რუსული დეზინფორმაცია ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

Gessen-Alexei-Navalny-
36
VIEWS

პრო-კრემლინური მედია დეზინფორმაციას არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების დისკრედიტაციისთვის იყენებს, არამედ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგაც.

Disinformation Digest-ის ცნობით, ამჯერად, დეზინფორმაციული თავდასხმის მსხვერპლი ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი გახდა. რუსულ ბლოგზე გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნი საფრანგეთში 3 მილიონი ევროს ღირებულების ვილას მალავდა. ბლოგის სამიზნე ნავალნის საქმიანობა გახდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედ შემოსავლებისა და ქონების არასწორ დეკლარირებაში და კერძო საკუთრების დამალვაში ამხელს.

ბლოგში ავტორს მითითებული აქვს ნავალნის ვილის ფოტო. ასევე დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ვილა ნავალნის სახელზეა გაფორმებული.

რეალური ფაქტები

1. ფოტოზე გამოსახული ვილა ნავალნის არ ეკუთვნის

Google-ის ფოტოების საძიებო სისტემაში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ “ნავალნის ვილა” სინმადვილეში ეფრუსი-როტშილდის ოჯახს ეკუთვნის, რომელიც ბეატრისე როტშილდის შეკვეთით 1912 წლისთვის აშენდა. 1934 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ვილა და მასში განთავსებული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები ნატიფი ხელოვნების ფრანგულ აკადემიას გადაეცა. დღეს ვილა მუზეუმის ფუნქციას ასრულებს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

2. ბლოგში წარმოდგენილი დოკუმენტაცია ყალბია

დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც თითქოს ამტკიცებს, რომ ვილის მესაკუთრე ნავალნია, ნავალნი 2016 წლის 8 იანვარს დაბადებულა.

რუსულ დეზინფორმაციას თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ 11 თვის ალექსეი ნავალნის პარიზში 3 მილიონი ევროს ღირებულების როტშილდების ვილა შეუძენია.

inline images doc რუსული დეზინფორმაცია ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist