ანტივაქსერები უკრაინელი ჟურნალისტის ინტერვიუებს უკონტექსტოდ ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

239
VIEWS

24 და 30 მარტს სოციალურ ქსელში ანტივაქსერმა ფეისბუკ-ანგარიშებმა უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის ინტერვიუს ფრაგმენტები გავრცელეს. ნინა მარჯის გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გორდონი ამტკიცებს, რომ უკრაინა ნაცისტური და ფაშისტური სახელმწიფოა, Doctors Charlz-ის პოსტიდან კი ვიგებთ, რომ შეკითხვაზე  “ვინ ხარ შენ? ღრმა სახელმწიფო? მასონი? უკრაინის ნამდვილი მმართველი? ვინ ხარ სინამდვილეში, დიმიტრი გორდონ?!”, უკრაინელი ჟურნალისტი ამბობს: “მე მსოფლიო მთავრობის წევრი ვარ”. პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინელი ჟურნალისტი “მსოფლიო მთავრობის წევრი”, უკრაინა კი ნაცისტურ-ფაშისტური სახელმწიფოა.

Screenshot 29 ანტივაქსერები უკრაინელი ჟურნალისტის ინტერვიუებს უკონტექსტოდ ავრცელებენ
დმიტრი გორდონთან ინტერვიუს ფრაგმენტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება. პირველ ინტერვიუში გორდონი ცდილობს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ უკრაინა, სადაც უმაღლეს თანამდებობებს ებრაელები იკავებენ, ფაშისტური და ნაცისტური შეუძლებელია იყოს. მეორე ინტერვიუს სრულ ფრაგმენტიდან კი ცხადი ხდება, რომ გორდონი ხუმრობს და მსოფლიო მთავრობის წევრობა თავისი შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ ახსენა.

პირველი ინტერვიუში, რომელიც 2022 წლის 19 მარტს ჩაიწერა,  ჟურნალისტი ანასტასია კადეტოვა  და დმიტრი გორდონი გადაცემაში Честное слово” რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობენ. ჟურნალისტი ანასტასია კადეტოვა კითხვის დასმის დროს ახენებს პრეზიდენტ ზელენსკის და ასევე ლეგენდას ნაცისტებით მოცული უკრაინის შესახებ.

ანასტასია კადეტოვა: თქვენ ახსენეთ ზელენსკი, როდესაც  საუბრობდით იმ ლეგენდის შესახებ, რომ უკრაინა არის ნაცისტებით მოცული და ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი და სხვა თანამდებობის პირები ებრაელები არიან. გუშინ ვუყურებდი ზუსტად ამ თემაზე სახალისო ვიდეოს…
ამის შემდეგ გორდონი ჟურნალისტს კითხვას აწყვეტინებს და ამბობს:
დმიტრი გორდონი: მაპატიეთ, ახლა მე თქვენ გეტყვით იმას, რაზედაც არავინ ლაპარაკობს. უკრაინის პრეზიდენტი ებრაელია, თავდაცვის მინისტრი, რეზნიკოვი ებრაელია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ნახევრად ებერაელია, კიდევ დაგისახელებთ ათეულობით ებრაელს, რომლებიც  მნიშვნელობან თანამდებობებს იკავებენ. კი, ეს ნაცისტური სახელმწიფოა, სადაც ებრაელები სახელმძღვანელო პოსტებს იკავებენ.”
ანასტასია კადეტოვა: დიახ, აბსოლუტურად ცხადია, რომ ნაცისტების მიერ დაპყრობილი უკრაინის შესახებ ინფორმაცია ბოდვაა და როგორ შეიძლება ამ სისულელის ვინმეს სჯეროდეს.

ინტერვიუს სრული ფრაგმენტიდან ცხადი ხდება, რომ გადაცემის წამყვანი და დმიტრი გორდონი ცდილობენ გააბათილონ კონსპირაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინა ნაცისტებით არის მოცული. გორდონი ამბობს, რომ რომ უკრაინა, სადაც საკვანძო თანამდებობებს ებრაელები იკავებენ, ვერანაირად ვერ იქნება ნაცისტური და ეს არის პარადოქსი.

მეორე ინტერვიუ დმიტრი გორდონთან 2021 წლის ოქტომბერში არის ჩაწერილი და მას რუსი ჟურნალისტი ოლეგ კაშინი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის გორდონის წარმატებისა და პოპულარობის საიდუმლოზე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე, ყირიმის ბედზე, რუს ჟურნალისტებზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე უსვამს შეკითხვებს. ინტერვიუს 58-ე წუთიდან გორდონს კაშინი ეკითხება, იმ შემთხვევაში, თუ მას უკრაინელი რადიკალი დაადგება თავზე და ეტყვის, რომ რუსეთია აგენტია და ფოტო აქვს გადაღებული კობზონთან, როგორ შეძლებს დაუმტკიცოს მათ, რომ არ არის რუსეთის გავლენის აგენტი.

ოლეგ კაშინი: როგორ დაამტკიცებთ, რომ არ ხართ გავლენის აგენტი? ბანდერას წინააღმდეგ მიეცით ხმა? მიეცით. კობზონთან მეგობრობდით? მეგობრობდით. როგორ დაუმტკიცებთ უკრაინელ რადიკალებს, რომ თქვენ არ ხართ მტერი?
დმიტრი გორდონი: პირველ რიგში არ ვაპირებ ვინმეს რამე დავუმტკიცო…
ოლეგ კაშინი: და თუ ისინი ადრე თუ გვიან მოგწვდებიან?
დმიტრი გორდონი: მე? თქვენ ვერ აფასებთ ჩემს შესაძლებლობებს.
ოლეგ კაშინი: და ვინ ხართ ასეთი, “ღრმა სახელმწიფოს” წარმომადგენელი, მასონი, უკრაინის რეალური მეპატრონე, ვინ ხართ სინამდვილეში, დიმიტრი გორდონ?
დმიტრი გორდონი: მე ვარ მსოფლიო მთავრობის წევრი.
ოლეგ კაშინი: ჩვენს სალავიოვთან ერთად ხომ? (იღიმის)
დმიტრი გორდონი: პროფესორ სალავიოვთან არა, მე იქ მას არ შევხვედრილვარ, თათბირებს არ ესწრებოდა (იცინიან).

Screenshot 30 ანტივაქსერები უკრაინელი ჟურნალისტის ინტერვიუებს უკონტექსტოდ ავრცელებენ

ინტერვიუს ამ ფრაგმენტიდან ცხადი ხდება, რომ გორდონი კაშინს ეხუმრება, როცა ამბობს, რომ “მსოფლიო მთავრობის წევრია”, რაც გავრცელებულ ვერსიაში არ ჩანს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს “დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის” საბაბით შეიჭრა. პუტინის პრესმდივანის, დმიტრი პესკოვის თქმით, „უკრაინის დენაციფიკაციის“ მოთხოვნა უკრაინაში მოქმედი „ნაციონალისტური სამხედრო შენაერთების თავიდან მოშორებას” გულისხმობს. ბოლო წლებში კი რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს მოსაზრება, რომ უკრაინა ნაციონალისტებს აქვთ ხელში ჩაგდებული და მშვიდობიანი მოსახლეობის მათგან გათავისუფლებაა საჭირო. უკრაინაში ნაცისტური ტალღის მომძლავრების შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დრემდე ქართველი ანტივაქსერებიც ტირაჟირებენ. ამ და სხვა კონსპირაციების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist