სოციალურ ქსელში მეფე ჩარლზ III-ის AI-ის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.5k
VIEWS

ფეისბუქკზე აქტიურად გავრცელდა მეფე ჩარლზ III-ის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, რომელზეც ჩარლზ III ვარდისფერ პიჯაკსა და შორტებში გამოწყობილი ნაყინს ჭამს. ფოტო საკმაოდ რეალისტურია და ერთი შეხედვით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნამდვილია.

Screenshot 2023 08 15 133843 სოციალურ ქსელში მეფე ჩარლზ III-ის AI-ის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

სინამდვილეში ეს და სხვა რამდენიმე მსგავსი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო შოტლანდიელმა არტისტმა Hey Reilly სოციალურ მედიაში თავის ინსტაგრამ და ფეისბუკ გვერდებზე 17 ივნისს გამოაქვეყნა.

Screenshot 2023 08 15 133453 სოციალურ ქსელში მეფე ჩარლზ III-ის AI-ის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

Hey Reilly-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ფოტოები ვირუსულად აქამდეც გავრცელებულა. ჩარლზ III-ის კორონაციის თემაზე არტისტის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილმა ფოტოებმა კი მაისში The Times-ზეც გამოქვეყნდა.  გამოცემასთან საუბარში არტისტმა აღნიშნა, რომ მისი ნამუშევრები სატირული შინაარსისაა და ძირითადად გასართობად იქმნება. ფოტოების შესაქმნელად Hey Reilly ძირითადად ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო Midjourney-ის იყენებს. მის ნამუშევრებში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ხშირად ფიგურირებენ. გარდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოებისა, Hey Reilly სოციალურ მედიაში სხვადასხვა სახით ვიზუალურად დამუშავებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

Screenshot 2023 08 15 133507 სოციალურ ქსელში მეფე ჩარლზ III-ის AI-ის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

დეტალები ჩარლზ III-ის ფოტოდან, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ ფოტო ნამდვილი არ არის

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები სულ უფრო რეალისტური ხდება. თუმცა ჩარლზ III-ის გავრცელებულ ფოტოზე ყურადღებით დაკვირვებისას ისეთი დეტალების შემჩნევაა შესაძლებელი, რომლებიც მიგვახვედრებს, რომ ფოტო ნამდვილი არ არის.

მაგალითად, სახეზე სათვალის ჩრდილი მზის შუქის დაცემის მიმართულებასთან შეუსაბამოა, ასევე სათვალის ყური ნაწილობრივ გაუჩინარებულია.

Screenshot 2023 08 15 133512 სოციალურ ქსელში მეფე ჩარლზ III-ის AI-ის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

სურათის ფონზე ასახული ადამიანების სხეულის ფორმები არაბუნებრივია, ამასთანავე ერთ-ერთის ტანისამოსი რეალურად ზღვის იდენტურია.

Screenshot 2023 08 15 133519 სოციალურ ქსელში მეფე ჩარლზ III-ის AI-ის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

ასევე მეფე ჩარლზის ფეხებზე კანი არაბუნებრივად გლუვია.

Screenshot 2023 08 15 133524 სოციალურ ქსელში მეფე ჩარლზ III-ის AI-ის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

“მითების დეტეტქორმა” ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული არაერთი ფოტო გადაამოწმა. უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ მსგავსი ფოტოები იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist