ლალი მოროშკინა  “ობიექტივის” ეთერში დეზინფორმაციასა და კონსპირაციებს ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

428
VIEWS

16 ივნისს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემაში “სტუდია 8” მოწვეულმა სტუმარმა ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომ დღეს ევროპა უფრო მეტ რუსულ გაზს მოიხმარს ვიდრე ეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ხდებოდა. მოროშკინამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში შესვლის გამო საბერძნეთმა უარი თქვა საკუთარ ვენახებზე, ბულგარეთმა დაკეტა საკონსერვო ქარხნები, რუმინეთმა კი უარი თქვა საერთოდ ყველაფერზე და შედეგად ეს ქვეყნები ხელმოცარულები დარჩნენ. გადაცემის სტუმრის მტკიცებით, კორონავირუსის პანდემია იყო ფეიკი და რეალურად ეს იყო ბიოლოგიური იარაღის გამოცდა; ასევე ფეიკი და ხელოვნურად გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე ომიც და ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ მსოფლიოს მართავს რამოდენიმე ოჯახი, რომელთა მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 1 მილიარდამდე დაყვანა.

Screenshot 1 8 ლალი მოროშკინა  "ობიექტივის" ეთერში დეზინფორმაციასა და კონსპირაციებს ავრცელებს

ლალი მოროშკინა “ობიექტივის” ეთერში რამდენიმე დეზინფორმაციასა და კონსპირაციას ავრცელებს:

  1. მცდარია მტკიცება, რომ ევროპაში რუსული გაზის იმპორტი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წელს რუსული გაზის ⅔-ის ჩანაცვლება ალტერნატიული წყაროებიდან მოახერხეს.
  2. მანიპულაციურია საბერძნეთზე, ბულგარეთსა და რუმინეთზე გაკეთებული განცხადებაც. აღნიშნულ სახელმწიფოებს ევროკავშირში გაწევრიანებამდეც გარკვეული ეკონომიკური პრობლემები ჰქონდათ, თუმცა მათი ეკონომიკური მაჩვენებლები წევრობის შემდგომ მკვეთრად გაუმჯობესდა. 
  3. კონსპირაციის თეორიებს მიეკუთვნება მოროშკინას განცხადებები იმის შესახებ, რომ: მსოფლიოს რამდენიმე გავლენიანი ოჯახი მართავს; კორონავირუსის პანდემია იყო ბიოლოგიური იარაღის გამოცდის მიზნით შექმნილი სიცრუე; უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო გლობალური მმართველი ოჯახების მოწყობილი, რათა შეამცირონ მსოფლიოს მოსახლეობა. ამ თეორიების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. 

    1. ევროკავშირის მიერ რუსული გაზის იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მრავალი სანქციის დაწესება მოყვა და წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება მკვეთრად შეემცირებინათ რუსეთისგან ბუნებრივი რესურსების, მათ შორის გაზის, იმპორტი, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის გადაწყვეტილებამ, დაესაჯა ევროპული ქვეყნების ნაწილი და სრულად ან ნაწილობრივ შეეწყვიტა გაზის მიწოდება. 2021 წელს  ევროკავშირი იმპორტირებული გაზის (როგორც ბუნებრივი, ისე თხევადი სახით) 45%-ს რუსეთისგან იღებდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში 25%-ზე ნაკლები შეადგინა. საგულისხმოა, რომ ეს ციფრი 2022 წელს ყოველთვიურად იკლებდა და ნოემბერში 13%-მდე დაეცა. მისი ჩანაცვლება შესაძლებელი გახადა ნორვეგიიდან და აზერბაიჯანიდან გაზრდილმა ექსპორტმა და ასევე საგრძნობლად გაიზარდა აშშ-დან და სხვა პარტნიორებისაგან იმპორტირებული თხევადი გაზის  რაოდენობაც, რასაც დაემატა სხვა განახლებადი ენერგიის საშუალებების უფრო მასობრივი გამოყენება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაახლოებით 40%-ით გაიზარდა რუსეთისაგან იმპორტირებული თხევადი გაზის რაოდენობა, თუმცა მთლიან რაოდენობაში მისი წილი მაინც საკმაოდ დაბალია და როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთისგან თხევადი და მილსადენებიდან მიღებული გაზის საერთო რაოდენობამ ნოემბერში 13%-მდე დაიკლო. ევროკავშირი მიზნად ისახავს რუსეთისაგან თხევადი გაზის იმპორტის შემცირებასაც, რის შესახებაც მოწოდება უკვე გაავრცელა ევროკავშირის ენერგოკომისარმა.

2. საბერძნეთის მეღვინეობის სექტორზე გაკეთებული განცხადება მანიპულაციურია

3. ევროკავშირში გაწევრიანებას რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკა არ დაუნგრევია

ლალი მოროშკინა გადაცემაში “სტუდია 8”  ასევე ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკა დაანგრია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ქვეყნები ევროკავშირში 2007 წელს გაწევრიანდნენ. აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან 2021 წლამდე ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 34 მილიარდი $-დან 84 მილიარდამდე გაიზარდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი გასამმაგდა.

Screenshot 2 10 ლალი მოროშკინა  "ობიექტივის" ეთერში დეზინფორმაციასა და კონსპირაციებს ავრცელებს
წყარო: Macrotrends.net

რუმინეთში მშპ-ს მაჩვენებელი 2006-დან 2021 წლამდე 122-დან 284 მილიარდ $-მდე, ერთ სულ მოსახლეზე კი 5757$-დან 14858$-მდე გაიზარდა.

Screenshot 3 11 ლალი მოროშკინა  "ობიექტივის" ეთერში დეზინფორმაციასა და კონსპირაციებს ავრცელებს
წყარო: Macrotrends.net

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის სიმდიდრით არ გამოირჩევიან, მათი ეკონომიკები ვითარდება და ცხოვრების დონე იმატებს, რაც ეკონომიკური მაჩვენებლებით დასტურდება. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი დახმარებები და ისეთი პროგრამები, როგორიცაა “ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა”, რაც ბულგარეთში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერისთვისაა. 

დეზინფორმაცია ბულგარეთისა და რუმინეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ წარსულშიც ვრცელდებოდა. ვრცლად, იხელეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში: 

ლალი მოროშკინამ გადაცემაში რამდენიმე კონსპირაცია გაავრცელა. ისაუბრა, რომ მსოფლიოს რამდენიმე გავლენიანი ოჯახი მართვას და როგორც აშშ-ის ისე სხვა სახელმწიფოების ლიდერებიც მათ ბრძანებებს ასრულებენ. მისივე თქმით, კოვიდ-19 არ არსებობს და ეს ყველაფერი ადამიანებზე ბიოლოგიური იარაღის გამოცდის საბაბად იქნა გამოყენებული. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, მოროშკინას მტკიცებით, ესეც ხელოვნურადაა გამოწვეული და რეალურად მსოფლიოს მმართველი ლიდერების სურვილს ემსახურება, რომ მსოფლიო მოსახლეობა 1 მილიარდამდე დაიყვანონ. 

მტკიცება, რომ კორონა ვირუსი არ არსებობს უკვე წლებია ვრცელდაბა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ისე თითქმის ყველა სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტრომ მრავალჯერ დაადასტურა კორონავირუსის არსებობა და მილიონობით ადამიანმა თავად გამოსცადა ამ დაავადების შედეგები. ვრცლად, იხილეთ:

ასევე კონსპირაციულია მტკიცება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიო ლიდერებმა დაგეგმეს მოსახლეობის შემცირების მიზნით. რუსეთის უკრაინაში შეჭრას არაერთმა მსოფლიო ლიდერმა, ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებმა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი უწოდა. 

მტკიცება, რომ  დედამიწას კონკრეტული მცირე ჯგუფები/ოჯახები მართავენ საუკუნეების მანძილზე არსებობდა და კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს. 

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist