7 დეკემბერს სოციალურ ქსელში და ვებ-საიტზე News-kiev.ru გავრცელდა ფოტო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის საფოსტო მარკაზეა გამოსახული. ზელენსკის ულვაშები აქვს მიხატული და ფოტო შემდეგი წარწერით ვრცელდება: “ადოლფ ზელენსკი პოლონურ მარკებზე”.
გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ზელენსკის გამოსახულებით საფოსტო მარკები ნამდვილად დამზადდა, თუმცა ავთენტიკურ ვერსიაზე ზელენსკის ულვაშები არ აქვს მიხატული. გარდა ამისა, საფოსტო მარკა კერძო პირის შეკვეთით დაამზადეს და პოლონეთის ფოსტას გაყიდვაში არ ჩაუშვია.
აღსანიშნავია, რომ ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე ზელენსკის ულვაშები არ აქვს და შესაბამისად ადოლფ ჰიტლერთან მიმსგავსებული არ არის.

გარდა ამისა, მაისში ფოტოს ავთენტიკური ვერსია არასწორი კონტექსტით ვრცელდებოდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და ფეისბუკ-გვერდების თანახმად, პოლონეთის ფოსტამ ზელენსკის გამოსახულებით მარკები გამოუშვა და თითოეულის ფასი 500 ზლოტს შეადგენდა. რეალურად, საფოსტო მარკები ნამდვილად დამზადდა, თუმცა ის არა პოლონეთის ფოსტის მიერ, არამედ ინდივიდუალური შეკვეთით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა დეპუტატმა კრაკოვიდან – ლუკაშ ვანტუხმა დაამზადებინა. მან 11 მაისს განმარტა, რომ მარკების ავტორი თავად იყო. მისი განცხადების მიხედვით, მარკები 500 ზლოტად გაიყიდებოდა და შემოსული თანხა მთლიანად უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის გამოიყენებოდა.
ამ საკითხს მაისში პოლონეთის ფოსტა ტვიტერზე გამოეხმაურა და დაადასტურა რომ კონკრეტული დიზიანი ინდივიდუალურად მომხმარებლის შეკვეთით დამზადდა და პოლონეთის პოსტას გაყიდვაში არ ჩაუშვია. მათივე გამარტებით, ინდივიდუალური დიზაინის შეკვეთა ნებისმიერ ადამიანს პოლონეთის ფოსტის ვებ-გვერდზე შეუძლია.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებული სხვადასხვა ფოტომანიპულაციები მითების დეტექტორმა წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად იხილეთ:
- ზელენსკის გამოსახულებით მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- კრემლის მედია ზელენსკის გამოსახულებით პარიზში მდებარე გრაფიტის გაყალბებულ ფოტოს ავრცელებს
- ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ ANANDA VIKATAN-ს არ ეკუთვნის
- ეკუთვნის თუ არა გავრცელებული კარიკატურა ესპანურ სატირულ ჟურნალს EL JUEVES-ს?
- უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
- В ФЕЙСБУКЕ РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ПОДДЕЛЬНАЯ ОБЛОЖКА ЖУРНАЛА «ШАРЛИ ЭБДО»
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.