ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

893
VIEWS

18 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა Nodo Demurishvili გაავრცელა ე.წ. რილსი (Reels), რომელზეც, თითქოს, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებს და მკერდზეც ჰიტლერის გამოსახულებით აქვს ტატუ. პოსტის ავტორმა ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოწვეული რეაქცია სწორედ ამ ფოტოთი ახსნა. მასზე დატანილია წარწერა: ,,აი, რატომ მისტირიან ჩვენი ფაშისტები ნავალნის”.

navalnisthan dakavshirebith photophabrikatsia ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ფოტოში ნავალნის სახეა ჩასმული. რეალურად, ალექსეი ნავალნის ჰიტლერის გამოსახულებით ტატუ არ ჰქონია.

ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ეს ფოტოფაბრიკაცია წლებია სხვადასხვა ვებ-საიტზე ვრცელდება და მისი გარდაცვალების შემდეგ კვლავ გააქტიურდა. 

ავთენტიკურ ფოტოზე ალექსეი ნავალნი ასახული არ არის. მასზე ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მკერდზე მართლაც აქვს ჰიტლერის პორტრეტის ტატუ. რეალურ ფოტოს რამდენიმე რუსულენოვანი ვებ-საიტიც ავრცელებდა. ფოტო ასევე გამოყენებული აქვს ამერიკულ გამოცემა HUFFPOST-ს პუტინსა და უკრაინაზე საუბრისას. 

navalnisthan dakavshirebith photophabrikatsia1 ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

ფოტოებზე ფონად სამფეროვანი დროშა ჩანს, რომელიც რუსეთში 2011 წელს დიმიტრი დემუშკინის მიერ დაფუძნებულ ნაციონალისტურ მოძრაობა ,,რუსებს” ეკუთვნის. ისინი ყოველწლიურად მონაწილეობდნენ რუსეთის ,,ეროვნული ერთიანობის დღისადმი” მიძღვნილ მსვლელობებში, რომელიც 4 ნოემბერს იმართება. ორგანიზაცია რუსეთში 2015 წელს ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადეს და აკრძალეს. სავარაუდოდ, გავრცელებულ ფოტოზე ასახული ახალგაზრდა კაცი ულტრამემარჯვენე აქტივისტია. ღია წყაროებში იძებნება ფოტოები სხვა ნაციონალისტური შეკრებებიდან, რომლებშიც ის ასევე მონაწილეობს.

navalnisthan dakavshirebith photophabrikatsia2 ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დეზინფორმაცია წლებია ვრცელდება და მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. ,,მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა რუს ოპოზიციონერთან დაკავშირებული საეჭვო ცნობები, რასაც კრემლის პროპაგანდა იყენებდა:

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი და ბლოგერი იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა 16 თებერვალს მისი გარდაცვალების ცნობა გაავრცელა. ალექსეი ნავალნი ქიმიური იარაღის, ნოვიჩოკით მოწამვლის შემდგომ 4-თვიანი მკურნალობის დასრულებისას, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა და 2021 წლის 17 იანვარს დააკავეს, 2023 წლიდან კი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში. გასული წლის აგვისტოში მას რუსეთის სასამართლომ 19-წლიანი სასჯელი დაუმატა. ნავალნი 14 თებერვალს გადაიყვანეს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე სადამსჯელო კოლონიაში, სადაც გარდაიცვალა. კრემლის ოფიციალური ვერსიით, ნავალნი სეირნობისას შეუძლოდ გახდა და დაიღუპა. 

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელ Nodo Demurishvili-ს მცდარი ინფორმაცია ადრეც გაუვრცელებია, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist