გიგანტური ადამიანების რეალური გამოსახულებები თუ AI-ის შემოქმედება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

667
VIEWS

2023 წლის 28 მაისს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მაღალი, მაიმუნის მსგავსი სილუეტები ჩანან. ისინი ადამიანებთან ერთად სხვადასხვა ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობენ. ვიდეო ჯამში 10 ფოტოსგან შედგება. თანდართული აღწერის მიხედვით, მითოლოგია გამოგონილი სულაც არაა და ის უბრალოდ შელამაზებულ ისტორიას წარმოადგენს და შესაბამისად, დევები ანუ გიგანტური ადამიანებიც ნამდვილად არსებობდნენ. 

Screenshot 3 5 გიგანტური ადამიანების რეალური გამოსახულებები თუ AI-ის შემოქმედება?

გავრცელებული ფოტოები რეალური არ არის. გიგანტური არსებების გამოსახულებები ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. ხოლო მტკიცებები ამგვარი გიგანტური არსებების ადამიანებთან თანაცხოვრების შესახებ BigFoot-ის (“დიდი ტერფი”) შეთქმულების თეორიის ნაწილია. 

გავრცელებული ვიდეო 9 მაისს ინსტაგრამ გვერდმა the_ai_experiment გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერის მიხედვით, მასში გამოყენებული გამოსახულებები ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული (Artificial Intelligence-AI) და AI-ის გამოყენებით შექმნილი ციფრული ხელოვნების მაგალითებია (#aiart).  ჰეშთეგების მიხედვით, ფოტოები პროგრამა Midjourney-მ შექმნა. 

Screenshot 4 5 გიგანტური ადამიანების რეალური გამოსახულებები თუ AI-ის შემოქმედება? Screenshot 5 4 გიგანტური ადამიანების რეალური გამოსახულებები თუ AI-ის შემოქმედება?

გვერდზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სხვა გამოსახულებებიცაა გამოქვეყნებული. 

Screenshot 6 3 გიგანტური ადამიანების რეალური გამოსახულებები თუ AI-ის შემოქმედება?

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების რეალურ ამბად გავრცელება ხშირად ხდება. ასეთი შემთხვევები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

სამყაროში ადამიანებთან ერთად გიგანტური, ანუ “დიდი ტერფის” (BigFoot) მქონე, არსებების არსებობის შესახებ შეთქმულების თეორია მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ში ფართოდ გავრცელდა, როცა 1958 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში ადამიანის მსგავსი განსაკუთრებით დიდი  ზომი ნაკვალევი აღმოაჩინეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნაკვალვები ადგილობრივმა კაცმა რეი ვოლასმა თავად შექმნა და ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. თუმცა მას შემდეგ გიგანტური ადამიანების არსებობის შესახებ მედიაში არაერთი “მტკიცებულება,” მათ შორის ვიდეოები და ფოტოები, გამოჩნდა.  ამჟამად არსებული BigFoot-ის შეთქმულების თეორიის მიხედვით, ეს გიგანტური ჰომინიდები ჩრდილოეთ ამერიკის მთებში ცხოვრობებ, სიმაღლითა და ხშირი თმებით გამოირჩევიან და მათ Sasquatch-ის სახელითაც იცნობენ.

დღემდე ამ გიგანტური არსებების არსებობის დამადასტურებელი არანაირი ფიზიკური მტკიცებულება ან სამეცნიერო მასალა, მათი ძვლები ან რეალური ნაკვალევი მეცნიერებს არ აღმოუჩენიათ. თუმცა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი პერიოდულად კვლავ ერთიანდება, რათა BigFoot-ს მიაკვლიოს.

წყაროს შესახებ

ვიდეო ქართულენოვანმა ფეისბუქ პროფილმა ასომთავრული სახელწოდებით ႬႤ ႬႠ ႬႠ (ნე ნა ნა) გაავრცელა. ანგარიში რელიგიური და ზოგჯერ კონსპირაციული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. პროფილის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის მიხედევით, რომის პაპის აუდიენციაში გამოსახული სიმბოლოები გველის პირით საუბარზე მიანიშნებს. 

sssss გიგანტური ადამიანების რეალური გამოსახულებები თუ AI-ის შემოქმედება?

ამ შეთქმულების თეორიის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ: 


მოამზადა სალომე ქეშელაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist