ფეისბუქზე ქეთი დევდარიანის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.5k
VIEWS

8 სექტემბერს პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ფეისბუკ ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტის, ქეთი დევდარიანის სახელით ციტატა გამოაქვეყნა. ციტატაში დევდარიანი პრორუსსა და პუტინის აგენტს უწოდებს კაცს, რომელიც საკუთარ ცოლთან სქესობრივი კავშირით დაკავდება.

sotsialur qselshi qethi devdarianis ფეისბუქზე ქეთი დევდარიანის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ქეთი დევდარიანის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. ღია წყაროებში იდენტური ან მსგავსი შინაარსის შემცველი ფრაზა არ იძებნება და მისი ნამდვილობა “მითების დეტექტორთან” ქეთი დევდარიანმაც უარყო.

ციტატა, რომლის თანახმადაც, დევდარიანმა პრორუსი და პუტინის აგენტი უწოდა კაცს, რომელიც საკუთარ ცოლთან სქესობრივი კავშირით დაკავდება, გაყალბებულია, თუმცა პოსტის გამოხმაურებებიდან ჩანს, რომ მკითხველებს ციტატის ნამდვილობის სჯერათ. დევდარიანის მიერ ნათქვამი ან დაწერილი მსგავსი შინაარსის ფრაზა ღია წყაროებში არ იძებნება და არც სცენარისტის ფეისბუკის პირად ანგარიშზე გვხვდება. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ქეთი დევდარიანს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ციტატა გაყალბებულია მას მსგავსი ფრაზა არასდროს უთქვამს.

წარსულში სოციალურ ქსელში სცენარისტ ქეთი დევდარიანის კომენტარი კონტექსტის გარეშე გავრცელდა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს დევდარიანს უკრაინის შესახებ გავრცელებული კონსპირაციების სჯეროდა. რეალურად, დევდარიანის კომენტარი კონსპიროლოგიური თეორიის აწყობის მაგალითი იყო და არა იდეა, რომელსაც სცენარისტი იზიარებდა
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროს შესახებ:

ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების მქონე ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გარდა ამისა, ეს ანგარიშები სისტემატიურად ავრცელებენ “კონსერვატიულ” მოძრაობასთან დალავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემებს. ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. “მითების დეტექტორს” ამ ანგარიშების მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

sotsialur qselshi qethi devdarianis 1 ფეისბუქზე ქეთი დევდარიანის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist