ხორცის წარმოების აკრძალვა თუ საპირველაპრილო ხუმრობა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

80
VIEWS

3 აპრილს ფეისბუკ ანგარიშმა Doctors Charlz გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ამერიკაში 2024 წლის პირველი აპრილიდან ძროხის ხორცის წარმოება აიკრძალება და ის სინთეტიკური ხორცით ჩანაცვლდება. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) იმის გამო მიიღო, რომ ძროხები კლიმატის ძირითადი მტრები არიან და ეს ყველაფერი “დიდი გადატვირთვისკენ” გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. იდენტური პოსტი 6 აპრილს ფეისბუკ გვერდმა “ენა, მამული, სარწმუნოება” გაავრცელა.

Screenshot 13 5 ხორცის წარმოების აკრძალვა თუ საპირველაპრილო ხუმრობა?
ასევე 6 აპრილს ფეისბუკ გვერდმა “საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი”  Doctors Charlz-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დედამიწაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას  “ებრაელი თალმუდისტი მასონობა” აპირებს და ხორცის აკრძალვაც სწორედ ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ხდება.

Screenshot 14 5 ხორცის წარმოების აკრძალვა თუ საპირველაპრილო ხუმრობა?
ინფორმაცია 2024 წლიდან აშშ-ში ხორცის აკრძალვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა საპირველაპრილო ხუმრობას ეფუძნება,  ხოლო ელიტების მიერ გლობალური კონტროლის დამყარების შესახებ მტკიცება კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს და სინამდვილეში “დიდი გადატვირთვა” კორონავირუსის კრიზისის საპასუხო ინიციატივაა.

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ნამდვილი ხორცის აკრძალვის შესახებ და მისი ჩანაცვლება ხელოვნური ხორცით – არა რეალური სცენარი, არამედ საპირველაპრილო ხუმრობაა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია Werve times-ის სტატიას ეყრდნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამყაროს “დიდი გადატვირთვა” სწრაფად უახლოვდება, რასაც ნამდვილი ხორცის აკრძალვის შესახებ აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის ბოლო გადაწყვეტილება ადასტურებს. სტატიის თანახმად, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბილ გეითსმა დასავლურ სამყაროს არაერთგზის მოუწოდა ნამდვილი ხორცის ჭამა შეეწყვიტათ და ლაბორატორიაში გამოყვანილ  სინთეზურ „ძროხის“ ხორცზე გადასულიყვნენ. 

Screenshot 15 4 ხორცის წარმოების აკრძალვა თუ საპირველაპრილო ხუმრობა?
სქრინშოთი: VerveTimes


აღსანიშნავია, რომ სტატიის ბოლოში ვხვდებით გაფრთხილებას, სადაც მითითებულია, რომ ინფორმაცია საპირველაპრილო ხუმრობაა და FDA-ის გადაწყვეტილება ნამდვილი ხორცის აკრძალვის შესახებ გამოგონილი სცენარია. გაფრთხილებაში ასევე წერია, რომ ამ სტატიის მიზანს ხალხის გამოფხიზლება წარმოადგენს, რომლებმაც უნდა ნახონ, თუ რა შეიძლება მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავისუფლების დასაცავად საჭირო ქმედებებს არ განახორციელებენ.

Screenshot 16 5 ხორცის წარმოების აკრძალვა თუ საპირველაპრილო ხუმრობა?

რაც შეეხება “დიდი გადატვირთვას”, იგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წლის ივნისში შემუშავებული ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მიზანი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო კრიზისის მართვისა და პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრისთვის საჭირო გზების მოძიებაა. ფორუმის ოფიციალურ  გვერდზე აღნიშნულია, რომ COVID-19-ის კრიზისმა ფუნდამენტურად შეცვალა გადაწყვეტილების მიღების ტრადიციული კონტექსტი, გამოიკვეთა წინააღმდეგობები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკური განვითარების მიზნებს შორის, რაც მიდგომების ახლებული გადახედვის აუცილებლობას ქმნის. მტკიცება იმის შესახებ, რომ “დიდი გადატვირთვა” მსოფლიო ელიტების მიერ შექმნილი საიდუმლო გეგმაა კაცობრიობაზე ტოტალური კონტროლის მოსაპოვებლად, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

“დიდ გადატვირთვასთან” დაკავშირებული დეზინფორმაციები და კონსპირაციის თეორიები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. უფრო ვრცლად იხილეთ მასალები:

ფეისბუკ გვერდის “საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი” მიერ გავრცელებულ პოსტში ასევე ნათქვამია, რომ “ებრაელი თალმუდისტი მასონობა” მსოფლიოზე ტოტალური კონტროლის დამყარებას “ახალი მსოფლიო წესრიგის” სახელით გეგმავს, რაც ასევე შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.  ანტისემიტური შინაარსის შეთქმულების თეორიების ძირითადი ნაწილის მიხედვით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უკან ის ძლევამოსილი ებრაელები დგანან, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ და სამყაროს საკუთარი შეხედულებებისამებრ მართავენ.

ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ გავრცელებული კონსპირაციებისა და დეზინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ

ფეისბუკ ანგარიში Doctors Charlz პანდემიასთან და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. “მითების დეტექტორმა” Doctores charlz-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფეისბუკ ანგარიში უკრაინისა და უკრაინელების დისკედიტაციაზე გადაერთო და ცდილობს დაამტკიცოს,  რომ უკრაინა ნაცისტურ-ფაშისტური სახელმწიფოა,   რუსეთ-უკრაინის ომი კი ახალი მსოფლიო წესრიგის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ფეისბუკ ანგარიშმა 30 მარტს უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე გაავრცელა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინელი ჟურნალისტი “მსოფლიო მთავრობის წევრია”.

ვრცლად ამის შესახებ იცილეთ მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist