ფეისბუქზე ჯო ბაიდენის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მორიგი ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

660
VIEWS

8 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა Nodo Demurishvili ჯო ბაიდენის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით “ყოველთვის არსებობს გამოსავალი”. ფოტოზე ამერიკის პრეზიდენტს ცელოფნის მსგავსი მატერიისგან შექმნილი კოსტუმი აცვია, რომელსაც ყველა მხარეს ათეულობით ბუშტი აქვს. ბაიდენს თავზეც დიდი ბუშტი ახურავს. 9 ივნისს იდენტური ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმაც გამოაქვეყნა. თანდართულ აღწერაში მძინარაშვილი ამერიკის რამდენიმე ყოფილ პრეზიდენტს ჩამოთვლის და მათ ბაიდენის შესახებ ეკითხება: “ეს რა არის და ვინ არის?”. 9 ივნისს მძინარაშვილის პოსტზე დაყრდნობით მასალა News Front-მა გამოაქვეყნა. 

Screenshot 2 5 ფეისბუქზე ჯო ბაიდენის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მორიგი ფოტო ვრცელდება

გავრცელებული ფოტო რეალური არაა. მისი ნამდვილობა ღია წყაროებით არ დასტურდება და ფოტოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოს დამახასიათებელი ნიშნები აქვს. 

ჯო ბაიდენის ფოტო სხვადასხვა სოციალურ ქსელში სხვადასხვა აღწერით ივნისის დასაწყისიდან ვრცელდება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ფოტო ტვიტერზე გაავრცელა ანგარიში Investor’s Center იყო, რომელმაც ფოტო 5 ივნისს სატირული გამოცემა The Babylon Bee-ს სტატიასთან ერთად გამოაქვეყნა. სტატიის სათაურია: “ბაიდენი ერს არწმუნებს, რომ ახალი მაგარი ჩაფხუტის წყალობით, რომელსაც ის ატარებს, სანერვიულო არაფერი გვაქვს”. 

გავრცელებულ ფოტოს ხელოვნური ინტელექტის (Artificial Intelligence-AI) მიერ გენერირებული ფოტოების ნიშნები ნამდვილად აქვს. ბაიდენს მარცხენა ხელზე რამდენიმე თითით მეტი აქვს, ასევე მისი სახის ნაწილები, განსაკუთრებით ცხვირი, დეფორმირებულია და ამერიკის პრეზიდენტის სახისგან განსხვავდება. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელ Nodo Demurishvili-ს მცდარი ინფორმაცია ადრეც გაუვრცელებია. 2023 წლის იანვარში მან მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის შესახებ ვიდეომანიპულაცია გაავრცელა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist