სპუტნიკი Bellingcat-ის გამოძიებებს ეჭვქვეშ აყენებს – ნავალნის მოწამვლიდან მალაიზიურ ბოინგამდე

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

19
VIEWS

3 მარტს სპუტნიკ-საქართველომ ვიქტორია ნიკოფოროვას ავტორობით გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მიმოხილვა: ფეიკების ფაბრიკა და მისი ნამდვილი მფლობელები”, სადაც საგამოძიოებო ვებ-საიტის Bellingcat-ის და მისი დამუძნებლის ელიოტ ჰიგინსის შესახებაა საუბარი. სტატიაში ნათქვამია, რომ Bellingcat-ის გამოძიებები ფაბრიკაციაა და არც ერთი მათგანი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული.

Bellingcat-ის გამოძიებებზე საუბარი იყო სპუტნიკ-საქართველოს რუსულ ვერსიაშიც, სადაც 4 მარტს კოლუმნისტი ვლადიმირ კორნილოვის ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “3 წელი სკრიპალების საქმიდან. “დიდი ალბათობით” რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებებიდან გაქრა.” სტატიის მიხედვით, სკრიპალების საქმის გამოძიება დასრულებული არ არის, მიუხედავად ამისა კი დასავლურ მედიაში ის დადასტურებულ ფაქტად არის წარმოდგენილი. სტატიის ავტორი ასევე ახსენებს ნავალნის მოწამვლას, მალაიზიის თვითმფრინავის (MH17) ჩამოგდებას და სირიის მოვლენებს, ხოლო ამ საქმეებში Bellingcat-ის საგამოძიებო მეთოდებს საეჭვოდ მიიჩნევს.

;

 

;

იმის გასარკვევად, თუ რა მტკიცებულებები უდევს საფუძვლად Bellingcat-ის გამოძიებას და რის საფუძველზე უარყოფს კრემლის მედია კრემლის პასუხისმგებლობას, “მითების დეტექტორი” გთავაზობთ იმ საქმეების მიმოხილვას, რომლებშიც ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად რუსული კვალი გამოვლინდა.

ნავალნის მოწამვლის საქმე

2020 წლის 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. 22 აგვისტოს კი ომსკიდან გერმანიაში გადაიყვანეს. ომსკის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში საწამლავი ვერ აღმოაჩინეს და მისი კომაში ჩავარდნა სავარაუდოდ სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნით გამოწვეულ მეტალობურ დარღვევას უკავშირდება, თუმცა ბერლინის კლინიკაში ნავალნის განსხვავებული დიაგნოზი დაუსვეს, მისი მოწამვლა ნოვიჩოკით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს ევროკავშირმა რუსეთის მთავრობის 6 ოფიციალურ პირს, ასევე ფსბ-ს დირექტორს ნავალნის მოწამვლაში მონაწილეების დახმარებისთვის სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა დაასანქცირა რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევითი ინსიტუტიც, რომელმაც, ევროკავშირის აზრით, ნავალნის მოწამვლისთვის გამოყენებული ნივთიერება შეიმუშავა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსული სპეცსამსახურები ნავალნის მართლაც უთვალთვალებდნენ, თუმცა, მათ მიერ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლა უარყო. პუტინმა ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე განაცხადა, რომ კრემლის მხრიდან ამის სურვილი რომ ყოფილიყო, წარმატებით განხორციელდებოდა. პუტინის განცხადებების პარალელურად რუსეთის მაღალჩინოსნები და კრემლისტური მედია ნავალნის მოწამვლის საქმეში კრემლის კვალს უარყოფს და დასავლეთს რუსოფობიაში ადანაშაულებს.;

ნავალნის მოწამვლის გაშუქება რუსულ მედიაში. წყარო: Twitter

რუსული ვერსიები

ფაქტები, Bellingcat-ის არგუმენტები, ნავალნის საგამოძებო ექსპერიმენტი

Московский Комсомолец, Regnum და სხვა რუსული მედია: ნავალნიმ წინა დღეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო, შემდეგ კი მედიკამენტი მიიღო, რამაც ინტოკსიკაცია გამოიწვია.

ნოვიჩოკის კვალი ნავალნის კანის ნიმუშებში, სისხლში, შარდში აღმოჩნდა. დეტალური კვლევა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა

სამხედრო ექსპერტი იგორ კოროტჩენკო, Россия 1: ნავალნი დასავლეთის ტროას ცხენია, რომელიც საიქიოდან დააბრუნეს, რათა რუსეთში სიტუაცია არიოს.

გარდა Bellingcat-ის და მისი პარტნიორების ერთობლივი გამოძიებისა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისგან შედგება, ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლა და ამ საქმეში კრემლის პასუხისმგებლობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტების 4-თვიანმა გამოძიებამაც დაადგინა

სერგეი ლავროვი: ნავალნის მოწამვლა დადგმულია, რადგან გერმანიას ამის მტკიცებულებები არ წარუდგენია.

არამარტო გერმანიამ, არამედ საფრანგეთსა და შვედეთში დამოუკიდებელმა ტოქსიკოლოგიურმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს. ნავალნის ნიმუშებში ნოვიჩოკის კვალი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამაც (OPCW) აღმოაჩინა.

ვლადიმირ პუტინი: [ბელინგქეთის გამოძიება] ეს არ არის გამოძიება, აშშ-ის სპეცსამსახურების მონაცემების ლეგალიზაციაა.

Bellingcat-ის და Insider-ის გამოძიების ავტორები უთითებენ, რომ ინფორმაცია, რომელიც რუსეთიდან მოიპოვეს, დასავლურ ქვეყნებში ხელმისაწვდომი არ იქნებოდა, რადგან რუსეთში უფასოდ ან მცირე თანხის გადახდის სანაცვლოდ ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება: რუსული ელ.ფოსტის პროვაიდერები, როგორიცაა Mail.ru და Rambler, ასევე სოციალური ქსელი Vkontakte პირადი მონაცემების დაცვას უგულებელყოფენ, რაც ხშირად ინფორმაციის გაჟონვას განაპირობებს. სწორედ ამ მონაცე

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ციმბირის დეპარტამენტი: ნავალნის დიაგნოზი მეტაბოლიზმის დარღვევა და ქრონიკული პანკრეატიტია.

Lancet-ში გამოქვეყნებულ სამედიცინო კვლევაში აღნიშნულია, რომ ნავალნის ჯანმრთელობა მოწამვლამდე კარგ მდგომარეობაში იყო

Bellingcat-ის, The Insider-ის, Der Spiegel-ისა და CNN-ის ერთობლივი გამოძიებამ ფსბ-ს თანამშრომლების ალექსეი ალექსანდროვის, ივან ოსიპოვის და ვლადიმიტ პანიაევის იდენტიფიცირება მოახდინა. მათ ნავალნისთან ერთად იმოგზაურეს და მას ტომსკშიც გაყვნენ, სადაც მის მოწამვლაში მონაწილეობდნენ.

;

წყარო: Bellingcat

გამოძიებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფსბ-ს თანამშრომლები ნავალნის 2017 წლიდან უთვალთვალებდნენ და რუსეთში იმავე მიმართულებებით, რომელ ქალაქებშიც ნავალნი მიემგზავრებოდა, 30-ზე მეტ პარალელურ რეისზე იფრინეს. გამოძიებაში გამოყენებული იყო სატელეფონო, ასევე საჰაერო რეისების მონაცემები, რომლებმაც აჩვენა, რომ ფსბ გასაიდუმლოებულ უწყებას ამუშავებს, რომელიც ფორმალურად ტერორისტული აქტების გამოძიებასა და მაღალტექნოლოგიური დანაშაულის პრევენციას ახდენს, სინამდვილეში კი მომწავლელ ნივთიერებებზე მუშაობს.

ნავალნიმ სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით, თავდასხმის სავარაუდო მონაწილეს ესაუბრა. ნავალნიმ თავი ფსბ-ს თანამშრომლად გაასაღა და ადამიანს, რომელმაც სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ კუდრიავცევია, უთხრა, რომ ფბს-ს ხელმძღვანელობისთვის ანგარიშს ამზადებდა, რისთვისაც მასთან გასაუბრება და ოპერაციის შეფასება სურდა. ნავალნის თანამოსაუბრემ, სავარაუდოდ კუდრიავცევმა თქვა, რომ საწამლავი ნავალნის საცვალზე მოათავსეს და რომ არა ნავალნის დროული გადაყვანა საავადმყოფოში, პოლიტიკოსი მოკვდებოდა.


სკრიპალების საქმე

2018 წლის  4 მარტს რუსეთის ყოფილი სამხედრო ოფიცერი და ბრიტანული დაზვერვის ორმაგი აგენტი ვიქტორ სკრიპალი, ასევე მისი შვილი იულია სკრიპალი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვული აგენტით – ნოვიჩოკით მოწამლეს. საწამლავი მათი კარის სახელურზე იყო წასმული. 2018 წლის აპრილში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) მხარი დაუჭირა აშშ-ის მთავრობის დასკვნებს ნოვიჩოკის რუსულ წარმომავლობასთან დაკავშირებით. 2018 წლის 5 სექტემბერს ბრიტანეთის მთავრობამ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებად რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი დაასახელა. ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის “სკოტლანდ იარდის” თანახმად, ამ ორი ადამიანის მიმართ ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულება არსებობდა. მოგვიანებით, Bellingcat-ის და The Insider-ის ერთობლივი გამოძიებაც გამოქვეყნდა, რომელმაც პეტროვისა და ბოშიროვის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი გამოავლინა, ისინი გრუ-ს თანამშრომლები არიან.

რუსული ვერსიები

ფაქტები

იგორ ნიკულინი, სამხედრო ექსპერტი: ნოვიჩოკს, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს, აშშ აწარმოებს.

სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ნოვიჩოკის სერიის სამხედრო კლასის ნერვული აგენტები, რომელიც საბჭოთა კავშირსა და რუსეთში 1971-93 წლებში შეიმუშავეს

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნოვიჩოკმა ბრიტანული Porton Down-ის ლაბორატორიიდან გაჟონა.

იმავე დღეს, როდესაც სკრიპალები მოწამლეს, ეჭვმიტანილები ლონდონიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრაავნდნენ. სასტუმროში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ნოვიჩოკის კვალი აღმოაჩინეს
;

Sputnik-Abkhazia: პორტონ დაუნის ლაბორატორიამ უარყო, რომ საწამლავი რუსეთში დამზადდა

პორტონ-დაუნის ლაბორატორიას არ განუცხადებია, რომ ნერვული აგენტი, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს, რუსეთში არ არის დამზადებული. მათ განმარტეს, რომ საწამლავის წარმომავლობის შესახებ დასკვნის გაკეთება პორტონ დაუნის ლაბორატორიის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება, რადგან ის მხოლოდ სამეცნიერი კვლევებს ატარებს, აღნიშნული საკითხის დადგენა კი დაზვერვის საქმიანობაა.

RT-ს რედაქტორთან მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში მოწამვლაში ეჭვმიტანილებმა განაცხადეს, რომ სოლსბერიში ტურისტულად იმყოფებოდნენ და ისინი ბიზნესმენები არიან

საიდენტიფიკაციო დოკუმენტები მოწმობს, რომ რუსლან ბაშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის ფსევდონიმებით სინამდვილეში გრუ-ს აგენტები – ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი არიან. ორივეს “რუსეთის გმირის” ჯილდო აქვს მიღებული.

ლეონიდ რინკი, რუსი მეცნიერი: მოსკოვის მონაწილეობის შემთხვევაში, სკრიპალები ცოცხლები ვერ გადარჩებოდნენ.

ნოვიჩოკით მოწამვლა ყოველთვის ლეტალურად არ სრულდება. სკრიპალების მოწამვლა კანიდან მოხდა, რის გამოც ნივთიერებამ შედარებით ნელა იმოქმედა. არსებობს ნერვული აგენტებით მოწამვლისა და გადარჩენის სხვა მაგალითებიც.


ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

MH17

2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების ბოინგი 777 (რეისი MH17), რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, უკრაინაში, დონეცკის რეგიონში ჩამოვარდა. გარდა Bellingcat-ისა, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ღია წყაროებზე დაყრდნობით ატარებს, ამ საკითხზე ნიდერლანდების ხელმძღვანელობით ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი (JIT) მუშაობდა და პროცესში ასევე ჩართული იყო ავსტრალიის, უკრაინის, მალაიზიისა და ბელგიის სისხლის სამართლის ორგანოები. გამოძიებამ მოწმეების, სატელეფონო ჩანაწერების, სატელიტური სურათებისა და სხვა მასალების გამოყენებით დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების “ბუკის” რაკეტამ ჩამოაგდო, რომელიც უკრაინაში რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაისროლეს. ამის შემდეგ ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობებმა რუსეთი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლად ოფიციალურად ცნეს.

რაც შეეხება Bellingcat-ის საგამოძიებო კვლევას, მათ იმ სატვირთოს მარშუტის დადგენა შესძლეს, რომელსაც სარაკეტო სისტემა გადაჰქონდა, ის დონეცკში 2014 წლის 17 ივლისს Stratfor-ის სატელიტურმა გამოსახულებამ დააფიქსირა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით მოხდა იმ პიროვნებების იდენტიფიცირებაც, ვინც თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობდა.

გამოძიების საწინააღმდეგოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენლები და კრემლის მედია სხვადასხვა დროს ალტერნატიულ ვერსიებს ავრცელებდნენ.

რუსეთის  ვერსიები

ფაქტები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: მალაიზიური ბოინგი უკრაინულმა მოერიშე Су-25-მა ჩამოაგდო.

ტექნიკურად შეუძლებელია Су-25-ს ბოინგი გაენადგურებინა, რადგან ის ვერც საკმარის სიჩქარეს ავითარებს და დაბალ სიმაღლეზე მოქმედებს. საგამოძიებო დასკვნის მიხედვით, რაკეტა რუსული წარმოშობის “BUK” იყო, მისი კვალი ფოტოზეც აღიბეჭდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა ;

ტელეკომპანია НТВ: BUK რუსულ შეიარაღებაში 1999 წლიდან აღარ გამოიყენება.

არსებობს 2013-2015 წლის ფოტო/ვიდეო მასალა, სადაც რუსულ სამხედრო ბაზაზე და ციმბირში გამარჯვების აღლუმზე BUK ფიქსირდება

რუსეთის პირველი არხი: თვითფრინავი უკრაინულმა მხარემ სსკ Бук-М1-ის გამოყენებით გაანადგურა, ავიაკატასტროფის დღეს ის სოფელ ზაროშენკოესთან, ფრონტის ხაზთან ახლოს დაფიქსირდა.

17 ივლისს სოფელ ზაროშენკოეს არა უკრაინელი სამხედროები, არამედ პრო-რუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ

სარაკეტო სისტემის გადამტანი სატვირთო 2014 წლის 17 ივლისს რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინისკენ დაიძრა, დონეცკის ოლქში, ქალაქ მაკეევკაში, შევიდა, მეორე დილას კი ერთი რაკეტის გამოკლებით საზღვარი ისევ გადაკვეთა. მანქანის სერიული ნომრები რუსეთის არმიის 53-ე ბრიგადასთან იდენტიფიცირდება ;

17 ივლისის სატელეფონო საუბრებში ნახსენებია სატვირთო კოლონის მარშრუტი და თვითმფრინავის  (რომელიც სავარაუდოდ უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ეგონათ) ჩამოგდების გეგმა. იდენტიფიცირებული პირები რუსეთის სადაზვერვო დირექტორატის ოფიცერი ოლეგ ვლადიმიროვიჩ ივანიკოვი და გენერალი ნიკოლაი ფედეროვიჩ ტკაჩოვი არიან


დეტალურად MH17-ის გამოძიების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist