რას ნიშნავს უკრაინულ ჰრივნაზე წარწერა Правда Руська?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.4k
VIEWS

27 აპრილს რუსულენოვანმა ანონიმურმა პროფილმა “Злой Ёжик” გამოაქვეყნა უკრაინული ჰრივნის კუპიურის ფოტო და აღნიშნა, რომ უკრაინულ ჰრივნებზე “სიმართლეც კი რუსულია”. ფოტოზე წითლად შემოხაზულია წარწერა “Правда Руська”.

იგივე მტკიცება რუსულენოვან საიტებზე გასულ წლებშიც ვრცელდებოდა (1, 2, 3).

ras nishnavs ukrainul hrivnaze tsartsera Pravda Ruska რას ნიშნავს უკრაინულ ჰრივნაზე წარწერა Правда Руська?

ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება. უკრაინის ეროვნული ვალუტის 2 ჰრივნიან კუპიურაზე მართლაც არის გამოსახული დოკუმენტის ფოტო წარწერით “ПРАВДА РУСЬКА”, თუმცა ეს არ ნიშნავს “რუსულ სიმართლეს”. დოკუმენტი დაკავშირებულია არა რუსეთთან, არამედ კიევის რუსის სახელმწიფოსთან, რომელიც თანამედროვე უკრაინის საფუძვლად მიიჩნევა.

უკრაინის ეროვნულ ვალუტაზე, კერძოდ 2 ჰრივნაზე, მართლაც ვხვდებით წარწერას ПРАВДА РУСЬКА, თუმცა მისი ისტორია რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირში არ არის.

“ПРАВДА РУСЬКА” კიევის რუსის სამართლებრივი აქტების კრებულს წარმოადგენდა, რომელიც XI-XII საუკუნეებში შეიქმნა და შემდგომ საუკუნეებში არაერთხელ დაარედაქტირეს. დოკუმენტის ფუძემდებლად მიიჩნევა 1019-1054 წლებში კიევის მმართველი იაროსლავ ბრძენი. სწორედ მან დაიწყო იურიდიული წესდების კოდიფიკაციის პროცესი, რომელმაც შემდგომში საფუძველი დაუდო “ПРАВДА РУСЬКА-ს” შექმნას. სწორედ ამ მიზეზით, 2 ჰრივნიანი კუპიურის მეორე მხარეს გამოსახულია იაროსლავ ბრძენის პორტრეტი.

ras nishnavs ukrainul hrivnaze tsartsera Pravda Ruska1 რას ნიშნავს უკრაინულ ჰრივნაზე წარწერა Правда Руська?

კიევის რუსი IX-XIII საუკუნეებში აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე არსებობდა. ის დღევანდელი უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ნაწილებს მოიცავდა და სლავურ და შემდგომში უკვე ფინურ ტომებს აერთიანებდა; მისი დედაქალაქი კი კიევი იყო. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ სახელწოდება რუს (Rus) სკანდინავიურია და კიევის რუსს  სწორედ ვიკინგების დინასტია მართავდა, ამ მიწებზე მცხოვრები ხალხის მოწვევით. კიევის რუსის ბიზანტიის იმპერიასთან ახლო კავშირები გახდა მართლმადიდებლური რელიგიის მიღების  და სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიზეზი. კიევის რუსის სიძლიერემ პიკს მეთერთმეტე საუკუნეში, იაროსლავ ბრძენის მმართველობის პერიოდში, მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კიევის რუსი თანამედროვე უკრაინის საფუძვლად მიიჩნევა. ხოლო მოსკოვი კიევის რუსის მოსაზღვრე მცირე სავაჭრო ადგილს წარმოადგენდა, სადაც ნაცვლად სლავებისა, ძირითადად ფინო-უნგრული წარმოშობის ხალხები ცხოვრობდნენ, რომლებიც განვითარებით კიევის რუსს საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ.

იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩამოყალიბდა მოსკოვის და თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამეფო და რა მიზნით აიღეს მათ სახელწოდება “რუს”, ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” ძველ პუბლიკაციებში:

წყაროს შესახებ

რუსულენოვანი ანგარიში Злой Ёжик ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. ეს ანგარიში “მითების დეტექტორის” მასალებში არაერთხელ მოხვედრილა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist