ზელენსკის გამოსახულებით მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.2k
VIEWS

7 დეკემბერს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6,7,8) ფეისბუქ მომხმარებლებმა პრეზერვატივში გახვეული უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კარიკატურული გამოსახულება გაავრცელეს. ზელენსკის გვერდით ვხედავთ ინგლისურენოვან წარწერას “ზოგიერთი ადამიანი არასდროს უნდა დაბადებულიყო”. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო ბრაზილიური სტუდია Platinum Studio-ს რეკლამიდანაა. 

Screenshot 6 1 ზელენსკის გამოსახულებით მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება Screenshot 7 1 ზელენსკის გამოსახულებით მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

კარიკატურა, რომელზეც პრეზერვატივში გახვეული ვოლოდიმირ ზელენკსია გამოსახული, პროგრამულადაა დამუშავებული. კომპანია Platinum-ის პროექტისთვის 2017-2019 წლებში მსგავსი კარიკატურები მხოლოდ სამი პირის – ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის გამოსახულებით შეიქმნა. 

კომპანია Platinum 1991 წელს დაარსდა და ის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის ფოტოგრაფებს, დიზაინერებსა და ილუსტრატორებს აერთიანებს. პროექტი “ზოგიერთი ადამიანი არ უნდა დაბადებულიყო” 2017 წლის მაისში გამოჩნდა და ის თავდაპირველად ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის კარიკატურებს შეიცავდა. პროექტის ავტორებად Platimun FMD და ლუჩიანო ონორატო არიან დასახელებული.

Screenshot 8 1 ზელენსკის გამოსახულებით მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
ფოტოები:behance.net

2019 წლის დეკემბერში პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში  ვლადიმერ პუტინის გამოსახულებაც გამოაქვეყნეს, ავტორებს შორის დანიელ ჰაუბრიჩსიცაა მითითებული.

Screenshot 9 1 ზელენსკის გამოსახულებით მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

პროექტის სამივე კარიკატურა ერთად Platinum-ის ფეისბუქ გვერდზე 2020 წლის ივნისში გავრცელდა

Screenshot 10 1 ზელენსკის გამოსახულებით მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

კარიკატურა ზელენკსის გამოსახულებით   არც Platimum-ის გვერდებზე (1,2,3) და არც  ავტორების ნაშრომებს შორის არ გვხვდება (1,2). აღსანიშნავია ისიც, რომ სამი ორიგინალი კარიკატურის შემთხვევაში, როგორც პერსონაჟების ჩაცმულობა, ისე მათი პოზები განსხვავებულია. ასევე, სამივე ლიდერი პრეზერვატივიდან გაღწევას ცდილობს და მათ გაბრაზებული გამომეტყველება აქვთ. 

გავრცელებულ კარიკატურაში ზელენსკი ტრამპის იდენტურად დგას, იდენტურია მათი ჩაცმულობა (შეცვლილია მხოლოდ ჰალსტუხის ფერი) და პრეზერვატივის ბოლო ნაწილის ფორმაც. დამატებით, ზელენსკის თავი დანარჩენი სამი გამოსახულებისგან განსხვავებით შედარებით რეალისტურია და ის ფოტოდან ამოჭრილს ჰგავს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული კარიკატურები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist