რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

148
VIEWS

16 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა თაამრი თამსომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ იუვენალური კანონმდებლობისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, სოციალურ მუშაკებს ბავშვის ოჯახიდან გასაყვანად განუსაზღვრელი უფლებები მიენიჭათ და ამის გაკეთება ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის “ბოლო დონის რემონტის” არქონის გამოც შეუძლიათ. თამარი თამსოს ვიდეოს ფრაგმენტი ფეისბუქ ანგარიშზე Rau Al-ზეც გამოქვეყნდა. 18 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა Lika Kapanadze იუვენალური კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ბავშვის უფლებათა კოდექსი ბავშვების ვაქცინაციას ითვალისწინებს და “ოჯახების დანგრევას ეხება.” პოსტის ავტორი მშობლებს, სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორებს “ხმის ამოღებისკენ” მოუწოდებს. პოსტს თან ერთვის ბავშვის უფლებათა კოდექსის სქრინები, სადაც სხვადასხვა ნაწილი გამოკვეთილია.

5 რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

6 1 რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

გავრცელებული მტკიცებები ბავშვის უფლებათა კოდექსისა და იუვენალური იუსტიციის შესახებ ყალბია. რეალურად:

  • ბავშვის უფლებების კოდექსი ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციას არ ითვალისწინებს;
  • სოციალური მუშაკი ბავშვის ოჯახისგან გამოცალკევებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს, ამ ზომის გამოსაყენებლად აუცილებელია მუშაკს კანონიერი საფუძველი გააჩნდეს, ხოლო განცალკევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს. 
  • იუვენალური იუსტიაციის მთავარ მიზანს არა ოჯახების დანგრევა, არამედ,  არასწრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დასჯის ნაცვლად მათი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.

ბავშვის უფლებათა კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.

7 1 რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

დოკუმენტში ბავშვების ვაქცინაცია ნახსენები არის. მართალია, კანონში წერია, რომ კოდექსის ერთ-ერთი მიზანი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვაცაა, თუმცა ტექსის არცერთ ნაწილში ნათქვამი არაა, რომ კოდექსი მშობლებს შვილების ვაქცინაციას აიძულებს. 

მუხლი 1. კოდექსის მიზანი:

  1. ამ კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.
  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:
    ა) ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას;
    ბ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მისი ღირსების დაცვას, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვას ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე;

ბავშვის უფლებათა კოდექსისა და ვაქციანციის შესახებ დეზინფორამცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

რაც შეეხება ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციას საქართველოში, 2020 წლის 20 მაისის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, განსაზღვრულია ის ინფექციური დაავადებები, რომლებისთვისაც პროფილაქტიკური აცრები სავალდებულოა, ასევე განსაზღვრულია ის ასაკი, როცა ადამიანს აცრა უნდა ჩაუტარდეს. 

8 1 რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

სავალდებულო პროფილაქტიკურ ვაქცინებს შორისაა: B ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, ტეტანუსი-დიფთერიის, დიფთერია-ყივანახველაა, პნევმოკოკური ინფექციის, როტავირუსული ინფექციის, წითელას, წითურას, ყბაყურას ადა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. მიუხედვად იმისა, რომ ჩამოთვლილი დაავადებებისთვის აცრას სავალდებულო ხასიათი აქვს, მშობელს შეუძლია მასზე უარი თქვას. ამისთვის შექმნლია ოფიციალური ფორმაც, რომელსაც მშობელი ავსებს და შესაბამის სტრუქტურას წარუდგენს. ფორმაში ჩამოთვლილია აუცრელობის ყველა რისკი, ხელმოწერით კი მშობელი ადასტურებს, რომ თითოეულ მათგანს იაზრებს და აცნობიერებს. 

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

პოსტების ავტორები ასევე ამტკიცებენ იმასაც, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის საშუალებით სოციალურ მუშაკს ოჯახის დანგრევა შეუძლია. რეალურად,  ბავშვის მშობლისგან განცალკევება სოციალური მუშაკი იღებს,  მისი ეს გადაწყვეტილება სასამართლოში განიხილება და საბოლოოდ, მოსამართლე წყვეტს, განცალკევდეს თუ არაბავშვი მშობლებისგან. შესაბამისად, სოციალურ მუშაკს ბავშვის მშობლებისგან განსაცალკევებლად კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი უნდა გააჩნდეს. 

მუხლი 26. ბავშვის მშობლისგან განცალკევების დაუშვებლობა

  1. ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
  2. ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი. იგი შუამდგომლობას წარუდგენს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ ან ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე უარის თქმის შესახებ.

ამავდროულად, ბავშვთა უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ ბავშვი მშობლისგან მხოლოდ იმის გამო არ უნდა განცალკევდეს, რომ მშობელს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები არ აქვს. ამავე მუხლში ხაზგასმულია ისიც, რომ განცალკევების გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია, თუ ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიებას სასურველი შედეგი არ მოაქვს. 

  1. ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.

სოციალური მუშაკები ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანის თაობაზე (ბავშვის ოჯახიდან განცალკევების შესახებ) გადაწყვეტილებას დადგენილება N437-ის შესაბამისად იღებს, რომლის მიხედვითაც, ბავშვის ოჯახისგან განცალკევება უკიდურეს ზომას წარმოადგენს. დადგენილებაში ვკითხულობთ:

“მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგელისგან ან ბავშთან მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისკგან ბავშვის განცალკევება უკიდურეს ზომას წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება და ამ ნაკლებად მკაცრმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.“

ბავშვის უფლებათა კოდექსისა და კონკრეტულად ბავშვის ოჯახისგან განცალკევების შესახებ სხვადასხვა დროს გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

იუვენალური იუსტიცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თანამედროვე ფორმაა. მართალია, ამ ტიპის მართლმსაჯულება ჩვეულებრივს ჰგავს, თუმცა მის მთავარ ამოცანას არასწრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დასჯის ნაცვლად მათი რეაბილიტაციისთვის უპირატესობის მინიჭება წარმოადგენს.  იუვენალური იუსტიციის პრინციპების მიხედვით, არასრულწლოვანის დაპატიმრება და თავისუფლების აღკვეთა სასჯელის უკიდურეს ზომად ითვლება, შესაბამისად, ბავშვების უფლებების დაცვა პრიორიტეტულია. 

ვრცლად იუვენალური იუსტიციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

კრემლის პროპაგანდა იუვენალური იუსტიციის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდა იუვენალური მართლმსაჯულების დემონიზებას წლებია ახდენს. მაგალითად, 2016 წლის მასალაში სახელწოდებით “ვიცავთ ჭეშმარიტებას, რუსეთს და ქრისტეს” “რუსული სამყაროს” იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი წერდა, რომ იუვენალური იუსტიცია ერთ-ერთი ის ნიშანია, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობა ლიბერალურია. აქვე დუგინი ამბობს, რომ იუვენალური იუსტიცასთან ერთად განათლების განადგურებული სისტემა რუსულ კულტურას კლავს და ერთადერთი რევოლუცია რუსეთში, კონსერვატიული იქნება. 

9 რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

რუსული მედიასაშუალების meduza-ს მიხედვით, რუსეთში ძლიერი ანტიუვენალური მოძრაობა არსებობს, რომელიც ამ ტიპის მართლმსაჯულებას უპირისპირდება და მის შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებს.  

“მითების დეტექტორის” საარქივო მასალებში იძებნება არაერთი რუსულენოვანი ფეისბუქ გვერდი და პლატფორმა (Геноцид Русов, omiliya.ru, Ювенальная юстиция, Стоп Ювенальная Юстиция), რომელიც ანტიუვენალურ კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული, ხოლო ქართველი აქტორები მათ ძირითად მესიჯებს იმეორებდნენ. მათი დიდი ნაწილი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარაა, თუმცა ფეისბუქზე კვლავ არსებობს როგორც მხოლოდ რუსეთში ასევე რუსეთის საზღვრებს გარეთ რუსულ ენაზე მოქმედი სხვადასხვა ჯგუფი (Ювенальная юстиция: защитим наши страны от бизнеса на детях!, Ювенальная Юстиция в России – Мы Против!, Juvenālā justīcija Latvijā – Ювенальная Юстиция в Латвии), რომელიც იუვენალურ იუსტიციას ეწინააღმდეგება. 

10 რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

საქართველოში იუვენალური მართლმსაჯულების შესახებ კრემლის პროპაგანდის მესიჯებს ქართველი აქტორები წარსულშიც იმეორებდნენ. დეტალურად იხილეთ “მითების დეტექტორის” საარქივო ინფოგრაფიკა:

11 რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?

მითი იუვენალური იუსტიციის შესახებ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist