დააკავეს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელი შვეიცარიაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

16
VIEWS

13 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა “სულიერი სამყარო” ონლაინ გამოცემა Conservative Beaver-ის მასალის სქინი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, კლაუს შვაბი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს, რადგან პანდემიის იდეა “მისი წინადადებით შვეიცარიაში გამართულ 2020 წლის ფორუმზე დაიწყო.”

"
ინფორმაცია კლაუს შვაბის დაკავების შესახებ ღია წყაროებით არ დასტურდება. ამასთანავე, ინფორმაციის პირველწყაროში ნათქვამი არაა, რომ კლაუს შვაბს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. 

ოფიციალურ ღია წყაროებში შვაბის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

კლაუს შვაბის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად 12 ნოემბერს ონლაინ გამოცემა Conservative Beaver-მა გაავრცელა. მასალაში ნათქვამია, რომ შვაბი შვეიცარიაში საკუთარ სახლში ინტერპოლის დავალებით იმ დანაშაულებისთვის დააკავეს, რომელიც მან Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის დროს ჩაიდინა. მასალაში მოცემულია ინფორმაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებაც, რომელსაც კლაუს შვაბი ხელმძღვანელობს. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პოლიციის ანონიმურ წყაროს ეყრდნობა. მასში ასევე ნათქვამია, რომ შვაბის დაკავება ევროპოლის მოთხოვნით მოხდა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ძალების საკოორდინაციო სააგენტოს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარია, სადაც სტატიის მიხედვით შვაბი დააკავეს, ევროკავშირის წევრი არ არის, სააგენტოს ვებ-გვერდზე კი შვაბის დაკავების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

Conservative Beaver-მა ცოტა ხნით ადრე Pfizer-ის დირექტორის, ალბერტ ბურლას დაკავების შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

Politifact-სა და Reuters-ის ფაქტების ანალიტიკოსების მიხედვით, სხვადასხვა დროს Conservative Beaver პაპი ფრანცისკესა და ბარაკ ობამს დაკავებების შესახებ ყალბ ინფორმაციასაც ავრცელებდა.

კლაუს შვაბისა და “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” კოვიდ პანდემიასთან და კონსპირაციულ თეორიებთან კავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ცნობები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist