JEWkraine თუ YOUkraine – სოციალურ ქსელში დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

331
VIEWS

10 ივლისს ფეისბუქ მომხმარებლებმა დათო სალუქვაძე და Salome Shonia უკრაინის შესახებ პოსტები გამოაქვეყნეს. პოსტებს თან იდენტური ფოტოები ერთვის. ფოტოებზე წარწერის JEWkraine სკულპტურა ჩანს, რაშიც “ებრაულ უკრაინა” იგულისხმება. დათო სალუქვაძის აღწერის მიხედვით, “ყველაფერს ფარდა აეხადა ბოლომდე” და “უკრაინა ებრაელების საკუთრებაა!” Salome Shonia-ს მიხედვით, ეს “ებრაელი, ხაზარი ერის” მუშაობის შედეგია და უკრაინაში “ზეციური იერუსალიმის” შექმნა იგეგმება. 

Screenshot 5 2 JEWkraine თუ YOUkraine - სოციალურ ქსელში დამუშავებული ფოტო ვრცელდება

გავრცელებული ფოტო პროგრამულად დამუშავებულია. რეალურად, ფოტოზე არა JEWkraine, არამედ YOUkraine-ის წარწერაა აღბეჭდილი. (tallahasseetimes.com) ორიგინალი ფოტო კიევში 2022 წლის მაისში ნენსი პელოსის ვიზიტის დროსა პრეზიდენტის ოფისის ტერიტორიაზეა გადაღებული, ხოლო წარწერის YOUkraine სკულპტურა ამ ადგილას 2021 წლიდანაა განთავსებული.

ფოტოს ორიგინალი ვერსია პირველ მაისს აშშ-ს წარმომადგენელთან პალატის სპიკერის ნენსი პელოსის კიევში ვიზიტის დროსაა გადაღებული. ფოტოზე პელოსი და პალატის სხვა წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან მდებარე წარწერა YOUkraine-სთან დგანან. 

Screenshot 6 2 JEWkraine თუ YOUkraine - სოციალურ ქსელში დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ფოტო პირველად წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯეისონ ქროუმ ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა.  თავის პოსტში ქროუ უკრაინის მხარდაჭრაზე საუბრობდა. 

პრეზიდენტის ოფისთან YOUkraine-ის წარწერის არსებობას ამ ადგილის გეოლოკაციით დათვალიერების შედეგად ნანახი 2021 წლის Google Maps-ის გამოსახულებაც ადასტურებს. 

Screenshot 7 2 JEWkraine თუ YOUkraine - სოციალურ ქსელში დამუშავებული ფოტო ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ სკულპტურა YOUkraine-30 კიევში პრეზიდენტის ოფისთან 2021 წლის აპრილში უკრაინის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გაიხსნა. 

Screenshot 8 2 JEWkraine თუ YOUkraine - სოციალურ ქსელში დამუშავებული ფოტო ვრცელდება

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკრაინასთან დაკავშირებული ანტისემიტური დეზინფორმაციები და კონსპირაციის თეორიები აქტიურად ვრცელდება. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist