არის თუ არა კავშირი Covid-19-ის ვაქციანციასა და “ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ ტრენინგებს შორის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

41
VIEWS

2 აგვისტოს ფეისბუკ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ავტორი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ფეისბუკ გვერდის მტკიცებით, თუ მშობლები კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ტესტირებასა და ვაქცინაციზე უარს იტყვიან, მათ ბავშვი ჩამოერთმევათ, ამ მიზნით კი 200 სოცმუშაკს, მოსამართლეებსა და სხვა საჯარო მოხელეს ტრენინგები უტარდებათ.  პოსტში აღნიშნულია, რომ საჯარო მოსამსახურეების გადამზადება  გაერო-ს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ინფორმაციის ბოლოს კოდექსიც არის ნახსენები, რომელიც პოსტშივე მოცემული ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება და მას “ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გადამზადებული კადრებით შეხვდება”.

sdv 0 არის თუ არა კავშირი Covid-19-ის ვაქციანციასა და “ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ ტრენინგებს შორის?

ინფორმაცია, თითქოს  UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ტრენინგები ბავშვების ჩამორთმევის მიზნით ტარდება და ბავშვის ჩამორთმევა მშობლების მიერ კოვიდ-19-ით დაკავშირებულ ტესტირებასა და ვაქცინაციზე უარს უკავშირდება, დეზინფორმაციაა. სინამდვილეში, “ბავშვის უფლებათა კოდექსი” მანამ შემუშავდა და დამტკიცდა, ვიდრე პანდემიის პრობლემა იჩენდა თავს. კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ტრენინგთან კავშირის აბსურდულობას ისიც მოწმობს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა ჯერ შექმნილი არ არის,  ხოლო ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის.

1. ტრენინგები “ბავშვის უფლებათა კოდექსის” განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა გადამზადების მიზნით ჩატარდა და კოვიდ-19-თან დაკავშორებულ ვაქცინაციასა და ტესტირებასთან კავშირი არ აქვს. 

27 ივლისს  ონლაინ-ტრენინგები გაიმართა, რომლის პროგრამა  ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავეს; ფინანსური მხარდაჭერა კი აშშ განვითარების სააგენტომ (USAID) გაუწია. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 27 ივლისს  “ბავშის უფლებათა კოდექსის” ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის გადამზადება დაიწყო. სოცმუშაკები, კოდექსის კოორდინატორები, იურისტები და სხვა საჯარო მოხელეები (ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და პროკურატურის თანამშრომლები) პროექტის პირველ ეტაპზე უკვე გადამზადდნენ.

“მითების დეტექტორისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში USAID-ის საქართველოს ოფისმა განმარტა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსში  COVID-19-ის და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ ჩანაწერი საერთოდ არ არის  და ის საქართველოს პარლამენტმა  2019 წლის სექტემბერში, COVID-19 – ის პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო.

USAID: “საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსი  საკანონმდებლო დოკუმენტია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა  2019 წლის სექტემბერში,COVID-19 – ის პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კოდექსის  მიღებამნიშვნელოვანი საკანონმდებლო მიღწევა იყო. კოდექსში არ არის ჩანაწერი  COVID-19-ის და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ. კოდექსი ძალაში შევა 2020 წლის სექტემბერში. USAID საქართველო, UNICEF-თან პარტნიორობით, ხელს უწყობს კოდექსის განხორციელებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, რათა უზრუნველყოს  ბავშვეთა გაზრდა და მათი მომავალი განვითარება უსაფრთხო გარემოში. USAID საქართველო ხელს უწყობდა კოდექსის განხორციელებას კოდექსის მიღების დღიდან, ჯერ კიდევ   COVID-19- ის პანდემიის დაწყებამდე.”

UNICEF-ის კომენტარის თანახმად კი, აღნიშნული დოკუმენტი  განამტკიცებს ბავშვის  უფლებას, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს მშობლებთან ოჯახში, სადაც შესაბამისი პირობებია შექმნილი  მისი ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისა და კეთილდღეობისთვის და სადაც არ გამოიყენება აღზრდის ძალადობრივი მეთოდები.

2. “ბავშვის უფლებათა კოდექსი” საქართველოს პარლამენტმა  2019 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიამდე შეიმუშავაა.  კოდექსში COVID-19-ის და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ ჩანაწერი არ არის 

რა არის “ბავშვის უფლებათა კოდექსი?”

ბავშვის უფლებათა კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2019 შეიმუშავა, მანამ, ვიდრე COVID-19 არსებობა გახდებოდა ცნობილი. ის გაეროს ბავშვთა ფონდის  ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. შესაბამისად, კოდექსში COVID-19-ის და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ ჩანაწერი ვერ მოხვდებოდა.

კოდექსის ძირითად მიზანს  ისეთი მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, რომლებიც  უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას, ოჯახის დახმარების სპეციალური პროგრამების დანერგვას და ბავშვთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ფიზიკური ძალადობის აკრძალვას. ბავშვის უფლებათა კოდექსი ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი” და სოციალური მუშაკის საქმიანობა წლებია ანტილიბერალური და ანტიდასავლური ჯგუფების სამიზნეა და ამ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

  •  5 მითი ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ;
  • საქართველო და მსოფლიოს  მითები ბავშვთა კოდექსსა და იუვენალურ მართლმსაჯულებაზე
  •  რა არის იუვენალური მართლმსაჯულება და როდის გაჰყავს სოც.მუშაკს ბავშვი ოჯახიდან;
  •  მტკიცება, თითქოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი მიზნად ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას ითვალისწინებს, უსაფუძვლოა;

კოვიდ-19-ის ვაქცინა ჯერ შექმნილი არ არის 

აღსანიშნავია, რომ პოსტში ნახსენები აუცილებელი ვაქცინაციის საკითხი სპეკულაციას წარმოადგენს, რადგან ჯერჯერობით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა შემუშავებული არ არის. მეტიც, საქართველოს კანონმდებლობით ვაქცინაციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს.

წყაროს შესახებ

საქართველო უპირველეს ყოვლისა” ანტილიბერალური ფეისბუქ გვერდია, რომელიც დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. ეს გვერდი პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის“ ლიდერ, ლევან ჩაჩუასა და ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის, მიერ გავრცელებულ ნარატივებს ხშირად აზიარებს. ის ჩართული იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც “მედიის განვითარების ფონდმა” 2019 წლის დეკემბერის ანგარიშში გამოავლინა.

“საქართვევლო უპირველეს ყოვლისა” ადრეც ავრცელებდა კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას.  2 აგვისტოს მან გააზიარა ვიდეო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი არ კლავს, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსულად გავრცელებული ვიდეო მოგვიანებით Twitter-ის Facebook-ისა და Youtube-ის მიერ დაიბლოკა, რადგან შეიცავდა კორონავირუსის ცრუ მკურნალობის რეკლამირებას. მანამდე ეს გვერდი  კოვიდ-19-ს 5G ინტერნეტთან აკავშირებდა, აპრილში კი რუსი ბლოგერის დეზინფორმაციული ვიდეო გაავრცელა.

“მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილი ფეისბუკ გვერდის “საქართველოს უპირველეს ყოვლისა”დეზინფორმაციები იხილეთ აქ.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: UNESCO, UNICEF
წყარო

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist