ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

432
VIEWS

26 ოქტომბერს Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პალესტინელი კაცი, რომელიც ერთი დღით ადრე თითქოსდა კლინიკაში მკურნალობდა, მეორე დღეს “ჯანმრთელი დარბოდა”. “ასეთია პალესტინის საინფორმაციო ომი”. – წერს ერთ-ერთი პოსტის ავტორი და აქვეყნებს 3 ფოტოს, რომლიდანაც ერთზე კლინიკაში მყოფი კაცია ასახული, მეორეზე ქუჩაში, შენობასთან მდგომი ადამიანი, რომელსაც დაზიანება არ აღენიშნება, მესამეზე კი თეთრ ზეწარში გახვეული პირი, რომელსაც ხელში ტელეფონი უჭირავს.   

 ინფორმაცია ასევე გავრცელდა რუსულენოვან ვებ-საიტებსა და ფეისბუქ-ანგარიშებზე (1;2;3;4;5). 

 

palestineli bitchi ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს

palestineli bitchi2 ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს

ფეისბუქ-პოსტი დეზინფორმაციული შინაარსისაა. რეალურად, ფოტოებზე სხვადასხვა ადამიანია გამოსახული. კლინიკაში მყოფი კაცის ფოტოები და ვიდეოები 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ვრცელდებოდა, ქუჩაში გადაღებულ ფოტოზე კი ვხედავთ პალესტინელ პირს, რომელიც ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ სოციალურ ქსელებში მასალას სისტემატურად აქვეყნებს.  

გავრცელებულ ფოტოებიდან ერთ-ერთზე ვხედავთ კაცს, რომელიც ქუჩაში, სავარაუდოდ, დაბომბილი შენობის ფონზე დგას. მისი იდენტიფიცირება Pimeyes-ის ფოტოს ძიების ხელსაწყოს გამოყენებით შევძელით. ფოტოზე სალეჰ ალჯაფარავია გამოსახული, ის ღაზის სექტორში ცხოვრობს და გამომწერებს ვიდეოებს Instagram-ისა და Facebook-ის ანგარიშებით უზიარებს. მისი სახელით ასევე იძებნება Youtube-არხი, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ, რომ სალეჰ ალჯაფარავი 25 წლისაა და ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელია. აღწერის მიხედვით, არის მომღერალი. არხზე, რომელიც ამ დროისთვის აქტიური არ არის და ბოლო ვიდეო 7 თვის წინ არის გამოქვეყნებული, მისი რამდენიმე სიმღერა იძებნება

 

palestineli bitchi3 ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს
სალეჰ ალჯაფარავის ფეისბუქ-ანგარიში
palestineli bitchi4 ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს
სალეჰ ალჯაფარავის ინსტაგრამ-ანგარიში
palestineli bitchi5 ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს
სალეჰ ალჯაფარავის იუთუბ-ანგარიში

გარდა ამისა, მის ინსტაგრამ-ანგარიშზე იძებნება 25 ოქტომბრით დათარიღებული ვიდეო, რომლიდანაც, სავარაუდოდ, ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოა ამოჭრილი.

palestineli bitchi6 ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს
ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და სქრინშოტი ალჯაფარავის ინსტაგრამ-ვიდეოდან

ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ მეორე ფოტოზე ვხედავთ, სავარაუდოდ, კლინიკაში მყოფ პირს. როგორც ავტორი ამტკიცებს, ფოტოებზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული და საავადმყოფოს ვიდეო დადგმულია. რეალურად, ვიდეო, რომლის სქრინშოტიც ვრცელდება, Tik-Tok-ზე ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებამდე, 3 სექტემბერს არის გამოქვეყნებული. ვიდეოს ავტორი, ანგარიშზე მითითებული მონაცემების მიხედვით, ესამ ზანდექია. მის ანგარიშზე ვხვდებით კიდევ რამდენიმე ვიდეოს, რომელშიც იმავე პირს ვხედავთ. ვიდეოებიდან ირკვევა, რომ მას ფეხი აქვს მოკვეთილი.

palestineli bitchi7 ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს
მარცხნივ – ფოტო ფეისბუქ-მომხმარებლის პოსტიდან. მარჯვნივ – სქრინშოტი Tik-Tok-ზე 3 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეოდან

palestineli bitchi8 ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს

პროპალესტინური “საერთაშორისო სოლიდარობის მოძრაობის” ვებ-საიტზე 25 აგვისტოს გამოქვეყნებულია სტატია, რომლის მიხედვითაც 24 ივლისს ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის რეიდის დროს დაშავებულ 16 წლის მუჰამედ ზენდიქს ფეხი მოკვეთეს.  

გავრცელებული დეზინფორმაცია Reuters-მაც გადაამოწმა.   

რაც შეეხება ფეისბუქ-პოსტის მესამე ფოტოს, რომელზეც თეთრ ზეწარში გახვეული ადამიანია გამოსახული, ის სხვადასხვა ტელეგრამ-ანგარიშზე ისრაელ-ჰამასის 2023 წლის ომის დაწყებამდე, ივნისში ვრცელდებოდა

palestineli bitchi9 ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.

არქივის პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist