რა ვიცით სომხეთში სამხედრო მანქანების გადაადგილების ამსახველ კადრებზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

127
VIEWS

30-31 მარტს რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე (1,2,3,4), ასევე X-სა (1,2,3) და ფეისბუქზე (1,2,3,4) გავრცელდა კადრები, რომლებიც სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ასახავს. თანდართული აღწერის მიხედვით, კადრებში სომხური სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაა ნაჩვენები აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით. ზოგიერთ პოსტში ვხვდებით მტკიცებას, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მსგავსი აქტივობა გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ შეინიშნებოდა და რომ ამ ქმედებით სომხეთი ახალ პროვოკაციას ამზადებს. ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიში სომხეთის მოქმედებას პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სამმხრივ შეხვედრას უკავშირებს.  

somkheth azerbaijani 1 რა ვიცით სომხეთში სამხედრო მანქანების გადაადგილების ამსახველ კადრებზე?

“მითების დეტექტორმა” მანქანების გადაადგილების გეოლოკაციას მიაკვლია, თუმცა უცნობია ზუსტად როდის არის ვიდეო გადაღებული. სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ 31 მარტს უჩვეულო სამხედრო გადაადგილება არ გამოვლენილა.

აზერბაიჯანის პოზიცია

31 მარტს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ინტენსიური გადაადგილება და ცოცხალი ძალების, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის კონტენტრაცია შეინიშნება. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე “რევანშისტული ძალების გააქტიურება” შეინიშნება, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან და რომ ნებისმიერ პროვოკაციას სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის არმია უპასუხოდ არ დატოვებს.

სომხეთის პოზიცია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო განცხადება ამავე დღეს გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფოტოები სომხეთის არმიაში ახლადმიღებული მძღოლების წრთვნის ნაწილია. 

დამატებით, სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ოპერაციულ მდგომარეობას სტაბილურად მიიჩნევს და  საზღვრის დასაცავად დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ვერ ხედავს

გავრცელებული კადრები

გავრცელებული კადრები რამდენიმე ვიდეოს აერთიანებს. 30 მარტამდე  ღია წყაროებში არც ერთი მათგანი არ იძებნება. ერთ-ერთ ვიდეოში ჯავშანტექნიკის გზაჯვარედინზე გადაადგილებას ვხედავთ. გეოლოკაციის გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ კადრები სომხეთში, არარატის პროვინციის სოფელ ერასხშია გადაღებული. 

somkheth azerbaijani1 რა ვიცით სომხეთში სამხედრო მანქანების გადაადგილების ამსახველ კადრებზე?
კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან
somkheth azerbaijani2 რა ვიცით სომხეთში სამხედრო მანქანების გადაადგილების ამსახველ კადრებზე?
ფოტო Google Maps-ის ქუჩის ხედის ხელსაწყოს გამოყენებით

ამ ადგილის ვიზუალური მატერიალი, რომელსაც Google Maps-ი გვაწვდის ბოლოს 2018 წელს განახლდა, შესაბამისად გარემო საკმაოდ შეცვლილია და გზაჯვარედინის გარშემო ბევრად მეტი შენობაა, თუმცა, რამდენიმე დეტალი უცვლელია, მათ შორის, მაღაზია (წითელი ფერით), ღობე გზის გასწვრივ (ყვითელი ფერით) და ბენზინგასამართი სადგური (მწვანე ფერით). დამატებით, იდენტურია მაღაზიის გვერდით მდებარე სამსართულიანი შენობაც. 

ვიდეოს ერთ ნაწილში ვხედავთ, როგორ გადაადგილდებიან მანქანები ჩრდილო-დასავლეთიდან ერასხის მიმართულებით და გზაჯვარედინიდან გზას ჩრდილო-აღმოსავლეთით აგრძელებენ. 

somkheth azerbaijani3 რა ვიცით სომხეთში სამხედრო მანქანების გადაადგილების ამსახველ კადრებზე?

ვიდეოს სხვა ნაწილში კი ჩანს, რომ მანქანები ღამის საათებში საპირისპირო გზას გადიან, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ისინი ამავე დღეს უკან ბრუნდებიან.

somkheth azerbaijani4 რა ვიცით სომხეთში სამხედრო მანქანების გადაადგილების ამსახველ კადრებზე?
კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან

სოფელი ერასხი აზერბაიჯანს ესაზღვრება, თუმცა გავრცელებული კადრებიდან შეუძლებელია იმის დადგენა თუ საიდან დაიწყო ჯავშანტექნიკამ მოძრაობა და სად იყო მისი დანიშნულების ადგილი, ასევე, არ არსებობს მყარი დამადასტურებელი საბუთი, რომ ვიდეოები სწორედ მარტის ბოლოსაა გადაღებული. 

სადამკვირვებლო მისიის განცხადება

გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სომხეთში ევროკავშირის მისიამ საკუთარ X-ის (წარსულში “ტვიტერი”) გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ 31 მარტს საზღვრის მონიტორინგის შედეგად უჩვეულო სამხედრო გადაადგილება არ გამოვლინდა. 

somkheth azerbaijani5 რა ვიცით სომხეთში სამხედრო მანქანების გადაადგილების ამსახველ კადრებზე?

რაც შეეხება ფაშინიანის შეხვედრას ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ენტონი ბლინკენთან, ის 5 აპრილს ბრიუსელში იგეგმება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, აღნიშნული შეხვედრა ბლინკენის საფრანგეთსა და ბელგიაში ვიზიტის ფარგლებშია დაგეგმილი და განხილვის საგანი სომხეთის ეკონომიკური მედეგობას, სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირების მცდელობასა და ჰუმანიტარულ საჭიროებებს შეეხება

არქივი: 1, 2, 3, 4

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist