გვპირდებიან თუ არა კლაუს შვაბი და სერგეი ბრინი იმპლანტირებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

104
VIEWS

5 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა ჯერალდ ნიუმანი “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ერთ-ერთი პანელზე ფორუმის დამფუძნებლის – კლაუს შვაბისა და გუგლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სერგეი ბრინის საუბრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს დართული აქვს აღწერა, რომლის მიხედვითაც, შვაბის განცხადებით, 10 წელიწადში ყველას ტვინის იმპლანტი ექნება და ადამიანების ტვინის ტალღებით მათი რეაქციების ამოცნობას შეძლებს. 

კლაუს შვაბის ფრაზები “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან” მანიპულაციურად ვრცელდება. შვაბი ტვინის იმპლანტების შესახებ სერგეი ბრინისადმი დასმულ შეკითხვაში არა მტკიცებით არამედ კითხვის ფორმით საუბრობს და ინტერესდება, რამდენად რეალისტურია მსგავსი სცენარი მომავლისთვის. პასუხად ბრინი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური განვითარების ქაოტური ბუნების გათვალისწინებით, ამ ან სხვა იდეის შესაძლო განხორციელების შესახებ დარწმუნებით საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო 2017 წელს შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” ამ ფორუმის დამფუძნებლის კლაუს შვაბისა და გუგლის თანადამფუძნებლის – სერგეი ბრინის პანელს ასახავს. პანელის ფარგლებში საუბარი ლიდერობას, მეწარმეობასა და მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას შეეხო და მონაწილეებმა შესაძლო ტექნოლოგიური განვითარების  არაერთი სცენარი განიხილეს. 

თავის შეკითხვაში შვაბი ტვინის იმპლანტებს სწორედ ერთ-ერთ ასეთ შესაძლო სცენარად განიხილავს:

კლაუს შვაბი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: “სამედიცინო და ბიოლოგიური პროგრესის არსებული ციფრული ინსტრუმენტები ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ათ წელიწადში, როდესაც ჩვენ აქ ვისხდებით, ტვინში იმპლანტები გვექნება და რადგან თქვენ ყველას გექნებათ ეს იმპლანტები, მე დაუყოვნებლივ შევძლებ გავზომო თქვენი ტვინის ტალღები და ვთქვა, როგორ რეაგირებს ხალხი თქვენს პასუხებზე, ამის წარმოდგენა შესაძლებელია?

ამ შეკითხვის პასუხად, სერგეი ბრინი ტექნოლოგიური განვითარების რამდენიმე ალტერნატიულ სცენარს  ასახელებს და აღნიშნავს, რომ ბევრი რამის წარმოდგენა შეიძლეაბ, თუმცა იმის მტკიცება, რომ რომელიმე მათგანი რეალურად მოხდება, შეუძლებელია: 

სერგეი ბრინი, Google: “ვფიქრობ, ამის წარმოდგენა შესაძლებელია. ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ერთგვარი გადასვლა ციფრულ სამყაროში, სადაც ცხოვრების გაუმჯობესებული უნარები გექნებათ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მოხდება თქვენი ბიოლოგიური ინკარნაცია ან ძალიან დიდ ხანს იცოცხლებთ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია და რეალურად, ტექნოლოგიის ევოლუცია შეიძლება არსებითად ქაოტური იყოს.” 

ბრინი ასევე ამატებს, რომ როდესაც მომავლის შესახებ ვსვამთ კითხვებს, როგორებიცაა: რას ნიშნავს იყო ადამიანი მომავალში? რას ნიშნავს იყო ინდივიდი საზოგადოების წინააღმდეგ და საით მივდივართ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში? ეს ღრმა, ძლიერი, ფუნდამენტური, ფილოსოფიური შეკითხვებია და არაა დარწმუნებული, რომ მათზე პასუხის გაცემა შესაძლებელია.

პანელის სხვა მონაკვეთში ბრინი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ ტექნოლოგიური და სხვა ტიპის განვითარების ლიმიტი და შეუძლებელია ზუსტად ვივარაუდოთ რა იქნება თუნდაც ასი წლის შედმეგ:

სერგეი ბრინი, Google: “ეს შესანიშნავი დროა და რთულია ივარაუდო რა მოხდება მომავალში, ჩვენ არ ვიცით რა არის ლიმიტი და ას წელიწადში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და კიდევ უფრო მეტიც. ეს ფიქრისთვის რთული საკითხია (..) ვფიქრობ, შეუძლებელია ზუსტი წინასწარი პროგნოზის გაკეთება”

კლაუს შვაბის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist