პუტინზე ხუმრობა გასართობ გადაცემებშიც ცენზურას ექვემდებარება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

1166635_600
90
VIEWS

პოპულარულმა Youtube არხმა „Непродакшн“-მა გასულ თვეში  კომედიურ შოუ „КВН“- ის ყოფილ  სცენარისტ  დმიტრი კოლჩინთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ცხადყოფს, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რაზე ხუმრობაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში აკრძალულია. ინტერვიუში დმიტრი კოლჩინმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აუდიტორიას რუსულ ტელევიზიაში ცენზურისა და პოლიტიკური კონტროლის დამყარებისთვის გამოყენებული მეთოდები გააცნო, რომელიც გასართობ გადაცემებსაც მოიცავს. „КВН“- ის  ყოფილი სცენარისტის თქმით, „წითელი ხაზები“ ძირითადად  პრეზიდენტზე ხუმრობებს ეხება. ასევე თემატიკას, რომელიც რუსეთში სოციალურ ან პოლიტიკურ ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

„ყველაზე რთული პრეზიდენტებზე ხუმრობებისთვის დაშვების მოპოვებაა,“

– ამბობს კოლჩინი და განმარტავს,  რომ იმ იშვიათ ხუმრობებს, რომლებიც ეთერში მაინც მოხვდა- ყოველთვის კომპლიმენტის ან განდიდების ფორმა ჰქონდა.

სცენარისტმა „КВН“- ის  სამუშაო გარემო ცენზურის „მრავალრიცხოვან ფილტრებს“ შეადარა, რაც გულისხმობს  კონკრეტულ საკითხზე, მოვლენასა თუ პიროვნებებზე ხუმრობების აკრძალვას. მაგალითად კოლჩინი ბინის მფლობელზე მომზადებულ ერთ-ერთი სკეტჩს იხსენებს. სცენარის მიხედვით, მეპატრონეს  სახლის განახლება სურს, რის გამოც ნომერში  ვიქტორ ცოის სიმღერა  „ცვლილება“ (Перемен) გამოიყენეს. თუმცა, რეპეტიციის დროს გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ რადგანაც სიმღერა ხელისუფლებით უკმაყოფილებასთან ასოცირდება, Первый Канал-ის ეთერში არ გავიდოდა.

დმიტრი კოლჩინის თქმით, ადამიანები, რომლებიც  КВН-ში  ამგვარ ცენზურას აწესებენ,  სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ტელევიზიის მენეჯერები არიან, ხოლო უშუალოდ შოუს პროდიუსინგზე პასუხისმგებელი კომპანიის წარმომადგენლებს ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

კოლჩინის ინტერვიუმ კრემლისადმი ლოიალურად განწყობილ მედიაში საპასუხო რეაქციები გამოიწვია.  КВН-ის ერთ -ერთმა წარმომადგენელმა „პრეზიდენტზე ხუმრობების“ თემაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ კოლჩინის განცხადებები სისულელეა, რადგან „ ამგვარი აკრძალვის არსებობის შემთხვევაში, ეკრანებზე საჩვენებელი აღარაფერი იქნებოდა“.

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა 2017 წლის მარტში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ „КВН“ რუსეთის ხელისუფლების მიერ რუსულენოვან აუდიტორიასთან პოლიტიკური კომუნიკაციის დროს გამოიყენება.

КВН-ის შესახებ. КВН რუსეთის ხელისუფლების მფლობელობაში მყოფი ტელევიზია Первый Канал-ის ეთერში გადის და რუსეთში ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემაა.  იუმორისტული შოუ ეთერში პირველად 1961 წელს გავიდა.

მომზადებულია EU Disinfo-ს  მასალაზე  დაყრდნობით

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist