ფრანგული მაღაზია franprix-ის კარზე ზელენსკის შეურაცხმყოფელი სტიკერი არ განთავსებულა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

168
VIEWS

2023 წლის დეკემბერში სოციალური ქსელის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს პოსტები, რომელთა მიხედვითაც, პარიზის ერთ-ერთი სუპერმარკეტის შესასვლელ კარზე გამოაკრეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტიკერი წარწერით “მათხოვარი.” პოსტებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის franprix-ის ლოგო და მაღაზიის შესასვლელ კარზე გაკრული ზელენსკის სტიკერი ჩანს. 

იგივე ინფორმაცია და ფოტოები რუსულენოვან ვებ-საიტებზეც გავრცელდა (1, 2, 3, 4).

daastikere zelenski karze ფრანგული მაღაზია franprix-ის კარზე ზელენსკის შეურაცხმყოფელი სტიკერი არ განთავსებულა

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად franprix-ს დაუკავშირდა. კომპანიის მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტმა კომენტარში უარყო, რომ მათი რომელიმე მაღაზიის კარზე აღნიშნული სტიკერი გამოაკრეს. ამასთანავე, Open Online-ის მიხედვით, ზელენსკის სტიკერის გამოსახულება ფოტოებზე მონტაჟის შედეგია და ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. 

franprix მთელი საფრანგეთის მასშტაბით ამჟამად 600-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.  “მითების დეტექტორთან” კომენტარში კომპანიამ აღნიშნა, რომ ზელენსკის სტიკერის გაკვრის შესახებ ინფორმაცია ტყუილი იყო და მათ არცერთ მაღაზიაში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

აღსანიშნავია, რომ იდენტური მტკიცება და ფოტოები სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის სტიკერის შესახებ ფაქტების გადამოწმების იტალიურმა პლატფორმა open online-მაც გადაამოწმა.

გამოცემის მიხედვით, გავრცელებული ფოტოები დამონტაჟებულია და ამას მათზე შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებაც ადასტურებს. ფოტოზე, რომელზეც ზელენსკის სტიკერის ზურგის მხარე და წარწერა “მათხოვარია” გამოსახული, მაღაზიის კარის ორივე ნაწილში franprix-ის დიზაინის ნაწილი – ვაშლების დეკორაცია ჩანს,  თუმცა მეორე ფოტოზე, რომელზეც წესით იგივე კარზე დაკრული იგივე სტიკერი წინა მხრიდან ჩანს, ერთ-ერთ კარზე გამოსახული ერთადერთი ვაშლი გამქრალია. რაც ადასტურებს, რომ სტიკერის გამოსახულება ფოტოებზე მონტაჟის შედეგია. 

daastikere zelenski karze1 ფრანგული მაღაზია franprix-ის კარზე ზელენსკის შეურაცხმყოფელი სტიკერი არ განთავსებულა
ფოტოები: open online

საინტერესოა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით მისი გამოსახულების მქონე კარიკატურული გრაფიტების შესახებ მცდარი ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ანგარიში თუ გამოცემა ამტკიცებდა, რომ ამგვარი გრაფიტები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში იყო შექმნილი. ვრცლად იხილეთ: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist