“სამყარო სამყარო” და “ანტიეკუმენისტი კატო” ამტკიცებენ, რომ ანგელა მერკელი რეპტილიაა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

478
VIEWS

2 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Inga Chokheli ვიდეო გამოაქვეყნა. შენელებულ კადრებში გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის სახე ჩანს, თვალების დახამხამების დროს მერკელი უცნაურად და არაბუნებრივად გამოიყურება. კომენტარებში ფეისბუქ მომხმარებლები “ანტიეკუმენისტი კატო” და “სულიერი სამყარო” განმარტავენ, რომ მერკელი “ხვლიკისებრი” რეპტილია ადამიანია, ის და მისნაირები უკვდავები არიან და “დედამიწაზე ათასწლეულებია ბატონობენ.”
"
მტკიცება იმის შესახებ, რომ ანგელა მერკელი რეპტილიაა, შეთქმულების თეორიაა. რეალურად, ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ კადრი რამდენჯერმე ჭედავს და გაორების მსგავსი ეფექტი ანგელა მერკელის თვალების გარდა კადრის სხვა ნაწილებშიც ჩნდება. 

ანგელა მერკელის ვიდეო 2016 წლის პირველ ივნისს შვეიცარიაში გოთარდის სარკინიგზო გვირაბის გახსნაზეა გადაღებული. კადრი  ტელეკომპანია tagesshau-ს სიუჟეტიდანაა ამოჭრილი.

"
ანგელა მერკელის ინტერვიუ მიწისქვეშ მოძრავ მატარებელშია ჩაწერილი. კადრები რამდენიმე წამის განმავლობაში მართლაც ჭედავს, რაც ანგელა მერკელის თვალებზე აისახება და ხამხამისას არაბუნებრივ, გაორებულ შეხედულებას ანიჭებს, თუმცა სრულ კადრში ჩანს, რომ გაჭედვის დროს ამგვარი გაორებული ეფექტი ანგელა მერკელის ხელსა და ჟურნალისტის მხარზეც აისახება.

"
კონსპირაციული მტკიცებები იმის შესახებ, რომ ანგელა მერკელი რეპტილიაა ამ ვიდეოს გამოყენებით 2016 წლიდან ვრცელდება, ამ შინაარსის ვიდეოებში მერკელის მხოლოდ სახეა მოჭრილი და სრული კადრი არ ჩანს.

"
ანგელა მერკელის რეპტილიობის დამადასტურებელ მტკიცებულებად 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გერმანიის ჰიმნის მოსმენისას კანკალსაც ასახელებდნენ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კანცლერს გარკვეული დროის განმავლობაში წყალი არ ჰქონდა დალეული, სამი ჭიქის მიღების შემდეგ კი თავს კარგად გრძნობდა.

"
ფოტოები: Conspiracytheories.in

ანგელა მერკელის რეპტიოლიობის შესახებ კონსპირაციული მტკიცებები გერმანელმა პროგრამისტმა ბუნდესტაგის 2017 წლის  არჩევნების წინ შექმნილ სახალისო ვიდეოთამაშში Bunders Fighter II-ში გამოიყენა, სადაც მერკელი რეპტილიის სახითაა წარმოდგენილი.

"
შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ დედამიწას რეპტილოიდური უცხოპლანეტელები მართავენ და მსოფლიო ლიდერები ადამიანის ფორმით შენიღბული რეპტილიები არიან,  1998 წლიდან ვრცელდება. შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიხედვით, რეპტილიების რიგებს ელიზაბეტ II, ილონ მასკი, ბარაკ ობამა და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი განეკუთვნება.  ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის”  მასალები:

“მითების დეტექტორმა” გოტჰარდის სარკინიგზო გვირაბის გახსნასთან დაყავშირებული ყალბი და კონსპირაციული ცნობები ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist