იყო თუ არა ძაღლი მთვარეზე აპოლო 11-ის მისიისას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

56
VIEWS

13 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, ნონა შარაბიძემ გაავრცელა ფოტო, რომელიც, თითქოს, აპოლო 11-ის მთვარეზე მისიას ასახავს. ფოტოზე ვხედავთ ძაღლს, რომელიც, აღწერის მიხედვით, ეკიპაჟის მთვარეზე დაშვების გადაცემისას გამოჩნდა. ნონა შარაბიძე ნასა-ს ასტრონავტების მთვარეზე დაშვების ნამდვილობას ეჭქვეშ აყენებს და მიუთითებს, რომ ის ამერიკამ გააყალბა.

iqho thu ara dzaghli mthvareze იყო თუ არა ძაღლი მთვარეზე აპოლო 11-ის მისიისას?

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო ფაბრიკაციაა და მიზნად ნასა-ს მთვარის მისიასთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიების განმტკიცებას ისახავს. მსგავსი ფოტო ნასა-მ მთვარეზე ერთ-ერთი მისიისას მართლაც გადაიღო, თუმცა მასზე არც ძაღლი და არც დედამიწა ფონად არ ჩანს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოფაბრიკაცია ახალი არ არის. იდენტური გიფი Reddit-ზე 4 წლის წინ გამოქვეყნდა, YouTube-ზე კი 2017 წლიდან იძებნება. გიფი წლებია ვრცელდება ისეთ გასართობ საიტებზე, როგორიცაა Coub.

სინამდვილეში, ფოტო არ ასახავს აპოლო 11-ის მისიას და მასზე არც ძაღლია გამოსახული. ორიგინალი ფოტო ნასა-ს მიერ აპოლო 11-ის მისიის დროს გადაღებულ ფოტოებში არ იძებნება, თუმცა იდენტური ფოტო 1972 წელს აპოლო 17-ის მისიისას გადაიღეს, რომელზეც ძაღლი არ ჩანს. 

iqho thu ara dzaghli mthvareze1 იყო თუ არა ძაღლი მთვარეზე აპოლო 11-ის მისიისას?
წყარო: March to the Moon

,,აპოლო 11” მთვარეზე 1969 წლის 16 ივლისს გაეშვა. ის პირველი პილოტირებული მისია იყო, რომელმაც მთვარეზე დაჯდომა მოახერხა. 1969 წლის 20 ივლისს პირველმა ადამიანმა, ნილ არმსტრონგმა, მთვარეზე ფეხი დადგა. აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვება პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, თუმცა კონსპირაციული თეორია, თითქოს ხომალდი მთვარეზე არ დამჯდარა და ამერიკელებმა ფაქტები გააყალბეს, კვლავ აქტუალურია. 

,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა აპოლო 11-ის მისიასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორია და მანიპულაციური შინაარსის ვიდეომასალები. ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი, ნონა შაბარიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორმა”  შარაბიძის მიერ გავრცელებული ცნობები აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist