ფეისბუქზე კობახიძისა და ღარიბაშვილის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

157
VIEWS

17 და 15 სექტემბერს ყალბმა ფეისბუკ ანგარიშმა ბიწაძე ნანამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ციტატები გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, კობახიძე ოცნების მხარდამჭერებს სოლიდარობის ნიშნად ფეისბუკზე “ფრეიმად” პალესტინის დროშის დაყენებისკენ მოუწოდებს, მეორე პოსტში კი, ირაკლი ღარიბაშვილი პალესტინიდან 40 000 დევნილის შეფარებაზე აკეთებს განცხადებას. ციტატებს ონლაინ გამოცემის On-ge-ის ლოგოები აქვს დართული, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სქრინშოთები ონლაინ გამოცემის ვებ-საიტზე არის გაკეთებული. კობახიძეზე იდენტური სქრინშოთი 17 ოქტომბერს ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმაც გაავრცელა

ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა ასევე გამოაქვეყნა ფეისბუქ ანგარიშმა “თეა აბაშიძე (მრისხანე ბაბუაწვერა)”.

sss ფეისბუქზე კობახიძისა და ღარიბაშვილის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის სახელითა და ონლაინ მედიის On.ge-ის ლოგოს გამოყენებით გაყალბებული ციტატები ვრცელდება. იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადებები ღია წყაროებში, მედიასაშუალებებსა და კობახიძისა და ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდებზე არ იძებნება.

“ქართული ოცნების”  თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოწოდება პალესტინის დროშის “ფრეიმად” დაყენების შესახებ არ გაუვრცელებია. ამგვარი ციტატა არ გვხვდება  კობახიძის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე და არც On.ge-ის საიტზე არ იძებნება.

ყალბია ირაკლი ღარიბაშვილის ციტატაც. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოეხმაურა  და ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობა გამოუცხადა.

Screenshot 2023 10 18 133016 ფეისბუქზე კობახიძისა და ღარიბაშვილის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება
წყაროს შესახებ:

ყალბი ფეისბუკ ანგარიში ბიწაძე ნანა ხელისუფლების წევრებზე ყალბ ინფორმაციას სისტემატიურად აქვეყნებს (1,2). 2020 წელს აღნიშნული ფეისბუკ ანგარიში გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris შეისწავლა და დაადგინა, რომ ის Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს. 

Screenshot 2023 10 18 133021 ფეისბუქზე კობახიძისა და ღარიბაშვილის სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება

ანგარიში “ბიწაძე ნანა” დაკავშირებულია მეორე ფეისბუქ ანგარიშ “მრისხანე ბაბუაწვერასთან”, რომელსაც თედო აბაშიძე მართავს. თედო აბაშიძე სხვადასხვა პოლიტიკოსების ყალბ ციტატებს ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურ ამბად აღიქვამს.

“ბიწაძე ნანას” მირ გავრცელებული ყალბი პოსტები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist