უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

663
VIEWS

2526 და 27 თებერვალს რუსულენოვან მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა კიევში თავისიანებს ცეცხლის გაუხსნეს. მათი თქმით, უკრაინის პარტია “ხალხის მსახურების” წევრებმა დავით არახამიამ და იულია პალიჩუკმა უკვე დაადასტურეს, რომ მოკლულების იდენტიფიცირება მოხდა და ისინი უკრაინის არმიის ჯარისკაცები არიან. ინფორმაციას თან ერთვის ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, დახოცილ ჯარისკაცებს ვხედავთ. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იდენტური სათაურებით ვრცელდება: Расстреляли своих – теперь официально.

Screenshot 50 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?Screenshot 51 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?

Screenshot 52 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?Screenshot 54 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო? Screenshot 53 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?

გამოცემა unews.pro-ს სტატიაში ასევე თანდართულია დავით არახამიასა და იულია პალიჩუკის პოსტების სქრინშოთები, სადაც ისინი წერენ, რომ მოკლული ეკიპაჟის წევრები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებიან. არახამიასა და პალიჩუკის პოსტების ტექსტი იდენტურია.

Screenshot 55 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?

უკრაინელების მიერ თავიანთი ჯარისკაცების დახოცვის შესახებ პოსტს ასევე ავრცელებს ფეისბუქ პროფილი ლელა პრაგა.

Screenshot 56 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?

ინფორმაცია, თითქოს კიევში უკრაინელებმა უკრაინის შეაიარაღებული ძალების ჯარისკაცები დახოცეს, სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კიევში უკრაინულ უნიფორმებში ჩაცმული დივერსანტები უკრაინული მანქანებით გადაადგილდებოდნენ, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს თქმით, უკრაინელებმა დივერსანტებს ესროლეს. რაც შეეხება უკრაინელი დეპუტატების პოსტების სქრინშოთებს, ისინი გაყალბებულია და ინფორმაცია, თითქოს დახოცილი ჯარისკაცები უკრაინელები აღმოჩნდნენ, არც ერთ მათგანს არ გაუვრცელებია.

25 თებერვალს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები, უკრაინულ უნიფორმებში ჩაცმული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მანქანებით კიევში გადაადგილდებოდნენ

Screenshot 57 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?

იმავე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ ტელეგრამში ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკრაინის უნიფორმებში გამოწყობილ რუს დივერსანტებს ესროლეს. გერაშენკოს გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ის კადრებია, რომლებზეც რუსულენოვანი მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ უკრაინელებმა თავისიანები დახოცეს.

Screenshot 58 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?

გერაშენკოს გავრცელებული ინფორმაცია ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურის” პრესსპიკერ იულია პალიჩუკს და პარტიის თავჯდომარე დავით არახამიას არ უარყვიათ. ამ უკანასკნელის ფეისბუქ გვერდი არის არა Архамія Давід, როგორც ეს სქრინშოთზეა ნაჩვენები, არამედ David Braun-ი, სადაც მსგავსი შინაარსის პოსტი განთავსებული არ არის. ასეთი პოსტი არ იძებნება არც იულია პალიჩუკის ტელეგრამ გვერდზე.

Screenshot 59 უკრაინელების ფორმაში გადაცმული დივერსანტები თუ ანგარიშსწორება უკრაინელებთან - რას ასახავს ვიდეო?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist