ხარკოვის ცენტრის უკრაინელების მიერ დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

127
VIEWS

18 აპრილს ფეისბუკ მომხმარებელმა ელენე ჯვარელი გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ აფეთქებების ხმის ფონზე ადამიანები შენობაში თავის შეფარებას ცდილობენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრი კი დაჭრილ ქალთან რჩება. ვიდეოს აღწერის თანახმად, კადრები 17 აპრილს ხარკოვის ცენტრის უკრაინელების მიერ დაბომბვას ასახავს.

1 4 ხარკოვის ცენტრის უკრაინელების მიერ დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

მტკიცება, რომ ვიდეო უკრაინული ძალების მიერ ხარკოვის ცენტრის დაბომბვას ასახავს, დეზინფორმაციაა. ვიდეო 17 აპრილს ბრიტანული გამოცემის The Sun-ის ჟურნალისტმა, ჯერომ სტარკიმ გადაიღო და ის ხარკოვში რუსულ საჰაერო იერიშს ასახავს.

ჯერომ სტარკიმ ვიდეო ტვიტერზე 17 აპრილს გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით “ხარკოვი ახლა”.

2 2 ხარკოვის ცენტრის უკრაინელების მიერ დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

17 აპრილს სტარკის ავტორობით The Sun-ზე გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით: “თავდაუზოგავი სიმამაცე: საშინელი მომენტი – უკრაინელი მედმუშაკი რუსული რაკეტების წვიმის დროს დაჭრილ მოქალაქეს იცავს”.

სტატიის მიხედვით, ვიდეოში ნაჩვენები თავდასხმა “double-tapping” ტაქტიკის ნაწილია, რომელსაც რუსული სამხედრო ძალები იყებენ – პირველი იერიშის შემდეგ მალევე იწყებენ მეორე იერეშს, რათა მეორე თავდასხმას პირველის შედეგად დაჭრილი ადამიანების დასახმარებლად მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები ემსხვერპლონ.

იმავე ინციდენტის კადრები, ოღონდ სხვა კუთხიდან, გამოცემა The Assosiacted Press-ის ოპერატორმაც გადაიღო. გამოცემის თანახმად, ვიდეო რუსული სამხედრო ძალების თავდასხმას ასახავს. Associated Press-ის კადრებში ჩანს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები დაჭრილთა დახმარებას ცდილობენ, შემდეგ კი აფეთქებების ხმა ისმის და მორიგი საჰაერო თავდასხმა იწყება. ადამიანების ნაწილი, მათ შორის ოპერატორი შენობაში თავს აფარებს. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი მედმუშაკებს დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაჰყავთ.

ვიდეოების გარდა თავდასხმის ფოტოებიც გავრცელდა. Instagram-ზე ინციდენტის ფოტო The Associated Press-ის ბრაზილიელმა ფოტოგრაფმმა ფელიპე დანამ გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით: “უკრაინა – 17 აპრილი, 2022. რუსეთის მრავლობითი თავდასხმები დღეს კიევიც ცენტრში. კვლავ ვიხილეთ ბევრი დაჭრილი და დაღუპული მოქალაქე ქუჩებში.”

3 2 ხარკოვის ცენტრის უკრაინელების მიერ დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

თავდასხმის ფოტო ასევე Instagram-ზე ამერიკელმა რეჟისორმა, კერი ფუკუნაგამ გამოაქვეყნა. ფუკუნაგა უკრაინაში მოხალისედ ჩავიდა და ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობს. რეჟისორმა ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:

“აღდგომის კვირა, ხარკოვი. უკრაინული წითელი ჯვრის სასწრაფო დახმარების წევრი, დენის პეტრენკო სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლის გვერდით რჩება მაშინ, როცა მეორე თავდასხმა იწყება. რუსული ძალები იყენებენ ტაქტიკას “double-tapping”, რომელიც მაშველებს მიზანში განზრახ იღებს.”

4 2 ხარკოვის ცენტრის უკრაინელების მიერ დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაკსიმ ჰაუსტოვის ცნობით, 17 აპრილს სარაკეტო თავდასხმების შედეგად ხარკოვში, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist