განაცხადა თუ არა ლელა ჯეჯელავამ, რომ წვიმაში საშვის გარეშე გამოსული ადამიანები დაჯარიმდებიან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

549
VIEWS

30 აგვისტოს ფეისბუკ-მომხმარებელმა Salome Shonia გამოაქვეყნა ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის ხელმძღვანელის, ლელა ჯეჯელავას ციტატა, რომლის მიხედვითაც საშვის გარეშე წვიმიან ამინდში გარეთ გამოსულ მოქალაქეებს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ. პოსტი გაზიარდა რამდენიმე ჯგუფშიც (აქეთ-იქეთური ამბები, არა კონტროლირებად ციფრულ ვალუტას, არა ციფრულ ვალუტას). 

ganatskhada thu ara lela jejelavam rom tsvimashi satsvimris gareshe gamosuli adamianebi dajarimdebian განაცხადა თუ არა ლელა ჯეჯელავამ, რომ წვიმაში საშვის გარეშე გამოსული ადამიანები დაჯარიმდებიან?

როგორც პოსტზე დატოვებული კომენტარებით ირკვევა, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა ინფორმაცია რეალურად აღიქვა. 

გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია, რეალურად ლელა ჯეჯელავას პოსტი სატირული შინაარსისაა და თბილისის მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიემართება. 

ლელა ჯეჯელავამ პოსტი 29 აგვისტოს, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თბილისის მერიამ ძლიერი ნალექის გამო მოქალაქეებს ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია

ჯეჯელავას პოსტი სატირული შინაარსისაა, რაც მან “მითების დეტექტორსაც” დაუდასტურა.

“წარმოუდგენელი ვითარებაა, როდესაც ადამიანებისთვის უკვე სულ ერთია, აგრესიის მსხვერპლად ვის ამოირჩევენ. ეს არის წაკითხულის გააზრების პრობლემა და უნაპირო სიძულვილი. ადამიანების ნაწილმა პოსტის გააზრება ვერ შეძლო და ვერ მიხვდა, რა იგულისხმებოდა. მიიღეს, რომ ეს არის კლიმატური ლოქდაუნისთვის საფუძველის მომზადება”. – აღნიშნა ლელა ჯეჯელავამ “მითების დეტექტორთან” სატელეფონო კომენტარში.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ-მომხმარებელმა გაავრცელა სქრინი ონლაინ მედია Newposts-ის მასალიდან, თუმცა მოჭრა ნაწილი, რომელშიც ლელა ჯეჯელავას სრული ციტატა ჩანდა. სრულ პოსტში ის წერს: 

“ამიერიდან ყოველი წვიმის დროს ქალაქის მერია გასცემს ქუჩაში გამოსვლისათვის სპეციალურ საშვებს . საშვის გარეშე წვიმიან ამინდში გარეთ გამოსულ მოქალაქეებს დაეკისრებათ ადმინისტრაციული ჯარიმა. უსაფრთხოებაც დაცული იქნება და და ბიუჯეტიც შეივსება, მააშ!”.  

წყაროს შესახებ: 

მომხმარებელი Salome Shonia სხვადასხვა საკითხზე დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიას სისტემატურად აზიარებს. “მითების დეტექტორს” მისი პოსტები ყალბად არაერთხელ შეუფასებია.

ganatskhada thu ara lela jejelavam rom tsvimashi satsvimris gareshe gamosuli adamianebi dajarimdebian1234 განაცხადა თუ არა ლელა ჯეჯელავამ, რომ წვიმაში საშვის გარეშე გამოსული ადამიანები დაჯარიმდებიან?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist