რუსეთის მედიის 5 მითი ნოტრ დამის ხანძარზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5 miTs share
244
VIEWS

2019 წლის 15 აპრილს პარიზის ნორტ-დამის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ მსოფლიო მედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაციის თეორია გავრცელდა, რომლის მთავარ წყაროს Eu vs. Disinfo-ს მიერ მომზადებული მასალის თანახმად, რუსული მედია საშუალებები იყვნენ.

tsharigradi

მითი 1. “Нотр-Дам наш”  (ნოტრ-დამი ჩვენია)

რუსულმა ონლაინ-გამოცემა tsargrad.tv-მ რუსი პოლიტოლოგის მიხაილ დელიაგინის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.  დელიაგინი განმარტავს, რატომ ეკუთვნის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რუსეთს (‘Нотр-Дам наш’) და არა საფრანგეთს.

“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჩვენ გვეკუთვნის, როგორც არამხოლოდ კაცობრიობის ნაწილს, არამედ როგორც ევროპული ღირებულებების მატარებლებს, ვინაიდან ევროპელებმა, მათ შორის ფრანგებმა, ამ ღირებულებებს ზურგი აქციეს და ისინი გაყიდეს. გაყიდეს იაფად”, – აცხადებს რუსი პოლიტოლოგი.

მითი 2. რამშტაინის ახალ ვიდეოკლიპში ხანძრის “წინასწარმეტყველება” ჩანს

ონლაინ გამოცემა vz.ru-ს სტატია, სათაურით “რამშტაინის  სკანდალურ კლიპში ნოტრ-დამ-დე პარის ხანძრის წინასწარმეტყველება აღმოაჩინეს”  მკითხველებს რუსი პოლიტოლოგის ალექსანდრ ვასილიევის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟს აცნობს. ვასილიევის ფოტოკოლაჟის ზედა ფოტოზე პარიზის ღვთისმშობლის დამწვარი ტაძარია გამოსახული, რომელშიც ჩაფხუტიანი მეხანძრეები იმყოფებიან, ქვედაზე კი – კადრი გერმანული როკ ჯგუფის “რამშტაინის” უახლესი ვიდეოკლიპიდან, სადაც ცხენზე ამხედრებული მუზარადიანი რაინდი კათოლიკურ ეკლესიაში იმყოფება.  “უცნაური შეგრძნებაა”, – დაწერა პოლიტოლოგმა.

klipi

სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ მათაც “რამშტაინის” ახალი კლიპი გაახსენდათ.

komentarebi

მითი 3.  ტაძარს ცეცხლი ისლამისტმა ექსტრემისტებმა წაუკიდეს

რუსული ტელეკომპანია REN TV-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “ნოტრ-დამის ცეცხლი მთელს ევროპას დაწვავს” (Огонь Нотр-Дама подожжет всю Европу). სტატისს ავტორი აღნიშნავს, რომ, მართალია,  ხანძრის გამოწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლებოდა ისლამისტ ექსტრემისტებსაც ჩაედინათ. ასეც რომ არ იყოს, თავად ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის ახალგაზრდა მხარდამჭერები ხანძრის ფაქტს სიხარულით შეხვდნენ, საზარელია, აღნიშნულია სტატიაში. “ნოტრ-დამის ცეცხლი მთელს ევროპას დაწვავს”,- გვაფრთხილებს REN TV.

novosti

გავრცელებული ინფორმაცია დაუსაბუთებელია. ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს და მტკიცებულებების შეგროვება არ დასრულებულა.

მითი 4. დამწვარი ტაძრის ადგილზე მეჩეთი აშენდება

tsargrad.tv-მ  მოხმარებლების მიერ ტვიტერზე გაკეთებულ ნაციონალისტურ კომენტარებს მოუყარა თავი. ტვიტერის მომხმარებლები ხანძარს მიგრანტთა ნაკადსა და საფრანგეთის მულტიკულტურალიზმის პოლიტიკას  აბრალებენ. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ირონიულ ვარაუდს გამოთქვამს, რომ რომის პაპი პარიზის ღვთისმშობლის დამწავრი ტაძრის ადგილზე მეჩეთის აშენებას მოითხოვს. მეორე მოხმარებელი კი ემანუელ მაკრონს ტაძრის ადგილზე თანამედროვე მეჩეთის აშენებისაკენ ცინიკურად მოუწოდებს.

tvwirer

motebi

მითი 5. ხანძარი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევნებში წაგებას მოასწავებს

Russia News-მა მკითხველებს აცნობა, რომ ექსტრასენს იულიანა ამოსოვას აზრით, ნოტრ-დამის ტაძარში გაჩენილი ხანძარი უკრაინის არჩევნების მე-2 ტურში ვლადიმირ ზელენსკის წაგებას მოასწავებს, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატი პარიზში ბოლო ვიზიტისას ტაძრიდან 5 კილომეტრში მდებარე სასტუმროში განთავსდა.

wageba

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist