გია ვოლსკის 3 დეზინფორმაცია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.4k
VIEWS

10 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ POSTV-ის გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” განაცხადა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვაჭრობა გაზრდილია. ვოლსკის მტკიცებით,

  • ევროპის წილი რუსეთის სავაჭრო სფეროში 32%-ია, რაც 10 პუნქტით მეტია ჩინეთის წილთან შედარებით;
  • რუსული იმპორტის რაოდენობა ევროკავშირში 200 მილიარდზე მეტით გაიზარდა;
  • უკრაინის გავლით ევროპას 15 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა, ახლა კი ეს რაოდენობა გასამმაგდა.

volski გია ვოლსკის 3 დეზინფორმაცია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაზე

გია ვოლსკის განცხადებების ნაწილი დეზინფორმაციული და მანიპულაციურია, რეალურად: 1) 2023 წელს ევროკავშირის წილი რუსეთთან ვაჭრობაში ჩინეთის წილზე  ნაკლებია; 2) ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2022 წელს 200 მილიარდ ევროს გადასცდა, მაგრამ 2023 წელს მკვეთრად შემცირდა და პირველი 8 თვის მონაცემებით 62 მილიარდზე ნაკლებია; 3) უკრაინის გავლით ევროპას ამჟამად დღეში დაახლოებით 43 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება, მაგრამ ეს რიცხვი ომის დაწყებამდე 100 მილიონზე მეტი იყო. 

  • ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2023 წელს მკვეთრად შემცირებულია, ჩინეთის წილი კი რუსეთთან ვაჭრობაში ევროკავშირისას აღემატება

2022 წელს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ფონზე, 2023 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რუსეთის წილი ევროკავშირის ვაჭრობაში 2%-ზე ნაკლები იყო – იმპორტის წილი 1.7%-მდე, ხოლო ექსპორტის- 1.4%-მდე დაეცა. ეს მაშინ, როდესაც 2002-2022 წელს ეს ციფრები შესაბამისად 7-10% და 4-6%-ის ფარგლებში მერყეობდა. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, ევროსტატის მიხედვით, 2023 წლის პირველ 8 თვეში ევროკავშირმა რუსეთთან დაახლოებით 35 მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტი და 26 მილიარდის ექსპორტი განახორციელა. 2022 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 152 და 39 მილიარდ ევროს შეადგენდა, მთელი წლის მანძილზე კი ბრუნვამ 259 მილიარდ ევროს მიაღწია. 

volski1 გია ვოლსკის 3 დეზინფორმაცია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაზე
ევროკავშირის მიერ რუსეთიდან განხორციელებული იმპორტის ღირებულება, 2023 წლის იანვარი-აგვისტო
volski2 გია ვოლსკის 3 დეზინფორმაცია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაზე
ევროკავშირის მიერ რუსეთში განხორციელებული ექსპორტის ღირებულება, 2023 წლის იანვარი-აგვისტო

რაც შეეხება ჩინეთს, მას ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებლებით უსწრებდა 2022 წელს, თუმცა მიმდინარე წელს პირველ 7 თვეში რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 134 მილიარდი დოლარი შეადგინა, სექტემბრის ჩათვლით კი 176 მილიარდს მიაღწია და დაახლოებით 100 მილიარდით გაუსწრო ევროკავშირს. როიტერსის ინფორმაციით, რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო თვეების მანძილზე მუდმივ რეჟიმში იზრდება.

უკრაინის ომის დაწყებიდან ევროკავშირის მიერ რუსეთთან ვაჭრობის გაზრდაზე მანიპულაციური და მცდარი ინფორმაცია წარსულშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატიაში: 

გია ვოლსკიმ გადაცემაში განაცხადა, რომ უკრაინის გავლით ადრე ევროპას მიეწოდებოდა 15 მილიონი კუბური მეტრი გაზი, ახლა კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდა. რეალურად, მიმდინარე წელს, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენებით ევროპას დღეში საშუალოდ 40 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება, თუმცა 2022 წლის თებერვალ-მარტში ეს მაჩვენებელი დღეში 100 მილიონ კუბურ მეტრს აღემატებოდა. ყველაზე დაბალი რაოდენობა უკრაინის გავლით 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც მილსადენები დღეში დაახლოებით 25 მილიონ კუბურ მეტრ გაზს ატარებდნენ. 2022 წლის 11 მაისიდან სოკრანივკას მილსადენმა მუშაობა შეწყვიტა, რადგან მისი დიდი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ზონაში მოხვდა, რის გამოც “უკრაინის გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორი” ვერ ახერხებდა მასზე კონტროლის დამყარებას.

volski3 გია ვოლსკის 3 დეზინფორმაცია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაზე
წყარო: statista

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ზოგადი დამოკიდებულება რუსულ გაზზე მცირდება. ომის დაწყებამდე ისინი გაზის იმპორტის 40%-ს სწორედ რუსეთისგან ახორციელებდნენ, 2023 წლის მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 21%-მდე დაეცა (ნავთობის შემთხვევაში იმპორტის მოცულობა იმავე პერიოდებში 30%-დან 2%-მდე შემცირდა). 2022 წლის მეორე ნახევრიდან შეწყდა გაზის მიწოდება იამალისა და ნორდ სტრიმის მილსადენებით, რომელიც ექსპორტის მთავარ გზას წარმოადგენდა რუსეთისათვის.

volski4 გია ვოლსკის 3 დეზინფორმაცია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაზე
წყარო: statista

ევროკავშირის მიერ რუსული გაზის იმპორტის გაზრდაზე დეზინფორმაცია მითების დეტექტორმა წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ სტატიაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist