გავრცელებული ვიდეო ელენე ხოშტარიას არ ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

319
VIEWS

11 აპრილს ფეისბუქ-გვერდმა ტერენტი გლდანელი გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ ვიდეოკადრებში პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია 1999 წელს მოსკოვის სახელწიფო უნივერსიტეტის ექსკურსიაზე რუსულ სიმღერას “კატიუშას” მღერის.

liaka khoshtaria mgheris moskovshi გავრცელებული ვიდეო ელენე ხოშტარიას არ ასახავს

გავრცელებული ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება და მასში ელენე ხოშტარია არ გვხვდება. ვიდეოს ორიგინალი ვერსია 2014 წელს არის გადაღებული და თვითმფრინავის ბორტზე პიატნიცკის სახელობის გუნდის მიერ სიმღერა “კატიუშას” შესრულებას ასახავს.

“ტერენტი გლდანელის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ორიგინალი იუთუბზე 2014 წლიდან ვრცელდება. ვიდეოს აღწერის თანახმად, ის პიატნიცკის სახელობის გუნდის მიერ თვითმფრინავის ბორტზე “კატიუშას” შესრულებას ასახავს.

liaka khoshtaria mgheris moskovshi1 გავრცელებული ვიდეო ელენე ხოშტარიას არ ასახავს

YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერის მიხედვით, რეისი 1742 ქალაქ იუჟნო-სახალინსკში ჩაფრენამდე იძულებული გახდა გაბრუნებულიყო და ხაბაროვსკში დამჯდარიყო. გაფრენის მოლოდინში კი პიატნიცკის სახელობის გუნდმა ბორტზე “კატიუშა” იმღერა. რუსული მედიის, Sakhalin Media-ს მიხედვით, 2014 წლის დეკემბერში პიატნიცკის სახელობის გუნდი სახალინში კულტურის წლის დახურვის ღონისძიებაზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა უამინდობის გამო რეისი ხაბაროვსკში დაყოვნდა და გუნდმა თითქმის 24 საათი აეროპორტში გაატარა, რა დროსაც თვითმფრინავის სხვა მგზავრებს თავისი შესრულებით ართობდა. Sakhalin Media-ს მასალისთვის თანდართულია კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც თვითმფრინავის ბოტზე კიდევ ერთი სიმღერის შესრულების დროს არის გადაღებული

liaka khoshtaria mgheris moskovshi2 გავრცელებული ვიდეო ელენე ხოშტარიას არ ასახავს
წყარო: Andrey Prishchepa/YouTube

ორიგინალ ვიდეოზე, რომელიც უკეთესი ხარისხითაა ხელმისაწვდომი, უკეთ ჩანს, რომ “ტერენტი გლადენლის” მიერ გავრცელებულ ვიდეო-მონაკვეთში ელენე ხოშტარია არ არის ასახული. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ხოშტარიამ ვიდეოსთან რაიმე კავშირი თავადაც უარყო.

ელენე ხოშტარიას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები და პროსახელისუფლებო აქტორები ხშირად აპელირებენ

წყაროების შესახებ:

“ტერენტი გლდანელი” პროსახელისუფლებო ანონიმური ფეისბუქ გვერდია. გვერდი დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიებში ხშირად არის ჩართული, მათ შორის ფიგურირებდა 2023 წლის მარტის აქციების საწინააღმდეგო გზავნილებში, ხოლო საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მხარს უჭერდა. 

ვრცლად “ტერენტი გლადენლის” მიერ წარსულში გავრცელებული დეზინფორმაციისა და ასევე მარტის მოვლენებსა და დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ, რომელიც ე.წ. “აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქციებს მოყვა, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist