ბიუჯეტი თუ იური გაგარინის კოსმოსში გაფრენა? – რას შეეხებოდა გიგი უგულავას რეპლიკა “მთავარის” ეთერში

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

143
VIEWS

15 იანვარს ფეისბუკ გვერდებმა  “მიხეილ უკრაინოლოგი” და Provocateurs “მთავარი არხის” გადაცემიდან “მთავარი ჭკვიანი” ვიდეოფრაგმენტი გამოაქვეყნეს. ვიდეო გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას დიალოგით იწყება, ეკრანზე კი გამოსახულია შეკითხვა: “რამდენი მილიონი მოიპარე ბიუჯეტიდან?”,  რასაც უგულავა პასუხობს “62 იყო მემგონი თუ 63”. პოსტებზე დატოვებული კომენტარების მიხედვით ირკვევა, რომ ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილმა ვიდეო რეალურად აღიქვა.
"
პოსტები სატირული შინაარსისაა, ხოლო ვიდეო, რომელშიც თითქოს გიგი უგულავა პასუხობს შეკითხვას, თუ რამდენი მილიონი მოიპარა ბიუჯეტიდან, მონტაჟის საშუალებით არის შექმნილი. კითხვა, რომელიც ეკრანზე ჩანს, გადაცემაში არ გაჟღერებულა, ხოლო უგულავამ რეპლიკა “62 იყო მემგონი თუ 63” გადაცემაში დასმული მესამე შეკითხვის პასუხისას, იური გაგარინის კოსმოსში გაფრენის წელთან დაკავშირებით თქვა.

14 იანვარს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინტელექტუალურ გადაცემაში “მთავარი ჭკვიანი” ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ 50 000 ლარი მოიგო. ინტელექტუალური შოუს მესამე შეკითხვა, რომელიც ნიკა გვარამიამ გიგი უგულავას მე-12 წუთზე დაუსვა, ასეთი შინაარსის იყო: “ჩამოთვლილთაგან რომელი ისტორიული მოვლენა მოხდა სხვებზე ადრე?” შეკითხვაზე პასუხის გაცემისას უგულავა თითოეულ მოვლენას წლების მიხედვით განიხილავს და იხსენებს, თუ რომელ წელს გაფრინდა იური გაგარინი კოსმოსში, რის შემდეგაც ამბობს: “62 იყო მემგონი თუ 63, სადღაც ეგრე გაფრინდა.”

"
შესაბამისად, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი ჭკვიანი” გიგი უგულავასთვის შეკითხვა ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვის თაობაზე არ დაუსვამს და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ვიდეომონტაჟის შედეგია.

წყაროების შესახებ

ფეისბუკ გვერდი “მიხეილ უკრაინოლოგი” პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური გვერდია, რომელიც 2019 წლის 30 დეკემბერს მას შემდეგ შეიქმნა, რაც იმავე წლის 23 დეკემბერს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო 344 ფეისბუქ გვერდი და ათობით პროფილი წაშალა, რომელთა უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან” იყო დაკავშირებული და სწორედ მათ შორის მოხვდა “მიხეილ უკრაინოლოგის” სახელით მოქმედი ძველი ფეისბუქ გვერდიც. ამჟამად “მიხეილ უკრაინოლოგს” სამი ადმინისტრატორი მართავს, ხოლო გვერდს 65 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

“მითების დეტექტორმა”  “მიხეილ უკრაინოლოგის” მიერ გავრცელებული გიგი უგულავას ყალბი ციტატა ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

ფეისბუქ გვერდი Provocateurs 2021 წლის 3 ივლისს შეიქმნა და მისი პოსტები ძირითადად ოპოზიციის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. ფეისბუკ გვერდთან ასევე დაკავშირებულია ყალბი ანგარიშების ქსელი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობდნენ.  Provocateurs-ის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist