რეალურად რას გულისხმობს სოციალური კრედიტების სისტემა იტალიაში? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

83
VIEWS

27 აპრილს ფეისბუკ-მომხმარებელმა Nino Gavasheli თავის პირად გვერდზე იტალიის სოციალური კრედიტების სისტემის შესახებ ფოტო-სქრინი გამოაქვეყნა. Აღწერის მიხედვით, იტალია სოციალური კრედიტების სისტემის გამოიყენებას იწყებს, რაც მოსახლეობის ტოტალურ კონტროლს ნიშნავს. ნინო გავაშელის თქმით, არსებული სისტემის მთავარი მიზანი პირადი მონაცემების საფუძველზე მოქალაქეების იდენტიფიცირება და სადამსჯელო ღონისძიებების განხცორციელებაა. პოსტში ნათქვამია ისიც, რომ სოციალური კრედიტების სისტემის გამოყენება სავალდებულო იქნება და მოსახლეობას პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობაც კი შეეზღუდება. 

Screenshot 10 16 რეალურად რას გულისხმობს სოციალური კრედიტების სისტემა იტალიაში?  Screenshot 11 17 რეალურად რას გულისხმობს სოციალური კრედიტების სისტემა იტალიაში? 

აღნიშნული პოსტი დეზინფორმაციულია. რეალურად, იტალიაში, კონკრეტულად კი ქალაქ ბოლონიაში “Smart Citizen Wallet” პროგრამა ძალაში ნამდვილად შედის, თუმცა პროგრამით სარგებლობა  არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითია და არა მოქალაქეების დასჯასა და მათი გადაადგილების კონტროლს, არამედ ეკომეგობრული მოქალაქეების წახალისებასა და მათთვის შეღავათების შეთავაზებას ისახავს მიზნად. პროგრამა არ ითვალისწინებს მათ დასჯას, ვისაც აპლიკაციაში “დაბალი შეფასება” ექნება. 

29 მარტს იტალიის ქალაქ ბოლონიაში გაიმათა პრესკონფერენცია, რომელზეც ქალაქის მერმა მატეო ლეპორემ და ციფრული დღის წესრიგის მიმართულების ხელმძღვანელმა მასიმო ბუგანიმ აპლიკაციის პრეზენტაცია წარმოადგინეს. Მათი განცხადებით, Smart Citizen Wallet-ის კონცეფცია ქულების დაგროვების პრინციპით მოქმედებს და მოქალაქეები საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობების შესრულების მიხედვით შეფასდებიან. შეფასება შეეხება ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება/გადამუშავება, ელექტრო ენერგიის ოპტიმალური ხარჯვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ჯარიმების არქონა. აპლიკაცია ექსპერიმენტულ ეტაპზე უკვე გამოიყენება ქალაქ რომში. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიუმჯობესონ აპლიკაციის სტატუსი და ქულების გადაცვლის შემდეგ ფასდაკლებებითა და უფასო კულტურული ღონისძიებებით ისარგებლონ. 

Screenshot 12 17 რეალურად რას გულისხმობს სოციალური კრედიტების სისტემა იტალიაში? 

ბუგანის თქმით, აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება ზაფხულის შემდეგ დაიწყება. აპლიკაციის გამოყენება ყველასთვის ნებაყოფლობითი იქნება. Ბუგანის მიხედვით, ინიციატივის მიზანი არ არის ის, რომ მოქალაქეებმა შეფასების გამო თავი “ჩამორჩენილად” იგრძნონ, არამედ პირიქით, ისინი სანიმუშო ქცევისთვის დაჯილდოვდებიან. პრესკონფერენციაზე გაჟღერდა ისიც, სხვა სერვისების ციფრულ სივრცეში გადანატაც იგეგმება და ამ პროცესში ციფრულ საშუალებებთან წვდომის არმქონე მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. 

ინიციატივას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ძირითადად პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების გამო მოჰყვა. თუმცა როგორც ლეპორმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისინი აცნობიერებენ პერსონალური მონაცემების დაცვის პრობლემას, ამიტომ საპილოტე სისტემასთან ერთად კიბერუსაფრთხოების ტრენინგ-კურსებიც იგეგმება, რათა ჰაკერული თავდასხმები თავიდან აიცილონ. 

წყაროს შესახებ

ნინო გავაშელის ფეისბუკ-პროფილზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ფოტოსურათები გამოქვეყნებული არ არის. ფეისბუკ-ანგარის მიერ ამჟამად საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტებიდან პირველი 2022 წლის 28 თებერვლით თარიღდება. Ანგარიში განსაკუთრებით სწორედ რუსეთ-ურაკინის ომის დასაწყისში გააქტიურდა.  Nino Gavasheli პრორუსულ და ანტიდასავლურ, ასევე უკრაინის მადისკრედიტირებელ კონტენტს აქტიურად ავრცელებს. 

Screenshot 13 17 რეალურად რას გულისხმობს სოციალური კრედიტების სისტემა იტალიაში? Screenshot 14 16 რეალურად რას გულისხმობს სოციალური კრედიტების სისტემა იტალიაში? 

Nino Gavasheli-ის პროფილზე დამატებით სახელში  მითითებულია სახელი Lela Praga. Აღნიშნული პროფილი ლელა პრაგას პროფილის გარდა, საკუთარ პოსტებზე ფეისბუქ მომხმარებელს ელენე ჯვარელი აქტიურად ნიშნავს.  Nino Gavasheli-ს, ელენე ჯვარელისა და Lela Praga-ს მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციული მტკიცებები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. Ვრცლად იხილეთ მასალები:


Მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist