როგორ შეცვალეს პანდემიის დროს ზიარების და ლოცვის წესი სხვადასხვა კონფესიებმა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფდს
778
VIEWS

8 აპრილს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოქვეყნა სტატია, სათაურით “ვის და რატომ სურს “კოვიდ-19”-ის ვირუსზე მეტად ეკლესიის დამარცხება?”, რომლის ავტორიც ბაკურ სვანიძეა. სვანიძე წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ქართველი საზოგადოების “პრადვინუტმა” ნაწილმა და “ლიბერასტმა ფენამ” პირველ რიგში მართლმადიდებლური ეკლესიების დახურვა მოითხოვა, თუმცა მსგავსი მოთხოვნით საზოგადოების ამ ნაწილს სხვა რელიგიური კონფესიებისთვის არ მიუმართავს.

ბაკურ სვანიძე: “არც ერთხელ არ ყოფილა ნახსენები არც კათოლიკური მრევლი, არც სინაგოგა, არც მეჩეთი და არც რომელიმე სხვა რელიგიური კონფესია თუ მიმდინარეობა.”

საზოგადოების მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სინოდმა ქვეყანაში არსებული ვითარება კორონავირუსის შესახებ არ გაითვალისწინა, ზიარების წესი არ შეცვალა და არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას კანონის დარღვევით, კომენდანტის საათის დროს გეგმავს. მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, ბაკურ სვანიძის მიერ ჩამოთვლილმა კონფესიებმა კორონავირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები გაითვალისწინეს და ღვთისმსახურების წესები მარტშივე შეცვალეს.

კათოლიკე ეკლესია საქართველოში

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ჯუზეპე პაზოტომ 16 მარტს გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ზიარების წესი შეიცვალა.  21 მარტს 16 მარტის დეკრეტში შევიდა რამდენიმე დამატება, რომელთა მიხედვით 22 მარტის შემდეგ ტაძრებში შეხვედრები აიკრძალა და პაზოტომ მრევლს შინ დარჩენისკენ მოუწოდა. 2 აპრილის დეკრეტში მან განაცხადა, რომ წირვები გადაიდო ან მრევლის დაუსწრებლად აღესრულებოდა. ეს დეკრეტი კონკრეტულად დიდ შვიდეულს ეხებოდა და მრევლს აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ დღესასწაულებზე აწვდიდა რეკომენდაციებს.

"

მუსლიმი თემი საქართველოში

19 მარტს საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მეჩეთებში ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ “მითების დეტექტორს” უთხრა, ეს გადაწყვეტილება მუსლიმთა სამმართველომ და საქართველოში მოქმედმა  ყველა სხვა ისლამურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, მათ შორის მუსლიმთა კავშირმა და ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა, ერთობლივად მიიღეს. ნაკაიძის თქმით,  20 მარტიდან არც ერთ მეჩეთში არ ჩატარებულა პარასკევის ლოცვა და სხვა ლოცვები ჯგუფურად. მან ასევე განმარტა, რომ ისლამის სწავლების მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა უდიდესი ცოდვაა.

ტარიელ ნაკაიძე: “გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 19 მარტს და 20 მარტიდან არცერთ მეჩეთში არ ჩატარებულა პარასკევის ლოცვა და  ჯგუფურად სხვა ლოცვები. აღნიშნულ გადაწტვეტილებას საფუძვლად დაედო მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემია და ის პრობლემები, რომლებიც თან ახლავს ხალხმრავლობას. ისლამის მიხედვით ადამიანის ჯანმრთელობა ღვთისმსახურებაზე წინ დგას. მით უფრო, თუ ის სხვის ჯანმრთელობას ეხება. რადგან, როგორც ცნობილია ამ ვირუსის მატარებელი და გამავრცელებელი შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისაც შეიძლება საერთოდ არც კი ქონდეს სიმპტომები…ჩვენ ვიხელმძღვანელედ ამ რეკომენდაციებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ეს იყო ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაც.”

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/j-qhxYvX350.jpg?itok=jq-05F20″,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=j-qhxYvX350&feature=youtu.be&fbclid=IwAR3q21QwAGlxuceKdufHN8u344Ps_93-M6Ds90t5i2ijQgUQpb1aukn_ST”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიია

ევანეგლურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ გვითხრა, რომ ლიტურგიაში ცვლილებები ჯერ კიდევ 8 მარტს შეიტანეს და ზიარების წესი შეცვალეს. მას შემდეგ, რაც 10 ადამიანის შეკრება აიკრძალა, ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ მიმართა მრევლს, რომ მსახურებაზე არ მისულიყვნენ. ბზობის ღვთიმსახურება, რუსუდან გოცირიძის თქმით, დახურული წესით, მხოლოდ ღვთისმსახურების თანდასწრებით  ჩატარდა, ხოლო წირვა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გოცირიძემ გვითხრა, რომ ღვთისმსახურებას აღდგომის კვირაშიც ასეთ ფორმატში აღასრულებენ.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/otP5jMeUtpU.jpg?itok=8OcEZqSq”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=otP5jMeUtpU&feature=youtu.be”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს ეკლესიის სინოდმა 20 მარტის სხდომაზე მიიღო ოქმი, რომლის მიხედვითაც არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეიცვალა და არც ღვთიმსახურებაზე შეკრება შეიზღუდა. არქიდიაკონ დემეტრეს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, სამებაში სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ასევე განაცხადა, რომ წირვა აღევლინებოდა და მრევლის დასწრების იმედიც გამოთქვა.

" "

"

კორონავირუსი და მსოფლიო ეკლესიები

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო წმინდა სინოდის გენერალური სამდივნოს 11 მარტის  გადაწყვეტილებით  ეკლესიებში პირადი ლოცვების გარდა, მარტის ბოლომდე ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება შეწყდა. აღდგომის სახალხო აღნიშვნის თარიღი გადაიტანა ასევე ელადის ეკლესიამ და ლიტურგიაში მხოლოდ სასულიერო პირები მიიღებენ მონაწილეობას.

რადიო თავისუფლება Reuter-ზე დაყრდნობით წერს, რომ  იერუსალიმში, დასავლეთის კედელთან მხოლოდ 10 ადამიანის ლოცვაა დაშვებული, რომლებმაც ერთმანეთთან 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღდგომის რიტუალები ახალი, შეზღუდული ფორმატით  ჩატარდება.  კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, 18 აპრილის ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციის 10-მდე ლიდერი დაესწრება.

2 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოს 15 ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა ღვთიმსახურების მრევლის გარეშე აღსრულების გადაწყვეტილება მიიღო.

პაპმა ფრანცისკემ აღდგომის მღვმდელმსახურება კვირას, 12 აპრილს წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღავლინა და მრევლს ტრადიციულად სიტყვით მიმართა. მან მორწმუნეებს სოლიდარობისა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

"
წყარო: nbcnews.com

საუდის არაბეთის 19 მარტის  გადაწყვეტილებით,  კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით მომლოცველებს მექისა და მედინის მოლოცვა აეკრძალათ.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist