჰესის პროტესტის დისკრედიტაციისთვის შემქნილი ფეისბუქ გვერდები, ასევე ულტრამემარჯვენე აქტორები, რომლებიც პროტესტის საწინააღმდეგო სხვადასხვა შინაარსის მესიჯებს ავრცელებდნენ. ამასთანავე, აქციის საწინააღმდეგო პოსტები ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულმა 2 გვერდმაც გამოაქვეყნეს.

ხელისუფლებასთან დაკავშირებული ოპონენტების მადისკრედიტირებელი გვერდი “შუბლის ძარღვ გაწყვეტილები”, ასევე ანტილიბერალური გვერდი “ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება” და რელიგიური შინაარსის გვერდები “დიდ ხარ შენ უფალო” და “ქრისტიანთა კავშირი” რიონის მცველების საწინააღმდეგო პოსტებს ასპონსორებდნენ.

  • ოპონენტების მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ გავრცელებული ვიდეო სასწრაფო დახმარების მანქანის შესახებ

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ოპონენტების მადისკრედიტირებელი, სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდების მიერ კოორდინირებულად გავრცელდა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებმა სასწრაფოს გზა არ დაუთმეს, რის გამოც მათ მოქალაქე დაუპირისპირდათ. ვიდეოს ბოლო კადრში ჩანს, რომ სასწრაფო გადაადგილებას იწყებს და ვიდეოს ავტორი გადაღებას წყვეტს. თავდაპირველად 25 მაისს 20:48 საათზე ვიდეო ფეისბუქ გვერდმა Video Digest გაავრცელა. 6 წუთის განმავლობაში ვიდეო გამოჩნდა გვერდებზე შუბლის ძარღ გაწყყვეტილები და ტერენტი გლდანელი. 22:06 საათზე კი ვიდეო პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით 2020 წლის დეკემბერში შექმნილმა გვერდმა რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა გაავრცელა.

1
“შუბლის ძარღვ გაწყვეტილები” ოპოზიციის საწინააღმდეგო დისკრედიტაციის შემცველი პოსტების გასავრცელებლად ფეისბუქის რეკლამებს ხშირად იყენებს, 25 მაისს კი ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეების წინააღმეგ გავრცელებული ეს ვიდეოც დაასპონსორა.

2
გვერდი Video Digest აქამდე სხვადასხვა ქართული ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს ან მათ ფრაგმენტებს ვიდეოების სახით ათავსებდა, უმეტესად გვერდზე ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტები ხვდებოდა, 25 მაისს კი სასწრაფოს შესახებ მობილურით გავრცელებული კადრები გაავრცელა.

  • ვარლამ გოლეთიანის 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებული გამოსვლა და მისი ინტერპრეტეცია

24 მაისს ვარლამ გოლეთიანის განცხადებას 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გოლეთიანმა ხალხს მოუწოდა, რომ დამოუკიდებლობის დღეს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს შეერთებოდნენ და არა სადღესასწაულო აღლუმს, გოლეთიანმა აღნიშნა ისიც, რომ საპროტესტო ტალღა თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებოდა.

25 მაისს გოლეთიანმა განმარტა, რომ ღონისძიების ჩაშლას არავინ არ აპირებდა და თავის განცხადებაში სხვა რამეს გულისხმობდა.

ვარლამ გოლეთიანი, აქციის ორგანიზატორი: “ეს არ იყო ნაგულისხმევი ჩემს სიტყვებში, რასაც მოჰყვა დიდი სპეკულაცია ამ მიმართულებით, თითქოს ხელს ვუშლით ღონისძიების ჩატარებას. საუბარია იმაზე, რომ როდესაც ხელისუფალი ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს თმობს, ვის სასარგებლოდ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია და არაა ეროვნული ინტერესების გამტარი, არ ითვალისწინებს სახალხო ნებას, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს ამ ჩინოვნიკის მოსასმენად კონკრეტულად თავისუფლების მოედანზე ადამიანი.”

გოლეთიანის განცხადებას სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება და მისი ნათქვამის ინტერპრეტირება მოჰყვა. ფეისბუქ გვერდმა “ქართული გენი უკვდავია” გოლეთიანის განცხადება გიორგი კვინიტაძის შეურაცხყოფად წარმოაჩინა. გვერდმა “სიმართლის მცველები” კი 26 მაისის ჩაშლა და ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი ისეთ რადიკალურად ანტილიბერალურ ჯგუფებს დაუკავშირა, როგორებიცაა “ქართული მარში,” “ქართული მისია” და “ერი.”

3

ფეისბუქ გვერდი “ქართული გენი უკვდავია” 2020 წლის 8 იანვრიდან არსებობს და ქართველი ისტორიული ფიგურების შესახებ პოსტებს ხშირად აქვეყნებს, ისევე, როგორც პოსტებს, რომლებიც თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება. სწორედ ამ უკანასკნელი კატეგორიის პოსტებს ფეისბუქ გვერდი ხშირად ასპონსორებს. მაგალითად, ფეისბუქ გვერდის მიერ დასპონსორებულ პოსტებს შორის ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის მიერ დავიდ-გარეჯის გააყიდვას შეეხება, კიდევ ერთი პოსტი კი ბიძინა ივანიშვილისსთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭებას და ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ინტერესებისთვის მებრძოლად წარმოჩენას, რაც ამ გვერდების სახელისუფლებო აფილაციაზე მეტყველებს.

4

ფეისბუქ გვერდი “სიმართლის მცველები” კი 2021 წლის 27 აპრილს შეიქმნა და პოსტებს მხოლოდ ნამახვანჰესის საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აქვეყნებს, გვერდის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

ფეისბუქ გვერდების გარდა, გოლეთიანის 26 მაისთან დაკავშირებულ განცხადებას სახელისუფლებო ანალიტიკოსი ირაკლი ლატარიაც გამოეხმაურა, მან აღნიშნა, რომ რომ 26 მაისის ჩაშლა “ნაცებსაც” არ უკადრებიათ და აქციის მონაწილეების ეს ნაბიჯი მათ დესტრუქციულობაზე მიუთითებდა. ლატარიას ეს პოსტი მოგვიანებით მედიასაშუალება gtmedia.ge-მაც გამოაქვეყნა. ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ 26 მაისის პარალიზებას სამებაში დასვენებული გიორგი კვინიტაძე გახსენებით გამოეხმაურა და ამ დღეების განამვლობაში ერს სხვა დღის წესრიგით ცხოვრებისკენ მოუწოდა.

  • ფეისბუქ გვერდი “ქრისტიანთა კავშირი” ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების შესახებ

30 მაისს ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა იოანემ რიონის ხეობის მცველების შესახებ თქვა, რომ ისინი სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან, მან ასევე აღნიშნა, რომ თურნავას მიერ ქუთაისში შეხვედრის დატოვება “მაგიდის აყრის” მიზეზი არ უნდა გამხდარიყო, ხოლო ხელშეკრულება გადახედვას მოითხოვს.  ფეისბუქ გვერდმა “ქრისტიანთა კავშირი” მეუფე იოანეს ეს განცხადება პოსტის სახით გამოაქვეყნა.

5

გვერდი “ქრისტიანთა კავშირი” 2020 წლის 24 აგვისტოს შეიქმნა და უმეტესად ისეთი რელიგიური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს, როგორებიცაა მართლმადიდებლური დღესასწაულების მილოცვა და პატრიარქ ილია მეორეს ციტატები, თუმცა გვერდზე 5 მაისს ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის მონაწილეების მადისკრედიტირებელი პოსტები ფოტოსა და ვიდეოს სახით გამოჩნდა, ორივე მათგანი მეუფე სპირიდონის იმ ქადაგებას ეხება, რომელშიც ის რიონის ხეობის მცველებს მიმართავს და ამბობს, ისინი ამპარტავნები და “თურქებზე უარესები” არიან. გვერდს მეუფე სპირიდონის განცხადების ვიდეო დასპონსორებულიც ჰქონდა:

6

რელიგიური შინაარსის და  ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მადისკრედიტირებელი პოსტების გარდა, “ქრისტიანთა კავშირმა” გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ 27 აპრილს რურუას ფოტო გამოაქვეყნა და მისი თავისუფლება “ყველა მართლმადიდებელს” მიულოცა. გვერდს აღნიშნული პოსტი დასპონსორებული ჰქონდა, ამ დროისთვის პოსტი გვერდიდან წაშლილია.

7

  • მაკა სულაძის განცხადება და ულტრამემარჯვენე ჯგუფების გამოხმაურება

ეკლესიისა და ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მხრიდან განსაკუთრებით დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის მაკა სულაძის გამოსვლას იმის შესახებ, რომ თბილისში აქციაში მონაწილეობის დროს სხვა რელიგიის წარმომადგენლებისადმი პატივისცემის ნიშნად მან თავისი დიდი ჯვარი მოიხსნა. სულაძის ეს განცხადება ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების წარმომადგენლების გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილების მეირ სამოქალაქო აქტივისტების სალომე ბარკერისა და ზუკა ბერძენიშვილის ლგბტქ+ სამკლაურის გამო აქციიდან გაძევებას მოჰყვა.

მაკა სულაძის განცხადება ჯვრის გმობად შეაფასა სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა და აქციის მონაწილეებს ჯვრის გმობისა და “სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ “მიმღებლობითი დამოკიდებულების” გამო მონანიებისკენ მოუწოდა. მეუფე სპირიდონის ეს ქადაგება 30 მაისს ფეისბუქ გვერდმა “დიდ ხარ შენ უფალო” გამოაქვეყნა. გვერდი 2015 წლიდან მოქმედებს. ამ დროისთვის სხალთის ეპისკოპოსის ქადაგების ვიდეო ერთადერთია, რომლის გავრცელებისთვისაც ფეისბუქის რეკლამირების ფუნქცია გამოიყენეს.

2

სხალთის ეპისკოპოსის ჩანაწერი ფეისბუქ გვერდზე “მოძრაობა ძლევაი საკვირველი” შემდეგი წარწერით გამოქვეყნდა: “ჯვრის მგმობელი ლიბერასტ-ნამოხვანელების მხილება მეუფე სპირიდონის მიერ.” ფეისბუქ გვერზე განთავსებულია მაკა სულაძის განცხადებაც, რომლის აღწერაში ნათქვამია, რომ ნამოხვანელები “ულტრა-ლიბერალები” ყოფილან.

9
ფეისბუქ გვერდს მოძრაობა ძლევაი საკვირველის ჩვენს შესახებ სექციაში უწერია, რომ ის საერთაშორისო ემიგრანტულ გაერთიანებას წარმოადგენს. მოძრაობას ვებსაიტი xorumi.ge-ც ეკუთვნის.

სხალთის ეპისკოპოსის ქადაგება ასევე განთავსებულია გვერდებზე: თურქეთი ოკუპანტია და ფალავანდიშვილებთან დაკავშირებულ Zneoba.ge-ზე.

მაკა სულაძის განცხადებას ლევან ვასაძის პარტიასთან დაკავშირებული ტელევიზია “ალტ-ინფოს” ეთერში პრიმაკოვის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მაკა სულაძემ “მკრეხელური აქტი” ჩაიდინა და მას საჯარო მონანიებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი: “ის, რაც მან [მაკა სულაძემ] გააკეთა, ეს იყო ყოვლად დაუშვებელი მორწმუნისთვის, ამას მორწმუნე არ უნდა აკეთებდეს არავითარ შემთხვევაში. ეს იყო ფაქტიურად მკრეხელური აქტი და სწორედ ჩვენ მივედით დღეს იმისთვის, რომ მისთვის ძალიან მშვიდად, წყნარად შეგვეგონებინა, რო მას ეს არ უნდა გაეკეთებინა და თუ გააკეთა, კეთილი უნდა ენება და საჯაროდ უნდა გამოეხატა თავისი სინანული ამ საკითხთან დაკავშირებით.”

სულაძე გააკრიტიკეს “ალტ-ინფოს” წამყვანებმაც: შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ ხმა არ უნდა ამოიღოს მან, ვინც ჯვრის დანახვაზე შეურაცხყოფილი რჩება.

მაკა სულაძის გამოსვლა მკრეხელობად შეაფასა ფეისბუქ გვერდმა “თურქეთი ოკუპანტია,” რომელმაც ამისთვის დავით ლორთქიფანიძის პოსტი გამოიყენა.

10
გურამ ფალავანდიშვილის მიერ დაარსებული “ბავშვთა უფლებებისდაცვის საზოგადოების” ფეისბუქ გვერდზე მაკა სულაძესთან დაკავშირებით ორი პოსტი გამოქვეყნდა. პირველ მათგანში გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები წერენ, რომ პროტესტის მონაწილეები “ლგბტ აქტივისტების გულის მოსაგებად” ჯვარს გაემიჯნენ და ეს საქციელი უნდა მოინანიონ.

11

მეორე პოსტი 27 მაისს “მთის ამბების” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება. ვიდეოში მაკა სულაძე ფალავანდიშვილებს ქრისტიანობას ახსენებს და ლგბტ სამკლაურის გამო ადამიანების აქციიდან გაყრის გამო აკრიტიკებს. “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” მიერ გავრცელებული ვიდეოს აღწერაში კი მითითებულია, რომ “ლიბერალურმა მთის ამბებმა” მოვლენა მხოლოდ ფაგმენტულად გააშუქა. 13 წუთიან ვიდეოში ფალავანდიშვილები მაკა სულაძეს ქრისტიანულ პრინციპების დარღვევის გამო აკრიტიკებენ და ხაზს უსვამენ, რომ ლგბტ აქტივისტების გვერდით არ დადგებიან.

“ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოების” მიერ ორივე ეს პოსტი ფეისბუქზე დასპონსორებულია.

12

გურამ ფალავანდიშვის მხარდაჭერა გამოუცხადა ანტილიბერალმა ბლოგერმა დავით ნემსაძემ, რომელმაც პროცესები “ნაც მოძრაობის მიერ დაპროგრამებულად” შეაფასა და დაანონსა, რომ ამის დასადასტურებლად ვარლმა გოლეთიანისა და “ნაცაქტივისტის” კონსპირაციული შეხვედრის კადრებს გამოაქვეყნებდა.

13

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ხვედელიანისა და ვარლამ გოლეთიანის შეხვედრის კადრები თავდაპირველად სახელისუფლებო გამოცემა kvira.ge-მ გამოაქვეყნა, რომელიც წერდა, რომ შეხვედრა ფარული და კონსპირაციული იყო, თუმცა შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, კადრები თბილისის აქციებამდე რამდენიმე კვირით ადრე სოფელ გუმათში იყო გადაღებული და მას გოლეთიანისა და ხვედელიანის გარდა სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ, ხვედელიანი კი პირადი მხარდაჭერის გამოსაცხადებლად მივიდა.

  • ოპოზიციური გვერდები აქციის მონაწილეების შესახებ

“ნამახვან ჰესის” მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციის მიზნით მიკროფონის რუსულ წარწერას უსვამდა ხაზს ფეისბუქ გვერდი “ექვთიმე ბიძინაშვილი,” რომელიც ძირითადად “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო ფოტოებს აქვეყნებს და ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება.

14

კიდევ ერთი ოპოზიციური გვერდი “ლურჯი ვირი” ავრცელებდა ფოტოს, რომელზეც საფულე იყო ასახული, საფულეში კი  ჯვარცმის ხატი და პრეზერვატივი “სიკო” ერთდროულად ჩანდა. ტექსტში აღნიშნული იყო, რომ საფულე აქციაზე დაიკარგა.

15
“დაკარგული” საფულის ფოტო თავდაპირველად  2021 წლის აპრილში შექმნილიმა ცრუ მხარდამჭერმა გვერდმა “მხარდაჭერა რიონის მცველებს” გამოაქვეყნა. აღნიშნული გვერდი 24 მაისს “მითების დეტექტორმა ” სხვა 3 ფეისბუქ გვერდთან (სიმართლის მცველები, რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა, პატრიოტთა გაერთიანება იბერია) ერთად გამოავლინა, ოთხივე მათგანი თბილისში მიმდინარე აქციების პერიოდში “ნამახვან ჰესის” აშენების მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციას ცდილობდა. გვერდზე “მხარდაჭერა რიონის მცველებს” აღნიშნული ფოტო 23 მაისს გავრცელდა.

16

აღნიშნული ფოტო უკვე წაშლილია, ხოლო გვერდი კვლავ მხოლოდ რიონის მცველების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს. გვერდის მიერ შექმნილია იმავე სახელწოდების საჯარო ჯგუფიც.

  • ნარი მანი რიონის მცველების შესახებ

ფეისბუქ გვერდი “ნარი მანის” მიერ 23 მაისს გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟში ვარლამ გოლეთიანი იესო ქრისტეს იყო შედარებული, აღწერის მიხედვით კი გაზიარების შემთხვევაში ნამახვანჰესი აღარ აშენდებოდა. ფეისბუქ გვერდი ძირითადად გასართობი ხასიათის ფოტოებს აქვეყნებს.

17

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist