უარყო თუ არა ევროპამ კორონავირუსი?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

35
VIEWS

2020 წლის 22 სექტემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის”  ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა კორონავირუსის შესახებ  განაცხადა, რომ ის არ არსებობს და ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ აღიარა. მისი თქმით, მსოფლიოში ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა, ხოლო ევროპის ქვეყნები კინოთეატრებსა და რესტორნებს აღარ კეტავენ. დავით თარხან-მოურავის თანახმად, საქართევლოში კორონავირუსის არ არსებობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ვირუსით გარდაცვლილ პაციენტს გულის თანმდევი დაავადება ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაფიქსირდა.

დავით თარხან-მოურავი, “პატრიოტთა ალიანსი”: „არავითარი კორონავირუსი არ არის, ეს არის, უბრალოდ, აი, ესე იგი, მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ტყუილიაო, მსოფლიო ამბობს, რომ არაფერს არ კეტავს, აღარც კინოთეატრებს არ კეტავს ევროპა… ესე იგი არ არის ეს ვირუსი, ან რესტორანს, არავინ არაფერს აღარ კეტავს. საქართველოშიც არანაირი კორონავირუსი არაა. აი, გარდაიცვალა მანდილოსანი, მერე აღმოჩნდა, რომ გულის დაავადება ჰქონდა, არაფერ შუაში იყო კორონავირუსი.“

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადება, რომ მსოფლიომ კორონავირუსის არარსებობა აღიარა და ევროპაში შეზღუდვები მოხსნეს, მცდარია. ხოლო, საქართველოში კორონავირუსის არ არსებობის  მტკიცება, იმის საფუძველზე, რომ ერთ-ერთ პაციენტს თანმდევი დაავადებაც ჰქონდა, მანპულაციურია.  1.ევროპაში საკარანტინო შეზღუდვები სრულად არ მოხსნილა, ამასთან ევროპის ქვეყნებმა საყოველთაო კარანტინის დაწესებაზე უარი თქვეს და ვირუსის სხვა მეთოდებით მართვას ცდილობენ; 2. ვირუსი რთულად გადააქვთ მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონდე ადამიანებს, თუმცა მისგან დაცული არც ახალგაზრდები და ჯანმრთელები არიან. 

  • ევროპის ქვეყნებმა საყოველთაო კარანტინის დაწესებაზე უარი თქვეს, თუმცა ევროპაში ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულად არ მოხსნილა და სხვადასხვა სახით მოქმედებს

ევროპის ქვეყნების  უმრავლესობაში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულად არ მოხსნილა.  BBC-ს ცნობით, სექტემბრის ბოლოსათვის ევროპის ქვეყნებში  სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს, მაგალითად, მასობრივი შეკრებებისა და ღონისძიებების აკრძალვა, შეკრების რაოდენობაზე ლიმიტი, ბარებისა და რესტორნების მუშაობის საათების შემცირება, ნიღბების ტარების სავალდებულო ხასიათი და ა.შ.

ამ დროისათვის ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

საფრანგეთი

26 სექტემბრიდან საფრანგეთის 11 ქალაქში, მათ შორის პარიზში, სავალდებულო გახდა ბარებისა და რესტორნების 22:00 საათზე დახურვა. მარსელში კი რესტორნები 15 დღის მანძილზე სრულად დაიხურა. შეზღუდულია 10-ზე მეტი ადამინის შეკრება და პირბადის ტარება ნებისმიერი პირისთვის 11 წლიდან სავალდებულოა . ნიღბები ასევე სავალდებულოა ოფისებსა და ქარხნებში, სადაც ადამიანებს საერთო სამუშაო სივრცის გაზიარება უწევთ.

ესპანეთი

სექტემბერში, მადრიდის ხელისუფლებამ დედაქალაქის 37 რაიონი და მიმდებარე უბნები დაკეტა. აღნიშნული უბნების დატოვება მხოლოდ სამუშაოდ, სკოლაში წასასვლელად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად იყო შესაძლებელი. დაშვებულია მაქსიმუმ 6 ადამინის შეკრება, საზოგადოებრივი პარკები დაიხურა და ბიზნესს ობიექტები სამუშაო სივრცეს 22:00 საათისთვის კეტავენ. ეს შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს რეგიონის სხვა ადგილებშიც, სადაც ინფიცირებულთა მაჩვენებლები მაღალია. 28 სექტემბრიდან  რეგულაციების შესრულების მონიტორინგს შეიარაღებული ძალების და პოლიციის წარმომადგენლები განახორციელებენ. პირბადის ტარება სავალდებულოა ყველასთვის 6 წლიდან, მათ შორის სკოლის ტერიტორიაზეც.

გერმანია 

გერმანიაში მასობრივი შეკრების აკრძალვა – როგორიცაა სახალხო ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები მაყურებელთა თანდასწრებით და კონცერტები – წლის ბოლომდე გაგრძელდა. ბუნდესლიგის ახალი საფეხბურთო სეზონი კი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

აეროპორტებში ტესტირება სავალდებულოა მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული ყველა მოგზაურისთვის და დაწესებულია ჯარიმა 50 ევროს ოდენობით მათთვის ვისაც მაღაზიებსა ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე არ უკეთია. 24 სექტემბერს ქალაქ მიუნხენში სავალდებულო გახდა საზოგადოებრივ მოედნებზე პირბადის ტარება.

იტალია

იტალიაში ინფიცირებულთა ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ 17 აგვისტოდან ყველა საცეკვაო ადგილი და ღამის კლუბები დახურა.  ყველა საზოგადოებრივ სივრცეში, სადაც სოციალური დისტანცირება შეუძლებელია  8:00 საათიდან 06:00 საათამდე პირბადის გამოყენება სავალდებულო  გახდა. ნიღბები სავალდებულოა ექვსი წლის ზემოთ ყველასათვის,   მათ შორის სკოლაშიც.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში დახურულ სივრცეში მაქსიმუმ  ექვსი ადამიანის შეკრებაა ნებადაართული და მათ შორის დისტანცია 1.5 მეტრს უნდა შეადგენდეს.

ასევე, ახალი შეზღუდვები დაწესდა სექტემბერში ქვეყნის ექვს რეგიონსა და ქალაქში, მათ შორის ამსტერდამსა და როტერდამში. აიკრძალა მასობრივი თავყრილობებისას  50-ზე მეტი ადამინის შეკრება, ბარებისა და რესტორნებისთვის სამუშაო დღის დასრულების საათი განისაზღვრა და სავალდებულო გახდა პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამასთან, ნიდერლანდებში ადგილობრივ ხელისუფლებებს უფლება მიეცათ მიიღონ დამატებითი ზომები საჭიროებიდან გამომდინარე.

ირლანდია

დუბლინში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე 19 სექტემბრიდან შემდეგი სამი კვირის მანძილზე რესტორნების დახურულ სივრცეში კვება აიკრძალა და ყველა არასაჭირო მოგზაურობის გადადების რეკომენდაცია გაიცა.

ექვს ადამიანამდე შიზღუდა შეკრება დახურულ სივრცეში ხოლო ღია სივრცეში დაშვებულია არა უმეტეს 15 ადამიანის შეკრება.

70 წელს გადაცილებულ პირებს კვლავ სთხოვენ დარჩნენ სახლში, ხოლო სხვა მოქალაქეებს მოუწოდებენ იმუშაონ სახლიდან, თუ ეს შესაძლებელია.

ასევე რამდენიმე ლოკაციაზე საკარანტინო შეზღუდვები  სექტემბერშიც  გაგრძელდა, მაგალითად ქალაქ კილდერში სადაც შემთხვევათა მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა.

დანია

სავალდებულოა პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში კოპენჰაგენსა და მის მიმდებარე რაიონებში. ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები 22:00 საათზე უნდა დაიხუროს, ამავე დროს უნდა დასრულდეს კერძო წვეულებები და შეხვედრები, როგორიცაა ქორწილები და სხვა. ამასთან, ნიღბების ტარება სავალდებულოა რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა, ევროპის ქვეყნები ვირუსის შესაკავებლად აგრესიულ მეთოდებს აღარ იყენებენ. ეს განპირობებულია იმით, რომ ვირუსის პირველი ტალღის მიმდინარეობისას აღნიშნულმა ქვეყნებმა გარკვეული გამოცდილება დააგროვეს და  პანდემიის მეორე ტალღისთვის მომემზადნენ. ქვეყანათა მკაცრ საკარანტინო რეჟმში არ გადაყვანის გადაწყვეტილება ასევე იმიითაა განპირობებული, რომ საავადმყოფოებს ბევრად მეტი რესურსი აქვთ ვირუსთან გასამკლავებლად, ამასთან საავადმყოფოში აღარ მკურნალობენ ყველა დაინფიცირებულს. მაგალითად სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთში 424 პაციენტი იყო განთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, აპრილის პიკის დროს კი ეს რიცხვი 7,148-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ქვეყნები ახლა უფრო ინტენსიურად ტესტავენ მოსახლეობას. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი აპრილის დასაწყისში დღეში მხოლოდ 11 000 ადამიანის ტესტირებას ატარებდა, ახლა კი დღეში დაახლოებით 180 000 ტესტი კეთდება, რაც ქვეყანას ვირუსის მართვაში ეხმარება.

  • მეცნიერები კორონა ვირუსის აღმოჩენისთანავე ამბობდნენ, რომ ვირუსი რთულად გადააქვთ მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონდე ადამიანებს, თუმცა მისგან დაცული არც ახალგაზრდები და ჯანმრთელები არიან. 

დავით თარხან-მოურავის მიერ საქართევლოში კორონავირუსის არ არსებობის დასამტკიცებლად ერთ-ერთი ვირუსით გარდაცვლილი პაციენტის მაგალითის მოყვანა, რომელსაც გულის თანმდევი დაავადებაც ჰქონდა, მანიპულაციურია.  ის ცდილობს თანმდევ დაავადებაზე აქცენტის გაკეთებით კორონავირუსის არსებობოს ფაქტი უარყოს, რაც შეცდომაში შემყვანია.

ვირუსის აღმოჩენის პერიოდიდანვე ცნობილი იყო, რომ კოვიდ-19 უფრო რთულად გადასატანი იქნებოდა მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ამასთან, ბოლო დროს მეცნიერების საუბრობენ იმაზეც რომ, ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა, განიცდიის COVID-19– ით დაავადების სერიოზულ რისკს. ეს დაავადებებია: კიბო, თირკმელების ქრონიკული დაავადება, COPD (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ორგანოს გადანერგვისგან მიღებული იმუნოდეპრესიული მდგომარეობა (დასუსტებული იმუნური სისტემა), სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი [BMI] 30 ან მეტი), სერიოზული გულის დაავადებები, როგორიცაა გულის უკმარისობა, კორონარული არტერიის დაავადება ან კარდიომიოპათიები, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და სხვა.

"

თუმცა, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან ახალგაზრდებიც და ის ადამიანებიც, ვისაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ. ბოლო დროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ 18-დან 25 წლამდე ამერიკელების დაახლოებით მესამედს ჰქონდა რისკფაქტორები, რაც მოწყვლადს ხდიდა მათ COVID-19-ის წინააღმდეგ. ეს რისკფაქტორებია მოწევა,  ასთმა, სიმსუქნე და იმუნური სისტემის დარღვევები.

ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც განახადა. კერძოდ, მათ განცადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის მსუბუქად გადატანის შემთხვავშიც კი დაავადებულ პაციენტებს შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ გრძელვადიან პერსპექტივაში.


მითების დეტერქტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist