სააკაშვილის პირად ექიმზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

243
VIEWS

5 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Nodo Demurishvili გაავრცელა ვიდეო აღწერით: “მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, რომლის დასკვნითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვერცხლისწყლით მოწამლეს”. ვიდეოში ასახულია მამაკაცი, რომელიც სხვადასხვა სიმღერაზე ცეკვავს. 

Screenshot 1 სააკაშვილის პირად ექიმზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება და მასში ასახული პირი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი არ არის. ვიდეო ტიკ-ტოკის მომხმარებელს ეკუთვნის, რომელიც სოციალურ ქსელში გასართობი შინაარსის მასალებს აქვეყნებს. 

გავრცელებული ვიდეოკოლაჟი 21 დეკემბერს ტიკ ტოკის მომხმარებელმა შაკო ჩაჩანიძემ (@shakochachanidze) გამოაქვეყნა.

Screenshot 2 სააკაშვილის პირად ექიმზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ვიდეოში ასახული პირი არც მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და არც სხვა რომელიმე მკურნალი ექიმი არ არის. ვიდეოს ავტორი ტიკ ტოკის მომხმარებელი – კახელი კარუზია, რომელიც საკუთარ ვიდეოებს და ზოგადად გასართობი შინაარსის კონტენტს ტიკ ტოკის ანგარიშზე რეგულარულად აქვეყნებს. გავრცელებული კოლაჟი “კახელი კარუზის” 11 სხვადასხვა ვიდეოს აერთიანებს, რომელთაგან ყველაზე ძველი “კახელი კარუზის” პირად გვერდზე 2022 წლის 8 დეკემბერს, ხოლო ყველაზე ახალი 2022 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა

აღნიშნული პირი ასევე გვხვდება ტანსაცმლის მაღაზია “ბუტიკი მაკო” (იგივე ბუტიკი M.K.) ფეისბუქ და ტიკ-ტოკის გვერდებზე განთავსებულ რამდენიმე ვიდეოში, სადაც ის პროდუქტს რეკლამას უკეთებს.

Screenshot 3 1 სააკაშვილის პირად ექიმზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ვერცხლისწყლით შესაძლო მოწამვლის შესახებ 2022 წლის 19 ნოემბერს სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ და მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გაავრცელეს. ალასანიას მტკიცებით, ცენტრი “ემპათიის” დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალია აღმოჩენილი. 

3 დეკემბერს მსგავსი ინფორმაცია ამერიკელი პროფესორი დევიდ სმიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგაც გავრცელდა. მთავარი არხის მიხედვით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თმასა და ფრჩხილის ნიმუშებში ვერცხლისწყლისა და დარიშხანის ნიმუშები აღმოჩნდა და ეს ნივთიერებები პაციენტის ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა. ეს პოზიცია ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა 29 დეკემბერს სასამართლოშიც დაადასტურა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილის ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის ვერცხლისწყლის მაჩვენებლები დასაშვებ ნორმას არ სცდება. 

რაც შეეხება ტიკტოკის მომხმარებელ შაკო ჩაჩანიძეს, ის ძირითადად მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის ვიდეოებს ავრცელებს

Screenshot 4 1 სააკაშვილის პირად ექიმზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist