დეზინფორმაცია, თითქოს NASA-მ აღიარა, რომ დედამიწას დისკის ფორმა აქვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

150
VIEWS

2023 წლის 24 ოქტომბერს, Facebook მომხმარებელმა “Salome Shonia,” რომელიც დეზინფორმაციის რეგულარული გამავრცელებელია, აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მისიის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. მომხმარებლის პოსტის თანახმად, NASA-ს მიერ გამოაქვეყნებული Artemis 1-ის მთვარეზე გაშვების პირდაპირი ტრანსლაცია აჩვენებს, რომ დედამიწას რეალურად დისკის ფორმა აქვს.  ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ NASA-მ შეცდომა მალევე გააანალიზა და კადრები მოჭრა. ავტორი დამატებით სვამს კითხვას, როგორ შეიძლება აიხსნას ფაქტი, რომ რკალისებრ სხეულზე ყველა წერტილი ერთ დონეზე იმყოფება და ამტკიცებს, რომ დედამიწის სფერულობის შემთხვევაში, ყველა მდინარე ერთი მიმართულებით უნდა მოძრაობდეს და ერთმანეთს არ უნდა კვეთდეს. 

აღსანიშნავია, რომ NASA-ს მისია თავდაპირველ პოსტში იყო მოხსენიებული, თუმცა მოგვიანებით ავტორმა პოსტი დაარედაქტირა, რომელშიც Artemis 1-ს აღარ ახსენებს, თუმცა მტკიცებას დედამიწის სიბრტყესთან დაკავშირებით, უცვლელად ტოვებს.

prtqheli dedamitsa დეზინფორმაცია, თითქოს NASA-მ აღიარა, რომ დედამიწას დისკის ფორმა აქვს

მტკიცება, თითქოს დედამიწას სფეროს ნაცვლად დისკის ფორმა აქვს, დეზინფორმაციაა, რაც არაერთი საერთაშორისო დაკვირვებითა და გამოთვლით დასტურდება. NASA-ს მიერ გამოქვეყნებული Artemis 1-ის ვიდეოკადრები საწინააღმდეგოს არ ამტკიცებს. რაც შეეხება მტკიცებებს ობიექტების ზღვის დონეზე განლაგებასა და მდინარეების დინების მიმართულების შესახებ, ისინი მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს არ შეესაბამება. 

პოსტზე დართულ ფოტო და  ვიდეო მასალებში დედამიწა ბრტყელ დისკს წააგავს, რაც დედამიწის ფართოდ დამკვიდრებული ვიზუალისგან განსხვავდება. თუმცა, მოცემული ვიზუალი დიდწილად სურათის  გადაღების კუთხესა და სინათლის დაცემის მიმართულებას უკავშირდება. NASA-ს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ვიდეოკლიპში კარგად ჩანს, რომ  დედამიწას არა დისკის, არამედ სფეროსებური ფორმა აქვს.

prtqheli dedamitsa 1 დეზინფორმაცია, თითქოს NASA-მ აღიარა, რომ დედამიწას დისკის ფორმა აქვს

გარდა ამისა, ფეისბუქზე NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩართვაში ხარვეზები კონსპირაციას არ უკავშირდება. რეალურად, NASA-ს რეალურ დროში მისიის მხოლოდ იმ კადრების ჩვენება შეეძლო, რის საშუალებასაც ინტერნეტ კავშირი იძლეოდა. სიგნალის დაკარგვის ან ინტერნეტის მისიის აქტივობებისთვის საჭიროების შემთხვევაში, მაყურებლებს Artemis-ის ლოგოს ან ყველაზე ბოლოს მოპოვებულ კარგი ხარისხის კადრებს აჩვენებდნენ.

Artemis 1-ის მისიის სურათების გარდა, პოსტი ასევე ამტკიცებს, რომ დედამიწის სფერულობის შეთხვევაში წყლის 70% ერთ დონეზე ვერ იქნება. რეალურად, National Geographic Society-ის თანახმად, ზღვის დონე დედამიწაზე სიმაღლისა და სიღრმის საზომი საბაზისო ნიშნულია. სინამდვილეში, ზღვა ერთ დონეზე  არ არის – ქარები, დინებები, მდინარის გამონადენი და გრავიტაციისა და ტემპერატურის ცვალებადობა გავლენას ახდენს ზღვის ზედაპირზე. აქედან გამომდინარე, ზღვის დონე მიმდებარე ხმელეთთან მიმართებაში იზომება, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

ანალოგიურად, პოსტში ნათქვამია, რომ თუ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს, ყველა მდინარე ერთი მიმართულებით უნდა მოძრაობდეს და ერთმანეთს არ უნდა კვეთდეს, რადგან სიმაღლე მხოლოდ ბრტყელი ზედაპირის არსებობის შემთხვევაშია მნიშვნელოვანი. თუმცა, მდინარეების დინების მიმართულებას დედამიწის მიზიდულობა განსაზღვრავს. წყალი დაღმართზე უმაღლესი წერტილიდან ყველაზე დაბალ წერტილამდე მინიმალური წინააღმდეგობის მარშრუტით მიედინება. აქედან გამომდინარე, სიმაღლეს მდინარის დინების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ეს ასევე ნიშნავს, რომ თუკი ჩავთვლით, რომ დედამიწას ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები აქვს, ზოგიერთი მდინარე, მათ შორის ნილოსი, მიედინება იმ მიმართულებით, რომელიც ალოგიკურია, ვინაიდან, ამ ლოგიკით, ყველა მდინარე “ქვემოთ,” სამხრეთისკენ უნდა მიედინებოდეს. თუმცა, სინამდვილეში, კარდინალური მიმართულებები ადამიანის გამოგონილია. (thenines.com) სივრცეში არ არსებობს ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი ან დასავლეთი. იმის გამო, რომ ნილოსი სათავეს იღებს ეგვიპტის სამხრეთში, რეგიონში, რომელიც ჩრდილოეთ ეგვიპტეზე უფრო მაღალ წერტილში მდებარეობს, წყალი მიედინება ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით.

წყაროს შესახებ

Facebook მომხმარებელი “Salome Shonia”  რეგულარულად აზიარებს დეზინფორმაციებსა და კონსპირაციებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ვაქცინებზე. მისი პოსტები არაერთხელ ყოფილა ყალბად შეფასებული.

prtqheli dedamitsa 2 დეზინფორმაცია, თითქოს NASA-მ აღიარა, რომ დედამიწას დისკის ფორმა აქვს


ალექსანდრა კუენინგი

ერასმუს CEERES პროგრამის სტუდენტი, მითების დეტექტორის სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist