“მიხეილ უკრაინოლოგი” გიორგი ვაშაძის “ფარულ კონვერტში” მონაწილეობის ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.3k
VIEWS

2022 წლის 8 ივლისს ფეისბუქ-გვერდმა მიხეილ უკრაინოლოგი „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის ია ფარულავას გადაცემა “ფარულ კონვერტში” სტუმრობის 38-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა. ნაწყვეტში ფარულავა ვაშაძეს ეკითხება, თუ რა შეარქვა ქუთაისის სპორტული მაღაზიის დირექტორმა მას და მის ძმას, რაზეც ვაშაძის პასუხი ცენზურის ხმოვანი სიგნალითაა გადაფარული, ეკრანზე გამოტანილ სავარაუდო პასუხებში კი სწორ პასუხად *ლე არის დასახელებული.

მსგავსი ვიდეო მიხეილ უკრაინოლოგის იუთუბ-არხზე პირველად 2020 წლის 18 სექტემბერსაა გამოქვეყნებული.

vashaze 1 “მიხეილ უკრაინოლოგი” გიორგი ვაშაძის “ფარულ კონვერტში” მონაწილეობის ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს

vashaze 2 “მიხეილ უკრაინოლოგი” გიორგი ვაშაძის “ფარულ კონვერტში” მონაწილეობის ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს

მიხეილ უკრაინოლოგის მიერ გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია – იმ მონაკვეთს, როცა ვაშაძე მისთვის შერქმეულ მეტსახელს ამბობს, ვიდეოს ცენზურის ხმოვანი სიგნალი ადევს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის საკუთარ მეტსახელად *ლეს ასახელებს. რეალურად, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მას მეტსახელად პელე შეარქვეს. ვიდეოში დამუშავებულია ტიტრების ნაწილიც და ის გადაცემის ორიგინალური ტიტრებისგან განსხვავებულია.

ანტიოპოზიციური და პრო-სახელისუფლებო ფეისბუქ-გვერდის, მიხეილ უკრაინოლოგის მიერ გამოქვეყნებულ გიორგი ვაშაძის ვიდეოს იმ მონაკვეთში, რომელშიც ვაშაძე მისთვის შერქმეულ მეტსახელს ამბობს, ცენზურის ხმოვანი სიგნალი ადევს, რაც ტელევიზიაში ბილწსიტყვაობის დასაფარად გამოიყენება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაშაძემ მისთვის შერქმეულ მეტსახელად *ლე დაასახელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

2020 წლის 14 სექტემბრის “ფარული კონვერტის” სრულ გადაცემაში გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქუთაისში სპორტული მაღაზიის დირექტორმა მას პელე, მის ძმას კი გარინჩა შეარქვა. სახელების შერქმევის ისტორიას გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე უფრო ვრცლად ყვება.

გარდა ამისა, უკრაინოლოგის გამოქვეყნებულ ვიდეოს ტიტრები გადაცემის ავთენტური ტიტრებისგან განსხვავებულია. უკრაინოლოგის ვერსიას სავარაუდო პასუხების ტიტრი აქვს დამატებული, სადაც სავარაუდო პასუხებში *ლე, მთხლე, მზე და პირიმზე აქვს დამატებული. “ფარული კონვერტის” ორიგინალ ვიდეოში კი მხოლოდ შეკითხვის ტექსტია გამოტანილი. აღსანიშნავია, რომ მიხეილ უკრაინოლოგის მიერ გამოქვეყნებული და რუსთავი 2-ის ეთერში გასული გადაცემის ვიდეოს ტიტრები განსხვავებული დიზაინისაა, უკრაინოლოგის გვერდზე დადებული ვიდეოს ტიტრები შავ-თეთრ ფერშია, რუსთავი 2-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ორიგინალი ვიდეოს ტიტრებში კი ნარინჯისფერი და შავია გამოყენებული.

vashaze 3 “მიხეილ უკრაინოლოგი” გიორგი ვაშაძის “ფარულ კონვერტში” მონაწილეობის ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს

ვიდეოს გავრცელება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გიორგი ვაშაძის სახელით აქამდე გავრცელებული ყალბი ციტატების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

“მითების დეტექტორს” ფეისბუქ-გვერდ მიხეილ უკრაინოლოგის მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციები და გაყალბებული ციტატები აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, ვრცლად იხილეთ მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist