კრემლის მედია ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გაყალბებულ წერილს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

417
VIEWS

9 ოქტომბერს ორგანიზაცია “ევრო-აზიური ალიანსის” თავმჯდომარემ კობა კუსიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც ინტერნეტ სივრცეში გაჟონა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ხელმოწერილმა წერილმა. წერილი ესპანეთის მეფე ფილიპ VI-ს სახელზეა დაწერილი და ესპანეთის მონარქს რამდენიმე ათეული უკრაინელი და ბელარუსი მოქალაქისთვის, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნების ვოლოდიმირ ზელენსკის, რეზნიკოვის, კულებას, სტეფანჩუკის შვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვენ. პოსტს მტკიცებულების სახით თანდართული აქვს ესპანურენოვანი წერილი.

5 ოქტომბრიდან იდენტური ინფორმაცია კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ (1,2,3), მათ შორის Правда-მ და Царьград-მა და ფეისბუქის რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2). ინფორმაცია ასევე გავრცელდა რუსულ ბლოგ-პლატფორმაზე LiveJournal (1,2).

kremlis media evropuli sabtchosa da evrokomisiis prezidentebis sakhelith gaqhalbebul tserils avrtselebs1 კრემლის მედია ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გაყალბებულ წერილს ავრცელებს

kremlis media evropuli sabtchosa da evrokomisiis prezidentebis sakhelith gaqhalbebul tserils avrtselebs2 კრემლის მედია ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გაყალბებულ წერილს ავრცელებს

გავრცელებული წერილები გაყალბებულია. მათი ნამდვილობა “მითების დეტექტორთან” კომენტარში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ უარყო. ასევე წერილის ესპანურენოვან ვერსიაში მართლწერის შეცდომებია დაშვებული, ხოლო ორივე წერილში უკრაინული სახელები და გვარები რუსული ტრანსლიტერაციით არის დაწერილი.

გავრცელებული წერილები გაყალბებულია. წერილების თანახმად, მიმართვა 8 სექტემბერს არის გაგზავნილი, თუმცა მსგავსი შინაარსის წერილები არც ევროპული საბჭოს და არც ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-საიტებზე ხელმისაწვდომი არ არის.

kremlis media evropuli sabtchosa da evrokomisiis prezidentebis sakhelith gaqhalbebul tserils avrtselebs3 კრემლის მედია ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გაყალბებულ წერილს ავრცელებს
ევროპული საბჭოსა (მარცხნივ) და ევროკომისიის (მარჯვნივ) მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტები

ინფორმაციის დამატებით გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ დაადასტურა, რომ გავრცელებული წერილები გაყალბებულია. 

გარდა ამისა, ნიშანდობლივია დამატებითი დეტალები, რომლებიც წერილების სიყალბეზე მიანიშნებს; წერილის ესპანურენოვან ვერსიაში მართლწერის შეცდომებია დაშვებული, რომლებიც ოფიციალურ ტექსტში არ შეგვხვდებოდა.

kremlis media evropuli sabtchosa da evrokomisiis prezidentebis sakhelith gaqhalbebul tserils avrtselebs4 კრემლის მედია ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გაყალბებულ წერილს ავრცელებს

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინული და ბელარუსული სახელები რუსული ტრანსლიტერაციის წესებით არის ჩაწერილი, მაგალითად წერილში წერია Alexey Reznikov და არა Oleksii Reznikov, Kirill Zelensky და არა Kyrylo Zelenskyy.

დეზინფორმაცია, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები ცდილობენ, მათმა შვილებმა ესპანეთის მოქალაქეობა მიიღონ, უკრაინის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ცენტრმაც უარყო. ცენტრმა აღნიშნა, რომ ყალბი წერილების თანხლებით რუსულმა მედიამ ინფორმაცია უკრაინული მედიის УНИАН-ის გაყალბებულ გვერდზე დაყრდნობით გაავრცელა. წერილების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა სამსახურმა StopFake-მაც გადაამოწმა. 

წყაროს შესახებ:

კობა კუსიანი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია ევრო-აზიური ალიანსის თავმჯდომარეა. 2022 წლის 4 ივლისს რუსეთის პირველ არხზე გასულ სიუჟეტში კუსიანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა. გარდა ამისა სოციალურ მედიაში კუსიანი სისტემატურად ავრცელებს სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას. 

არქივის ბმულები 1,2,3,4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist