არის თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო CDC-ში, FDA-ში, თეთრ სახლსა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

10
VIEWS

20 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Doctors Charlz, რომელიც ანტივაქსერული ხასიათის მასალებს ხშირად აზიარებს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსოფლიოში ორმაგი სტანდარტები არსებობს, რადგან რიგი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლი, CDC (აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები), FDA (სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ფაიზერი, მოდერნა, ჯონსონი&ჯონსონი და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის.

1

გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია, ჩამოთვლილი 8 ორგანიზაციიდან და სახელმწიფო ორგანოდან 6-ში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოა, ხოლო 2-ში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცრა ნებაყოფლობითია.

29 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დელტა შტამით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ დაადასტურონ, რომ ვაქცინირებულები არიან, ხოლო ისინი ვინც ჯერ ერთი დოზით არიან აცრილები, პირბადის ტარებას, ფიზიკურ დისტანციას და კვირაში ერთხელ ან ორჯერ ტესტირებას დაექვემდებარებიან.

სავალდებულო ვაქცინაციას საჭიროებენ სამთავრობო უწყებების და სააგენტოების თანამშრომლები, რომელთა შორისაც არიან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) და სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA).

რაც შეეხება ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, მოდერნას, ფაიზერს და ჯონსონი&ჯონსონს (J&J), მათი თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია ასევე მანდატორულ ხასიათს ატარებს.

კომპანია მოდერნას საიტზე განთავსებული განცხადების მიხედვით, აუცილებელია, რომ თანამშრომლები 2021 წლის 1 ოქტომბრამდე აიცრან. სამედიცინო ან რელიგიური მიზეზით გამონაკლისები ინდივიდუალურად იქნება განხილული.

ფაიზერს და J&J-ს მედიები CNBC და WFAA დაუკავშირდნენ. მათი ინფორმაციით, კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ კომპანიებში აშშ-ში  დასაქმებული თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია მოქმედებს. ამ კომპანიებშიც განიხილება სამედიცინო ან რელიგიური მიზეზის გამონაკლისები და აუცრელობის შემთხვევაში თანამშრომელს ყოველკვიური ტესტირება მოეთხოვება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები მსოფლიოს 149 ქვეყნიდან არიან, ორგანიზაცია სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკა დანერგილი ამჟამად არ აქვს.

რუსეთში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ განკარგულებას ხელი 2021 წლის 15 ივნისს მოეწერა. სავალდებულო ვაქცინაცია მხოლოდ მოსკოვის რეგიონზე ვრცელდება და ეხება მოსკოვის საჯარო მოხელეებს და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებს, რაც ნიშნავს, რომ აცრა მოეთხოვებათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში, სილამაზის სალონებში და სხვა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს. სავალდებულო ვაქცინაცია ეხება მოსკოვის მერიასაც, თუმცა დოკუმენტში საუბარი არაა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაზე. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის მიხედვით, დამსაქმებლებს ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში მოეთხოვებათ, რომ დასაქმებულების 60% ჰყავდეთ ვაქცინირებული. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

სახელმწიფო დუმაში ივნისის მონაცემებით 450 დეპუტატიდან მესამედი იყო ვაქცინირებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, აშშ, რუსეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist