ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება – რას თვლის შეცდომად რეალურად სამადაშვილი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

247
VIEWS

2023 წლის 30 დეკემბერს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა – ტელეკომპანიებმა “იმედი”(დარედაქტირებული ვერსია), PosTV და სააგენტო Pia.ge-მ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, ფრაქცია “ლელოს” წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის ციტატა გაავრცელეს. აღნიშნული ციტატის თანახმად, სამადაშვვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს. ციტატა ქარდზე ოპოზიციონერი პარლამენტის სურათთან ერთად არის გამოტანილი>

სალომე სამადაშვილი: “მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა ევროკავშირმა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას”.

ტელეკომპანია “იმედის” ქარდი ასევე გააზიარა ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ფეისბუქ ანგარიშმა მიხეილ განუბაჟებელი.

ganubazhebeli imedi da postvi ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება - რას თვლის შეცდომად რეალურად სამადაშვილი?

სახელისუფლებო მედიებისა და ფეისბუქ ანგარიშის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით გავრცელებული ციტატა შეცდომაში შემყვანია და ის კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება. სრულ ციტატის თანახმად, სალომე სამადაშვილმა შეცდომად მიიჩნია არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ ის, რომ ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილთან მიმართებით დეოლიგარქიზაციაზე მკაფიოდ გასაგები გზავნილი არ მიაყოლა.

სალომე სამადაშვილმა კანდიდატის სტატუსისა და დეოლიგარქიზაციის საკითხის შესახებ ტვ “ფორმულას” 30 დეკემბრის საღამოს ეთერში გიორგი თარგამაძესთან ისაუბრა

სახელისუფლებო მედიების ვერსია ტვ ფორმულას ეთერში გასული სრულყოფილი ციტატა
სალომე სამადაშვილი: “მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა ევროკავშირმა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას ……  სალომე სამადაშვილი:მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას და იქვე არ მიაყოლა ძალიან გასაგები გზავნილი, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია ივანიშვილთან მიმართებაში”.

მას შემდეგ, რაც ტვ “იმედის” ფეისბუქ პოსტს პირად ფეისბუქ გვერდზე თავად სალომე სამადაშვილი, გამოეხმაურა და გამოცემა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაციის გამო გააკრიტიკა, “იმედმა” თავდაპირველი შეცდომა დაარედაქტირა, თუმცა შესწორება არათანაზომადად განახორციელა: არ მიუთითა თავდაპირველი მცდარი ვერსიის შინაარსი. “იმედის” პოსტის რედაქტირებულ ვერსიაში ჩანს, რომ პირვანდელი ქარდი წაშლილია, ხოლო აღწერილობა მცდარია.

ganubazhebeli imedi da postvi1 ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება - რას თვლის შეცდომად რეალურად სამადაშვილი?

ტვ იმედის მიერ გავრცელებული პოსტის რედაქტირების ისტორია

სხვა მედიები შეცდომაში შემყვანი სათაურით

შეცდომაში შემყვანი არასრული ციტატა სათაურად გამოიყენეს სხვა სახელისუფლებო ონლაინ გამოცემებემა – მარშალპრესი, For.ge, საინფორმაციო სააგენტო INFO9 და მედიაჰოლდინგმა “კვირა”, ასევე ჯორჯიან თაიმსმა. მართალია, სტატიის ონლაინ ბმულში სამადაშვილის ციტატა სრულად არის გადმოცემული, მაგრამ სათაური ქმნის აღქმას, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეცდომად აფასებს.

ganubazhebeli imedi da postvi2 ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება - რას თვლის შეცდომად რეალურად სამადაშვილი? ganubazhebeli imedi da postvi3 ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება - რას თვლის შეცდომად რეალურად სამადაშვილი?

მიხეილ განუბაჟებლის შესახებ

ფეისბუქ ანგარიშს “მიხეილ განუბაჟებელს”, რომელსაც პროფილის სურათად პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო უყენია, აღწერილობაში უწერია, რომ ის ფეისბუქზე რამდენიმეჯერ დაბლოკეს, რის გამოც სახელწოდება “მიხეილ უკრაინოლოგი” “მიხეილ განუბაჟებელზე” შეცვალა.

ganubazhebeli imedi da postvi4 ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება - რას თვლის შეცდომად რეალურად სამადაშვილი?

მიხეილ უკრაინოლოგი წლებია ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიაშია ჩართული და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ არაერთი ყალბი ინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი გაუვრცელებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist