ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

349
VIEWS

25 სექტემბერს და 1 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Giorgi Giorgi-მ და Salome Shonia-მ გამოაქვეყნეს პოსტები, რომელშიც ამტკიცებენ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები რეპტილიები არიან. 1 ოქტომბერს Giorgi Giorgi-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოკოლაჟით იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ენაზე ისეთივე ღრმული აქვს, როგორიც გველს. ავტორი პოსტის აღწერაში წერს: „რეპტილიები…“ ამავე კოლაჟს აქვეყნებს და ჰილარი კლინტონს „აღიარებულ რეპტილოიდად“ მოიხსენიებს ქართულენოვანი ვებ-გვერდიც. 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში კი აღნიშნულია, რომ არსებობს დნმ-ის მოდიფიკაციით ადამიანს დამსგავსებული რასა და რაც უფრო მაღალია ადამიანში რეპტილიის გენი, მით უფრო მეტად ვლინდება ქვეწარმავლის დამახასიათებელი ნიშნები. დასტურად ავტორი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ცნობილი სახეებს გველისთვის დამახასიათებელი ნიშნები (თვალები, ყელი და ა.შ.) აქვთ.   

ჰილარი კლინტონის ფოტოკოლაჟი ვრცელდება რუსულენოვან ვებ-საიტებზეც (1;2;3;4).

Screenshot 2023 10 06 094432 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან

მტკიცება იმის შესახებ, რომ ჰილარი კლინტონი რეპტილიაა და მსგავსი ადამიანები არსებობენ, შექმულების თეორიაა. ფეისბუქ-მომხმარებელი ვიზუალურ მანიპულაციას ავრცელებს – ფოტოს ფერები ისეა შეცვლილი, რომ აღიქმება, თითქოს „ღრმული“, რომელიც რეალურად გლანდებია, ჰილარი კლინტონს ენაზე აქვს. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ზოგიერთი კადრი, რომელთა მიხედვითაც ცნობილ ადამიანებს ქვეწარმავლისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ, პროგრამულად დამუშავებულია, სახის ნაწილი შეცვლილია ან კადრი კონტექსტის გარეშეა ჩასმული. 

ჰილარი კლინტონის ფოტო

ჰილარი კლინტონის ფოტო 2016 წელს აშშ-ში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზეა გადაღებული. პრეზიდენტობის იმჟამინდელი კანდიდატი სცენაზე ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ავიდა.  

არც  ყრილობის ვიდეოსა და არც გავრცელებულ ფოტოებში არ ჩანს, რომ ჰილარი კლინტონს ენაზე გველის მსგავსი ღრმული აქვს. გავრცელებული ფოტოკოლაჟი ფოტომანიპულაციაა, რადგან კადრებში არ ფიქსირდება ის ნიშნები, რის დამტკიცებასაც ფეისბუქ-მომხმარებელი ცდილობს. რეალურ ვიდეოშიც ჩანს ჩაღრმავებები ჰილარი კლინტონის ენაზე, თუმცა კოლაჟში კადრი არის გამუქებული/გამკვეთრებული, რაც განსხვავებულ აღქმას ქმნის. დაუმუშავებელ ფოტოზე ჩანს, რომ ჰილარი კლინტონი იცინის და გველის მსგავსი „ღრმული“, როგორც ამას პოსტის ავტორი ამტკიცებს, რეალურად, გლანდებია.   

Screenshot 2023 10 06 094445 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან
მარცხნივ – ჰილარი კლინტონის დამუშავებული ფოტო; მარჯვნივ – დაუმუშავებელი ფოტო.

სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის შემცველი პოსტები ინტენსიურად ვრცელდებოდა 2016 წელს, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიისას, კანდიდატის დისკრედიტაციის მიზნით. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ კოლაჟზე გამოყენებულია ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო არჩევნების სლოგანი – I’M WITH HER. 

Screenshot 2023 10 06 094455 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან
აღსანიშნავია, რომ გარდა რეპტილიათა მსგავსებისა, ჰილარი კლინტონზე ასევე ვრცელდებოდა შეთქმულების თეორია, თითქოს ის რობოტია.   

გაყალბებული კადრები ვიდეოში

ვიდეოში, რომლითაც ფეისბუქ-მომხმარებელი ამტკიცებს, რომ ცნობილ სახეებს, მათ შორის, პოლიტიკოსებსა და მომღერლებს, რეპტილიის დნმ-ი და დამახასიათებელი ნიშნები აქვთ, კადრები პროგრამულად არის დამუშავებული. 0:44 წამზე ვიდეოში ჩანს ჩილელი პოლიტიკოსი, დედაქალაქ სანტიაგოს მერი კარლა რუბილარი, რომელსაც თვალის გუგები უღიავდება.  

Screenshot 2023 10 06 094505 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან
დამუშავებული კადრი ვიდეოდან – კარლა რუბილარი

ვიდეო ამოჭრილია CNN-ის ლაივ-ვიდეოდან, ჩილეს პრეზიდენტის, სებასტიან პინერას 2019 წლის 13 ოქტომბრის ბრიფინგიდან, როდესაც მან განაცხადა, რომ კონსტიტუციის რეფორმისთვის პლებისციტი ჩატარდებოდა. ბრიფინგზე მასთან ერთად იდგა კარლა რუბილარიც. ასევე, 8:04 წუთიან ლაივ-ვიდეოში, რომელიც პინერას ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე იძებნება, არ გვხვდება არცერთი კადრი, სადაც დედაქალაქის მერს თვალები უღიავდება, როგორც ამას გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ.   

Screenshot 2023 10 06 094519 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან
კადრი CNN-ის ლაივ-ვიდეოდან
Screenshot 2023 10 06 094526 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან
კადრი სებასტიან პინერას ლაივ-ვიდეოდან  

კარლა რუბილარის შესახებ გავრცელებული შეთქმულების თეორია Reuters-მაც გადაამოწმა

ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეოს 0:09 წამზე ამერიკელ მომღერალ ქეითი პერისაც ვხედავთ, რომელსაც ყელის ფორმა ეცვლება, ნაწილი “ებერება”, შემდეგ კი საწყის ფორმას უბრუნდება. ავტორი ამტკიცებს, რომ ეს რეპტილიისთვის დამახასიათებელი ნიშანია.  

Screenshot 2023 10 06 094533 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან

რეალურად, ქეითი პერის კადრი ვიდეოში უკონტექსტოდ არის ჩასმული. ის 2018 წლის American Idol-ის ეპიზოდიდან არის ამოჭრილი. ქეითი პერი ვიდეოში, რომელიც პროექტის ოფიციალურ Youtube-გვერდზე იძებნება, ამბობს, რომ სასაცილო “დაფარული ნიჭი” აქვს – შეუძლია, ბაყაყს დაემსგავსოს.  

Screenshot 2023 10 06 094540 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან
ქეითი პერი. წყარო: American Idol/Youtube 

0:50 წამიდან ვიდეოში ასევე ჩანს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. ავტორი წითელი ისრით მის ყელზე მიგვანიშნებს.  

Screenshot 2023 10 06 094628 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან

ვიდეო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 2023 წლის 7 თებერვლის მიმართვიდან არის ამოჭრილი. აღსანიშნავია, რომ კადრების გავრცელების შემდეგ მოქალაქეების ნაწილი ამტკიცებდა, რომ კამალა ჰარისის ნაცვლად ბაიდენის უკან სხვა ადამიანი იჯდა, რომელსაც ნიღაბი ეკეთა. კისერზე ნაოჭების გამო ნაწილი კამალა ჰარისს “რეპტილოიდად” მიიჩნევდა.  

Screenshot 2023 10 06 094634 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან
კადრი ბაიდენის მიმართვიდან. წყარო: MSNBC/Youtube 

მტკიცებები კამალა ჰარისის “რეპტილოიდობისა” და ნიღბის შესახებ Snopes-ის უცხოელმა ფაქტების ანალიტიკოსებმა გადაამოწმეს. მასალაში ვკითხულობთ, რომ ყალბია ინფორმაცია, თითქოს ჰარისის ნაცვლად პრეზიდენტის უკან სხვა ადამიანი იჯდა, რომელსაც ნიღაბი ეკეთა. ასევე, კონსპირაციის თეორიაა, თითქოს კამალა ჰარისი რეპტილიაა – კისერთან ნაკეცები გადაღების კუთხითა და ასაკის მატების გამო ნაოჭების გაჩენით არის გამოწვეული. ბაიდენის მიმართვიდან სხვა კუთხიდან გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა, რომელშიც კამალა ჰარისის კისერი ბუნებრივად გამოიყურება. 

Screenshot 2023 10 06 094648 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან
წყარო: Nathan Posner/Anadolu Agency via Getty Images

შეთქმულების თეორია “რეპტილოიდი” ადამიანების შესახებ

“რეპტილოიდების” შესახებ პოსტები ქართულ თუ უცხოურ ვებ-საიტებსა და ფეისბუქ-ანგარიშებზე არაერთხელ გავრცელებულა. შეთქმულების თეორიის ავტორებს სჯერათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეპტილიები არიან და სამყაროს ფარულად აკონტროლებენ. 

შეთქმულების თეორია განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც BBC-ის ყოფილმა სპორტულმა კორესპონდენტმა, დევიდ აიკმა 1998 წელს გამოაქვეყნა წიგნი – “უდიდესი საიდუმლო”, რომელშიც ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები რეპტილიები არიან.  

სხვა შეთქმულების თეორიების მსგავსად, “რეპტილოიდი” ადამიანების შესახებ მტკიცებები ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე მეტად პოპულარული ხდებოდა. მაგალითად, 2013 წელს Public Policy Polling-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 4%-ს – 12 მილიონ ადამიანს სჯეროდა, რომ პოლიტიკას “რეპტილია ადამიანები” აკონტროლებდნენ. ასევე, 2013 წლის მარტში Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ იმჟამინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას “რეპტილიების საიდუმლო სამსახური” ჰქონდა, 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. Youtube-მა მას მიამაგრა ნიშანი, რომელსაც Wikipedia-ში “რეპტილოიდებთან” დაკავშირებული კონსპირაციის თეორიის განმარტებაზე გადავყავართ.   

2020 წლის 25 დეკემბერს ნეშვილში, ქალაქის ცენტრში, 63 წლის ენტონი ვორნერმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. გამოძიების მიხედვით, თავის აფეთქებამდე მან მეგობრებს წერილები გაუგზავნა, რომელშიც, სხვა კონსპირაციის თეორიებთან ერთად, ამტკიცებდა, რომ სამყაროს ხვლიკი ადამიანები აკონტროლებდნენ.   

ცნობილ ადამიანებს რეპტილიებად მოიხსენიებენ ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც.  მსგავსი მტკიცებები ვრცელდებოდა გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელზეც – შეთქმულების თეორიის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ის “ხვლიკისებრი” რეპტილია ადამიანია, მისი მსგავსი ადამიანები უკვდავები არიან და “დედამიწაზე ათასწლეულებია ბატონობენ.” საინტერესოა ისიც რომ ანგელა მერკელის შესახებ აღნიშნული კონსპირაციული თეორია მასობრივად ბუნდესტაგის 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა.  

2021 წელს ქართულ ფეისბუქ-ანგარიშებზე “რეპტიოლოიდ ადამიანებთან” დაკავშირებული შეთქმულების თეორია გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზეც. ავტორი ამტკიცებდა, რომ ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრები შენიღბული რეპტილიები არიან და ინცესტი, პედოფილია, ომები, კანიბალიზმი და ერების გენოციდი მათი შემოქმედების ნაყოფია. 

შეთქმულების თეორიების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

წყაროების შესახებ 

მომხმარებელი Salome Shonia სხვადასხვა საკითხზე დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიას სისტემატურად აზიარებს. “მითების დეტექტორს” მისი პოსტები ყალბად არაერთხელ შეუფასებია

კონსპირაციის თეორიებსა და ყალბ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს ფეისბუქ-მომხმარებელი Giorgi Giorgi-ც. მის მიერ გავრცელებული პოსტები “მითების დეტექტორისა” და უცხოელი ფაქტჩეკერების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.  

Screenshot 2023 10 06 094656 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან

არქივის ბმულები (1,2)


ცისია კირვალიძე და ანა ჩუბინიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist