როგორი საქართველო სურს რეალურად დუგინს?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

1k
VIEWS

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 20 აგვისტოს ევრაზიონისტული მოძრაობის დამფუძნებლისა და ულტრამემარჯვენე ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა საკუთარ მანქანაში ააფეთქეს, სოციალურ ქსელში პრორუსულმა აქტორებმა დუგინის 2019 წლის ინტერვიუს ფრაგმენტების გავრცელება დაიწყეს. დუგინის ვიდეოებს ძირითადად კრემლისტური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” და მათი მხარდამჭერი ანგარიშები (1, 2), ასევე ლევან ვასაძის “მსოფლიო საოჯახო კონგრესის” გვერდი აზიარებდნენ. “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქ გვერდის მტკიცებით, დუგინმა დაშვებული შეცდომები გააანალიზა და საქართველოსთან დაკავშირებით პოზიცია რადიკალურად შეიცვალა.  გავრცელებულ ვიდეოებში დუგინი ამბობს, რომ რუსეთს არა პრორუსული, არამედ პროქართული საქართველო სჭირდება, რომელიც კარგი ძმის როლს შეასრულებს და ქართული ტრადიციების, იდენტობისა და იდეალების ერთგული იქნება.

22-24 აგვისტოს ანალოგიური ვიდეო Facebook გვერდებმა “კონსერვატიული მოძრაობა – გორის ოფიციალური გვერდი,” “მსოფლიო პოლიტიკა,” “სიმართლე,” “ეროვნული ტელევიზია” “GlobalNews” და ანგარიშებმა “მინდია ზვიადაური,” “ფანტ ინა” და “ნაირა შარუბანაშვილი” გამოაქვეყნეს. აღწერის თანახმად, დუგინი ვიდეოში რუს ხალხს უხსნის, თუ რატომ უნდა უყვარდეთ და აფასებდნენ ქართველებს.

მსგავსი განცხადებები 22 აგვისტოს, ალტ-ინფოს პროგრამა “დღის კომენტარის” ეთერში წამყვანმა დავით ახვლედიანმა და სტუმარმა ნიკოლოზ მჟავანაძემაც გააჟღერეს. ახვლედიანის მტკიცებით, 2008 წელს, როდესაც დუგინი რუსეთს თბილისში ტანკების შეყვანასა და საქართელოს სრულ ოკუპაციას მოუწოდებდა, იგი ქვეყნის დასავლელი მტრებისაგან დაცლას გულისხმობდა, ხოლო მჟავანაძის მტკიცებით, დუგინმა მას შემდეგ ფერი იცვალა და საქართველოს ნამდვილი მოკავშირე გახდა.

დავით ახვლედიანი: “ყველა ქართველ ადამიანს, უბრალო ხალხს ის ძლიან დიდ პატივს სცემს. აქ ის გულისხმობდა, რომ თბილისიდან უნდა მოეშორებინათ ლიბერალები, გლობალისტები, ეკუმენტისები, ანუ ყველა ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყნის პერსპექტივას ასეთი დიდი კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს.”

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ნეტა ყველამ შეიცვალოს პოზიცია ისე, როგორც შეიცვალა დუგინმა, ატრიალებენ ამ კადრებს “ტანკი ნა ტბილისი” და არ აჩვენებენ იმას, რაც შემდგომ ამ ადამიანმა განცხადებები გააკეთა, რომ ჩვენ არ გვჭირდება საქართველო არც პრორუსული, არც პროამერიკული, პროქართული გვჭირდება და ამ ადამიანის ფერისცვალება მოხდა, ეს ადამიანი გახდა ჩვენი მოკავშირე, და სხვათაშორის ძალიან დიდი ლობისტი საქართველოსი…”

რეალურად, დუგინის პოზიცია საქართველოს შესახებ კვლავ თანხვედრაშია ანტიდასავლური პროპაგანდის მოდელთან, რომელიც ერთის მხრივ მოსახლეობაში შიშების დათესვასა და მოკავშირეებისადმი უნდობლობის გაჩენას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, ალტერნატივის სახით, საქართველოს ევრაზიულ ორბიტაში გაწევრიანებას გვთავაზობს. აღსანიშნავია, რომ გზავნილებს, რომლებიც საქართველოს ევრაზიული იმპერიის განუყოფელ ნაწილად წარმოაჩენს, დუგინის არაერთ ინტერვიუში ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ დუგინი ქართული ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის დაცვაზე 2010 წელსაც საუბრობდა, თუმცა აცხადებდა, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ უნდა დაალაგოს, რომ მეტი ტერიტორია აღარ დაკარგოს. 

დუგინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების “აწმყოსა და მომავლის” შესახებ 2019 წელს, День ТВ-ს გადაცემაში ისაუბრა. მართალია, დუგინს თბილისში ტანკების შეყვანის აუცილებლობაზე ხაზი არ გაუსვამს, თუმცა, მის მიერ გაჟღერებული გზავნილები კვლავ თანხვედრაშია ანტიდასავლური პროპაგანდის მოდელთან, რომელიც რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ უნდობლობის აღვივებს და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადასვლის აუცილებლობას უსვამს ხაზს. დუგინის გზავნილები, რომელიც დეტალურად ქვემოთ არის მოცემული, სამსაფეხურიან მოდელში შემდეგნაირად შეიძლება დავყოთ:

აღსანიშნავია, რომ გზავნილების იმავე მოდელს ვხვდებით დუგინის ალტ-ინფოსთვის მიცემულ 2021 წლის ინტერვიუში. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: 

აღსანიშნავია, რომ День ТВ-ს 2019 წლის გადაცემაში დუგინი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც ეხება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვაში რუსი მოსახლეობის წვლილი მნიშვნელოვანი არ არის, ხოლო გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ მიმართულებით სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს ჰქონდა. დუგინი აღნიშნავს, რომ მოცემული ტერიტორიები რუსეთის მფარველობის ზონაში შედიოდა, შესაბამისად, მათი დაცვა რუსეთისთვის უბრალოდ ეთიკის საკითხს წარმოადგენდა.

რუსულ-ქართული ურთიერთობების დინამიკაზე საუბრისას კი დუგინი ამბობს, რომ საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნება უტოპიაა, ვინაიდან არსებობს პრეცედენტი და ისტორია, რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია. 

ალექსანდრ დუგინი: “რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერს დაგიბრუნებთ და ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან არსებობს ისტორია, არსებობს აღიარება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.”

აქვე საგულისხმოა, რომ დუგინი სიტყვებში “ტანკები თბილისში”  არა ქვეყნის დასავლელი მტრებისგან განთავსუფლებას, არამედ საქართველოს სრულ ოკუპაციას გულისხმობდა. 2008 წლის მიმართვაში დუგინი ამბობს, ქართველები ომის დანაშაულს ჩადიოდნენ და უდანაშაულო ოს მოსახლეობას ხოცავდნენ, ხოლო ხალხს, რომლებიც ერის გენოციდზე არის წამსვლელი, არ უნდა ერქვათ ადამიანები, რუსეთის ნამდვილი გამარჯვება კი საქართველოს სრული ოკუპაცია და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ გაერთიანება იქნება. ამავე წელს გამოქვეყნებულ წერილში დუგინი საქართველოს ოკუპაციას რუსეთის ეროვნული ისტორიის გამოძახილს უწოდებს.

ალექსანდრ დუგინი: “ჩვენი გამარჯვება საქართველოს სრული ოკუპაცია და იქ თავისუფალი, დემოკრატიული წესრიგის დამყარება იქნება. ეს არის ჩვენი გამარჯვება! თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება ოსეთს რუსეთის ერთანი პროტექტორატის ქვეშ! ტანკები თბილისში!

დუგინი ოკუპაციაზე 2015 წელსაც საუბრობდა, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების განლაგების თავიდან ასაცილებლად, სხვა გზებთან ერთად, შესაძლოა საქართველოს ოკუპაციაც განიხილებოდეს.

დუგინის გზავნილების ქრონოლოგია

დუგინის მიერ საქართველოს შესახებ სხვადასხვა წლებში გაკეთებული განცხადებები კვლავ ანტიდასავლური განწყობების კულტივირებისკენაა მიმართული, რაც ომის შიშებისა და იდენტობის საკითხების ინსტრუმენტალიზაციას გულისხმობს, გამოსავლად კი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გვთავაზობს.

2010 2015 2019 2021
“2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაირკვა, რომ აშშ-ისა და დასავლეთის დაპირებები ბლეფი აღმოჩნდა. ამერიკას საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობაც კი არ გაუფუჭებია.” “ამერიკელებმა პროამერიკელი მარიონეტი ალასანია შეარჩიეს, რომელიც სიტუაციას უფრო და უფრო გააუარესებს, მხარს დაუჭერს ამერიკული სამხედრო ბაზებისა და ნატოს სამხედრო ბაზების მშენებლობას და ყველაფერი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება.” “სიტუაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იყო აუცილებელი პასუხი სწორედ დასავლურ სტრატეგიაზე, რადგან სააკაშვილმა ცხინვალზე თავდასხმის შესახებ კონსულტაცია სწორედ ბერნარდ-ჰენრი ლევისთან გაიარა. ეს არის წმინდა მსოფლიო ხელისუფლება, ის არის ჰიპერგლობალისტი. ეს სინამდვილეში საქართველოს თამაში არ ყოფილა.” “საქართველო შეიძლება გახდეს ტერიტორია, სადაც მოაწყდებიან უკანასკნელი, აგონიაში მყოფი ატლანტისტები, კავკასიის ასაფეთქებლად, რომ ყველას, საერთოდ ყველას გარშემო შეუქმნან პრობლემები: რუსეთს, ირანს, თურქეთს, ანუ ყველას. და ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფა იქნებოდა, რადგან საქართველოს ეს არაფერში სჭირდება“.
საქართველოშიც არიან ულტრაპროამერიკელები, ადამიანის უფლებების მომხრეები, ულტრალიბერალიზმი, გლობალისტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ დიდი გავლენა არ აქვთ. ქართველი ხალხი ხომ ტრადიციულია და თუ უნდა მოდერნიზაცია, მაშინ მხოლოდ ქართული ეროვნული იდენტობის განმტკიცების ფარგლებში. “იმისთვის რომ ამერიკული ბაზები არ იყოს, თუ საქართველოს ოკუპაციაა საჭირო, მაშინ მოვახდენთ საქართველოს ოკუპაციას.” “დასავლური საზოგადოება, რაც უფრო აღწევს საქართველოში, მით უფრო ანგრევს მის [საქართველოს] ტრადიციებს, შლის იდენტობას გეი პარადებისა და კანაფის ლეგალიზაციით. ეს თავად ქართულ საზოგადოებასაც აწუხებს.” “ჩვენ, მართლმადიდებლები, განსაკუთრებით თქვენ, ამაყი ქართველები, როგორ მოახერხებთ ამასთან ერთად ცხოვრებას? იყოთ კოლონია ქვეყნისა, რომელიც ჰომოსექსუალურ ფასულობებს აღმსარებლობს, რომელსაც სძულს ტრადიცია, უპირისპირდება ქრისტიანობას, ნუთუ მართლა უკეთესია, ვიდრე რუსეთის მოკავშირედ ყოფნა, ჩემი ქვეყნის ყველა უარყოფითი ასპექტის გათვალისწინებით, რაც მშვენივრად მესმის?”
რაც დაეცა, დაიკარგა. რაც თქვენი იყო, ჩვენია. ეს პირველი მომენტია. რასაკვირველია, მოსკოვს, არავითარ შემთხვევაში, ამ კუთხით არცერთ ქართულ ძალასთან დიდხანს არ ექნება საუბარი. “ჩვენ შეზღუდულები ვართ იმ გარემოებით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება არ მოხდება. ეს გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერს დაგიბრუნებთ და ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან არსებობს ისტორია, არსებობს აღიარება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.”

ალექსანდრ დუგინის შესახებ

ალექსანდრ დუგინი ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსია. დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზეა დაფუძნებული. 2015-2016 წლებში, ალექსანდრ დუგინი კონსტანტინ მალოფეევის მფლობელობაში მყოფი ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია Царьград TV-ს რედაქციის ხელმძღვანელიც იყო.

დუგინის ევრაზიონისტული ხედვის მიხედვით, რუსეთი იმპერიულ ცივილიზაციას წარმოადგენს, რომელიც არა ეთნიკურ და რელიგიურ, არამედ კულტურულ იდენტობაზეა დაფუძნებული, მაგრამ იგი მანამდე ვერ რეალიზდება, სანამ მასში აღმოსავლელი სლავები და ყველა ევრაზიელი ძმა არ გაერთანდება. ყირიმის კონფლიქტში ჩართულობის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო, ფილოსოფოსი აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების სიაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ დუგინი აქტიურად უჭერს მხარს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ რადიო “ეხო მოკსვისათვის” მიცემულ ინტერვიუში იგი აღნიშნავდა, რომ ქართველები ოსი ხალხის გენოციდს ახდენდნენ. მოგვიანებით, 2010 წელს კი განაცხადა, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიების დაბრუნების ილუზია, ხოლო რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვისაა საჭირო, რომ მეტი ტერიტორიები არ დაკარგოს.

დუგინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას. ჯერ კიდევ 2014 წელს, იგი მოუწოდებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, განეხორციელებინა სამხედრო შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაზე, რათა რუსეთის მორალური ავტორიტეტი აღედგინა. დუგინი ფიქრობდა, რომ მიზნის მისაღწევად უკრაინელების დახოცვა იყო საჭირო. 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშრებით დუგინი აცხადებდა, რომ რუსეთი არ უნდა გაჩერდეს მანამ, სანამ არ გააუქმებს ერის და სახელმწიფოს იმ მოდელს, რომელიც უკრაინელმა ნაციონალისტებმა დასავლეთის მხარდაჭერით ააშენეს. დუგინი ფიქრობს, რომ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” დამარცხება სამყაროს აღსასრულის ტოლფასია არა მხოლოდ რუსეთისვის, არამედ მთელი სამყაროსთვის, ხოლო რუსეთის გამარჯვება ახალი მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის დასაწყისი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დუგინის იდეებისადმი განსაკუთრებული სიმპათიით პრორუსული პარტია კონსერვატიული მოძრაობა გამოირჩევა. თავად დუგინი რამდენჯერმე (1, 2) სტუმრობდა ალტ-ინფოს ეთერს, ხოლო თავად ალტ-ინფო ალექსანდრ დუგინთან ინტერვიუებს სოციალურ ქსელში დაფინანსებით ავრცელებდა. ალექსანდრ დუგინი ასევე სოციალურ ქსელში გულშემატკივრობდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობას თბილისში და ამბობდა, რომ ეს ის საქართველო იყო, რომელსაც აღმერთებდა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის სტატია: 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist