უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

133
VIEWS

2 თებერვალს ანონიმურმა ფეისბუქ-პროფილმა Apolitical Page გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაჰყავთ ტახტზე მჯდომი სასულიერო პირი ეკლესიაში ხელით. “მართლმადიდებლობა უკრაინაში” – წერს პოსტის ავტორი.  

papi1 უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

Apolitical Page-ი ვიდეომანიპულაციას ავრცელებს. რეალურად, კადრები გადაღებულია არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ პალმარიულ კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც ესპანეთში დაარსებულ კულტს წარმოადგენს.   

ვიდეო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არაა გადაღებული. კადრები სოციალურ ქსელში 2023 წლის ზაფხულში ვრცელდებოდა და ესპანეთში არსებულ პალმარიულ ეკლესიას ასახავს, რომელიც ესპანეთში დაარსებული კულტია. ამავე ეკლესიის წარმომადგენელ მამა ბრაულიო მარიას ვიდეო საკუთარ ოფიციალურ ინსტაგრამ-გვერდზე 2023 წლის 6 ივნისს აქვს გამოქვეყნებული. პოსტის აღწერის მიხედვით, კადრებზე ასახულია “მისი უწმინდესობა პაპი პეტრე III” ესპანეთში, სევილიაში. 

papi2 უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ვიდეოები, რომლებშიც ტახტზე მჯდომი სასულიერო პირი ხელით დაჰყავთ, ეკლესიის ფეისბუქ-გვერდზეც ვრცელდება.    

La Iglesia de El Palmar de Troya სევილიაში 1974 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც სკოლის 4 მოსწავლე ამტკიცებდა, რომ მათ წმინდა მარიამი გამოეცხადათ. კულტმა პაპი პავლე VI წამებულად მიიჩნია, ხოლო მისი შემდგომი პაპები განკვეთა. ისინი რომის კათოლიკურ ეკლესიას 1978 წელს გამოეყვნენ (1;2) და საკუთარ პაპებს ირჩევენ. 

აღსანიშნავია, რომ კულტი წმინდანებად მიიჩნევს ადოლფ ჰიტლერსა და ფრანსისკო ფრანკოს. პალმარიული ეკლესიის დაფინანსების წყაროებსა და საეჭვო რეპუტაციაზე ესპანურ მედიასთან ყოფილმა “პაპმა”, გრეგორიო XVIII-მ  ისაუბრა. ყოფილი სასულიერო პირი, ჰინეს ხესუს ერნანდესი, რომელიც ეკლესიიდან წამოვიდა, დაქორწინდა და ამჟამად სიერა ნევადაში ცხოვრობს, ყვება, რომ ორგანიზაცია ფარულ გარიგებებს აწარმოებს და გადასახადებს თავს არიდებს. “ყველაფერი დადგმულია, განსაკუთრებით, ფინანსური მიმართულებით” – ამბობს ის კულტის 32 წლის განმავლობაში წევრობის შემდეგ და ამატებს, რომ ეკლესია წმინდა მარიამის სასწაულს “წინ იფარებს”. ყოფილი “პაპი” ასევე ამბობს, რომ რელიგიური კულტი ბავშვებსა და მოზარდებს “ტვინს ურეცხავს” მანიპულაციური რელიგიური ტექსტებით, განსაკუთრებით, ანტიქრისტეს მოსვლის წინასწარმეტყველებით. თუმცა, ულტრაკონსერვატიული რელიგიური მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფულია, ხოლო გადასახადებისგან თავის არიდება სასულიერო პირების სტანდარტული პრაქტიკა. ყოფილმა პაპმა, რომელიც 2 მილიონისა და “პაპმობილის” (BMW X6) მოპარვას უარყოფს, ეკლესიის დატოვების შემდეგ თან წაიღო დოკუმენტები, რომელთა გასაჯაროვებითაც იმუქრებოდა.  

ამ დროისთვის ეკლესიის მიერ გამოცხადებული პაპი პეტრე III, იგივე მარკუს იოზეფ ოდერმატია – სასულიერო პირი, რომელიც ვიდეოშია ასახული. მას შემდეგ, რაც კულტმა “პაპად” ის აირჩია, წესები გამკაცრდა – მაგალითად, მან მრევლს აუკრძალა კინოში სიარული და მოკლემკლავიანი მაისურების ჩაცმა. სასულიერო პირმა ეკლესიიდან მრავალი ადამიანი განკვეთა და ამბობს, რომ “ინტერნეტს, ისევე, როგორც კომუნიკაციის ყველა სხვა საშუალებას, მართავენ მასონები”.  

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორის” წარსულშიც აქვს გადამოწმებული. ყალბი მტკიცებების მიხედვით, ეკლესიიდან “რუსი სასულიერო პირების გაყრის შემდეგ” მართლმადიდებლურ ტაძრებში ქრისტიანული ტრადიციებისა და სულიერების საწინააღმდეგოდ იქცევიან. ვრცლად იხილეთ:   

წყაროს შესახებ: 

ანონიმური ფეისბუქ პროფილი Apolitical Page ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” ყალბ ინფორმაციად წარსულშიც აქვს მონიშნული.  

tsqharo1 უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist