ცრუ მედია თენგო გოგოტიშვილის ციტატას მტკიცებულების გარეშე აქვეყნებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

190
VIEWS

11 ივლისს ფეისბუქ გვერდმა Newsagency.ge-მ 10 ივლისს რაგბიში იტალიასთან საქართველოს გამარჯვების შესახებ მთავარი არხის ჟურნალისტის თენგო გოგოტიშვილის ციტატა გამოაქვენა: “ეგეთი რა მოიგეთ, ასე გიჟებივით რომ აღნიშნავთ? როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში ლპება, უნამუსობაა იტალიასთან გამარჯვება გიხაროდეთ. უკვე აღარ მაქვს იმედი, რომ რამე გამოვა… თქვენი შემხვედვარე გავტყდი.” აღწერის მიხედვით, გოგოტიშვილმა აღნიშნული სტატუსი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაშალა. Newsagency.ge-ს პოსტის სქრინი 11 ივლისს 5 წუთიანი შუალედით ფეისბუქ ანგარიშმა “ტერენტი გლდანელი” გამოაქვეყნა.

Screenshot 1 ცრუ მედია თენგო გოგოტიშვილის ციტატას მტკიცებულების გარეშე აქვეყნებს

თენგიზ გოგოტიშვილის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშეა და ცრუ საინფორმაციო გამოცემას ეყრდნობა. ფეისბუქ გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტები ჟურნალისტის სტატუსის არსებობის დამადასტურებელ სქრინებს არ შეიცავს. თავად გოგოტიშვილმა “მითების დეტექტორთან” კომენტარში საქართველოს სარაგბო ნაკრების გამარჯვების შესახებ პოსტის გამოქვეყნების ფაქტი უარყო. 

თენგიზ გოგოტიშვილის ფეისბუქ ანგარიშზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. 

აღნიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდებმა Newsagency.ge და ტერენტი გლდანელი გოგოტიშვიილს სტატუსის შესახებ პოსტები კოორდინირებულად 5 წუთიანი შუალედით გამოაქვეყნეს, თუმცა არცერთ მათგანს ჟურნალისტის პოსტის სქრინი არ გაუვრცელებია და მხოლოდ ფეისბუქ გვერდ  Newsagency.ge-ს მიერ მომზადებული ქარდი გამოაქვეყნა, რომელზეც ჟურნალისტის ფოტო და მისი ციტატაა გამოსახული. ორი სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშის მიერ იდენტური შინაარსის მასალის სინქრონული და იდენტური ვიზუალით გავრცელება, სათანადო მტკიცებულებების გარეშე (პოსტის სქრინი) მათ კოორდინირებულ მოქმედებაზე მეტყველებს.

“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის დამატებით თენგო გოგოტიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი შინაარსის პოსტი არც გამოუქვეყნებია. 

საინტერესოა ისიც, რომ Newsagency.ge მედიასაშუალებად პოზიციონირებს.

Screenshot 2 ცრუ მედია თენგო გოგოტიშვილის ციტატას მტკიცებულების გარეშე აქვეყნებს

ფეისბუქ გვერდის სახელწოდებად კი ვებ-გვერდის სახელია გამოყენებული. თუმცა თავად ფეისბუქზე გვერდის შესახებ განყოფილებაზე მედიასაშუალების URL მისამართი მითითებული არ არის. გვერდი 2021 წლის 21 სექტემბერში, ადგილობრივ არჩევნებამდე შეიქმნა. 

Screenshot 3 1 ცრუ მედია თენგო გოგოტიშვილის ციტატას მტკიცებულების გარეშე აქვეყნებს

დომეინი Newsagency.ge სწორედ ამ დროს 2021 წლის 17 სექტემბერს გააქტიურდა. თუმცა ამჟამად ეს დომეინი გათიშულია. 

Screenshot 4 2 ცრუ მედია თენგო გოგოტიშვილის ციტატას მტკიცებულების გარეშე აქვეყნებს

“მითების დეტექტორმა”  Newsagency.ge-ის მიერ ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით გამოქვეყნებული დეზინფორმაციები არა ერთხელ გადაამოწმა. ვრცლად გვერდისა და მის მიერ გამოქვეყნებული სხვა ყალბი პოსტების შესახებ იხილეთ:

რაც შეეხება “ტერენტი გლდანელს,” წარსულში ამ სახელწოდებისა და ვიზუალის ფეისბუქ გვერდი ფუნქციონირებდა, თუმცა მოგვიანებით ფეისბუქ ანგარიში შეიქმნა. აღნიშნული გვერდი “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში მოხვდა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist